FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ჩემპიონთა ლიგა: G ჯგუფის პრევიუ

20-10-2015
2 კომენტარი

დაიძაბა სიტუაცია ამ ქვეჯგუფშიც, სადაც "პორტო" და კიევის "დინამო" იყოფენ პირველ ადგილს ოთხი ქულით, "ჩელსის" კი ერთით ნაკლები აქვს. ახლა, "დრაკონები" ეცდებიან ყველაფერი მოაგვარონ "მაკაბისთან", უკრაინული კლუბი კი ეცდება დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები ინგლისის მოქმედ ჩემპიონთან, რომელსაც აღარ აქვს საქმე სახუმაროდ.

 

პორტო Vs მაკაბი

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, III ტური

თარიღი: 22:45 საათი, 20 ოქტომბერი

სტადიონი: დრაგაო, პორტო

მთავარი მსაჯი: კლემენ ტარპინი (საფ)

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

ხულენ ლოპეტეგის გუნდმა შესანიშნავად დაიწყო ახალი სეზონი და ჯერჯერობით დაუმარცხებელია. "პორტო" პრიმეირა ლიგის ლიდერია ლისაბონის "სპორტინგთან" ერთად – 17 ქულით შვიდი ტურის შედეგად. სანაკრებო პაუზის შემდეგ, "დრაკონებმა" პორტუგალიის თასზე ითამაშეს და გადახალისებული შემადგენლობით მოუგეს "ვარზიმს" 2:0 სტუმრად. ახლა, პორტუგალიური გრანდის მთავარი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგაა და თელ–ავივის "მაკაბისთან" ექვსი ქულის მოპოვება. ლოპეტეგის კოლექტივმა მთავარი ამოცანა შეასრულა – საკუთარ მოედანზე იდეალურად ითამაშა "ჩელსის" წინააღმდეგ და 2:1 იმარჯვა. ახლა, ორი მოგება აუტსაიდერთან და შესაძლოა "პორტომ" საერთოდ პირველი ადგილი გაინაღდოს ჯგუფში, რომელიც მარტივი ნამდვილად არ არის. ძალიან კარგად გამოიყურება ვინსენ აბუბაქარი, ბოლო პერიოდში კარგად ათამაშდა ხესუს კორონა და ნელ–ნელა შედის ფორმაში ბრაიმი. ესპანელი სპეციალისტის გუნდი საკმაოდ ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და იმედია ასეც გააგრძელებს. "პორტო" სერიოზული ძალაა და ნამდვილად ნებისმიერი ფეხბურთის გულშემატკივარი მიესალმება მის გასვლას ფლეი–ოფში. თუმცა, კიევის "დინამო" არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, სწორედ ამიტომ, სიმშვიდისთვის და თავდაჯერებულობისთვის, საჭიროა მაქსიმალური წარმატება "მაკაბისთან". თანაც, "დრაკონებს" არანაერი საკადრო პრობლემა არ აქვთ.

 

ისრაელული კლუბი ჯერჯერობით გატანილი გოლის გარეშეა. სტემფორდზე განადგურების შემდეგ, "მაკაბიმ" ვერაფერი გააწყო შინ კიევის "დინამოსთან" და 0:2 დამარცხდა. ახლა, თელ–ავივის "მაკაბის" ურთულესი გასვლა აქვს და იქნებ დრაგაოზე მაინც შეაგდონ პირველი ბურთი. ბოლო სამი თამაში "მაკაბიმ" მოიგო ეროვნულ ჩემპიონატში და შვიდი ტურის შემდეგ 16 ქულით ლიდერია. სლავიშა იოკანოვიჩის გუნდს ბევრი გოლი გააქვს ისრაელის ჩემპიონატში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა დონეა. ვინ იცის, იქნებ ზაჰავის ერთხელ მაინც წაუვიდეს და "მაკაბიმაც" გაიტანოს თავისი გოლი ამ ჯგუფურ ეტაპზე. ქულებზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. იოკანოვიჩს საუკეთესო თერთმეტეულის არჩევა შეუძლია, ლაზარეთი ცარიელია და ვნახოთ ამჯერად როგორ არჩევანს გააკეთებს.

 

"პორტო" უდავო ფავორიტია და საკუთარ მოედანზე უნდა მოიგოს თუ სურს, რომ მშვიდად გავიდეს ფლეი–ოფში.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები: 

პორტო: კასილასი – მაქსი ფერეირა, მაიკონი, მარკანო, ინდი – ანდრე ანდრე, ნევესი, იმბულა – ბრაიმი, აბუბაქარი, კორონა.

