FCI.ge
FCI.ge
სტერლინგი: საუკეთესო თამაში ჩავატარე სიტის მაისურით |
"მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდა შემტევმა, რაჰიმ სტერლინგმა შეაფასა დღევანდელი მატჩი "ბორნმუთთან", რომელიც მისმა გუნდმა 5:1 მოიგო ეტიჰადზე და თავად სამი ბურთი შეაგდო.
ახალგაზრდა რაჰიმი გახდა პირველი ინგლისელი მოთამაშე "ცისფრების" ისტორიაში, რომელმაც პრემიერ ლიგის ეგიდით გაიფორმა ჰეთ–რიქი, რაც საკმაოდ ფასეული მიღწევაა.
"ეს ჩემი საუკეთესო თამაში იყო "სიტის" მაისურით – მქონდა რამდენიმე შანსი და ფაქტიურად ყველა ლოგიკურად დავაგვირგვინე, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ.
საკმაოდ კარგად გადავდიოდით დაცვიდან–შეტევაში და ბოლო თამაშებში ნახევარდაცვაში იდეალურად ვმოქმედებდით. სწორედ ასე უნდა ვითამაშოთ "სევილიასთან" და შემდეგ უკვე "მანჩესტერ იუნაიტედთან". თუმცა, ჩვენი მთავარი საფიქრალი ახლა ანდალუსიური კლუბია.
ბონი ძალიან კარგი იყო დღეს. ის დამეხმარა გოლების გატანაში, შექმნა საგოლე ეპიზოდები ჩემთვის. ამ საღამოს, ის ბრწყინვალე იყო", – განაცხადა სტერლინგმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.