 

მაკაბი: რაიკოვიჩი – დასა, ბენ ჰაიმ I, ტიბი, რიკანი – ვერმუტი, მიტროვიჩი, ალბერმანი, პერეცი, ბასატი – ზაჰავი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "პორტო" ისტორიაში პირველად უპირისპირდება ისრაელულ კლუბს.
  • ხულენ ლოპეტეგის გუნდს ბოლო ექვსი საშინაო თამაშიდან ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი მოგებული აქვს და ერთი ფრედ დასრულდა.
  • ზოგადად ევროტურნირებზე კი, "პორტოს" 11 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს დრაგაოზე (8მ, 3ფ).
  • თელ–ავივის "მაკაბი" 2004/05 წლების სეზონში, საკმაოდ ელიტალურ ჯგუფში მოხვდა "ბაიერნთან", "იუვენტუსთან" და "აიაქსთან", თანაც მესამე–მეოთხე ტურებში მოიპოვა პირველი ქულები.
  • "მაკაბის" ერთადერთი ვიზიტი პორტუგალიაში დასრულდა 1:4 მარცხით "ბოავიშტასთან" 2002/03 წლების უეფას თასზე. არადა პირველი მატჩი 1:0 მოიგეს ისრაელებმა.
  • დანილო ფერეირა და ტალ ბენ ჰაიმ I არიან დისკვალიფიკაციის საფრთხის ქვეშ.

 

წინასამატჩო კომენტარები:

ხულენ ლოპეტეგი: "არ ვფიქრობ, რომ "მაკაბი" ყველაზე სუსტი გუნდია ჯგუფში. მათ კარგი გუნდი ჰყავთ და ამ ჯგუფში ჩატარებული თამაშებიდან უფრო მეტი დაიმსახურეს. მათ "ბაზელი" გამოაგდეს მანამდე, რომელიც ძლიერი გუნდია. ატმოსფერო უნდა იყოს განსაკუთრებული, რაც ჩვენს ქომაგებს არ ეშლებათ ჩემპიონთა ლიგის დროს.

 

ყოველ თამაშში მოსაგებად გავდივართ მინდორზე. "მაკაბი" კარგად ორგანიზებული კოლექტივია და საკუთარი სათამაშო სტილი აქვს, რაც მომწონს. მათი მთავარი მწვრთნელიც მომხიბვლელია, კარგად უნდა ვითამაშოთ სამი ქულას ასაღებად".

 

სლავიშა იოკანოვიჩი: "მოხარული ვარ აქ ყოფნით, ამ სტადიონზე თამაში – ბრწყინვალეა. რთული თამაში გველოდება, მაგრამ იმედია უფრო კარგ შედეგს დავდებთ, ვიდრე პირველ ორ მატჩში. ჩემი მოთხოვნა, როგორც მთავარი მწვრთნელის, არის ყოველთვის მოგებაზე თამაში. უნდა ვიყოთ ყურადღებით, რადგან ბევრი შანსი არ გვექნება.

 

ჩვენმა მეტოქეებმა ძალიან სწრაფად გახსნეს ანგარიში პირველ ტურებში და ეს აღარ უნდა განმეორდეს. "პორტო" ერთ–ერთი საუკეთესო გუნდია ევროპაში. სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს და ჯგუფშიც იდეალურად გამოიყურებიან.

 

მახსოვს ლოპეტეგის წინააღმდეგ ჩატარებული თამაშები: ის დიდებული მეკარე იყო, ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ესპანეთში და ახლა ერთ–ერთი უძლიერესი მწვრთნელია ევროპაში. მზად ვართ ბრძოლისათვის".

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

 

კ.დინამო Vs ჩელსი

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, III ტური

თარიღი: 22:45 საათი, 20 ოქტომბერი

სტადიონი: კიევის ოლიმპიური არენა, კიევი

მთავარი მსაჯი: სამირ სკომინა (სვნ)

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

კიევის "დინამო" შესანიშნავი განწყობით გავიდა შესვენებაზე – ზედიზედ ოთხი მოგება უკრაინის პრემიერ ლიგაში, ფრე "პორტოსთან" და მოგება ისრალეში "მაკაბისთან" დამაჯერებლად – 2:0. თუმცა, სერგეი რებროვის გუნდმა ამ უქმეებზე 0:3 წააგო საკუთარ მოედანზე დონეცკის "შახტართან" და ახლა ეს ორი კლუბი 11 ტურის შემდეგ 28–28 ადგილით იყოფს პირველ ადგილს. გარდა პრინციპული წაგებისა, "კ.დინამომ" გაიფუჭა ფსიქოლოგიური განწყობა და ვნახოთ რა გამოვა "ჩელსისთან". კიეველებმა უკვე გაიგეს მარცხის გემო და დღეს მაქსიმუმს დადებენ საკუთარი ქომაგების თვალწინ. ლაზარეთი ცარიელია, ერთადერთი რიბალკას თამაშია საეჭვოა. "დინამო" საკმაოდ პერსპექტიული, ახალგაზრდული და კარგად შეკრული კოლექტივია, რაც "პორტოსთან" შეხვედრაში ძალიან კარგად გამოჩნდა. უკრაინული გრანდი ღირსეულად დაბრუნდა ჩემპიონთა ლიგაზე და ახლა პირველი სერიოზული გამოცდა ელოდება. "დინამოს" აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები და მათ გასამყარებლად დღეს ღირსეული ასპარეზობა და ქულის მოპოვებაა საჭირო.

 

"ჩელსის" უშველა მორიგმა სანაკრებო პაუზამ და "არისტოკრატებმა" დიეგო კოსტას დუბლით დაამარცხეს "ასტონ ვილა" სტემფორდ ბრიჯზე 2:0. თამაშის შემდეგ კმაყოფილი იყო ჟოზე მოურინიო, რომელმაც დრაგაოზე დაბრუნება მარცხით აღნიშნა და ახლა "ჩელსი" მესამე ადგილზეა ჯგუფში. რათქმაუნდა, "ლურჯები" ეცდებიან გამოასწორონ სიტუაცია ამ ორ ტურში და მოიპოვონ ფლეი–ოფის საგზურიც. ფსიქოლოგიურად მოვიდნენ გონს ლონდონელები და იმედია დაიწყებენ წარმატებულ სერიას. ბირმინგემელების წინააღმდეგ, შედგა ახალგაზრდა განელი მარცხენა მცველის, აბდულ რაჰმან ბაბას დებიუტი "ჩელსის" რიგებში და მშვენიერი იყო ბაბა. სავარაუდოდ, კვლავ ის იქნება სასტარტოში, მარჯვნივ შესაბამისად ასპილიკუეტა, მაგრამ მოსალოდნელია გარი კეჰილისა და ნემანია მატიჩის დაბრუნება ძირითადში. "არისტოკრატები" ნელ–ნელა უნდა შევიდნენ ფორმაში, რისთვისაც ძალიან კარგი იქნება კიევში მოპოვებული გამარჯვება. კურტუა და ივანოვიჩი კვლავ ლაზარეთში არიან, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ფსიქოლოგიური პრობლემები აღმოფქვრა იმედია და კვლავ უნდა ვიხილოთ ჩვეულ სტილში მოასპარეზე "ჩელსი".

 

ძალიან საინტერესო მატჩი უნდა ვიხილოთ. დიახ, ფავორიტი ინგლისური კლუბია, მაგრამ სერგეი რებროვს მებრძოლი ბიჭები ჰყავს, რომლებიც საკუთარ მოედანზე არაფერს დათმობენ.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები: 

კ.დინამო: შოვკოვსკი – დანილო სილვა, ხაჩერიდი, დრაგოვიჩი, ანტუნეში – ველოზო, სიდორჩუკი, გარმაში – იარმოლენკო, დერლის გონსალესი – მორაესი.

 

ჩელსი: ბეგოვიჩი – ასპილიკუეტა, ტერი, კეჰილი, ბაბა – ფაბრეგასი, მატიჩი – ვილიანი, ოსკარი, აზარი – დიეგო კოსტა.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • კიევის "დინამო" სულ 24–ჯერ დაუპირისპირდა ინგლისურ კლუბს და მხოლოდ ერთხელ იმარჯვა. ეგეც გასულ სეზონში ევროპის ლიგაზე "ევერტონთან" – 4:1 საკუთარ მოედანზე მერვედფინალში და 6:4 ორი მატჩის ჯამში.
  • უკრაინულ გრანდს ბოლო ათი საშინაო თამაშიდან ევროარენაზე, მხოლოდ ერთი აქვს წაგებული და შვიდი მოიგო.
  • ბოლო 33 მატჩიდან ჯგუფურ ეტაპზე, "კ.დინამომ" მხოლოდ ხუთი მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე.
  • "ჩელსი" აქამდე მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდა უკრაინულ კლუბს. ეს მოხდა 2012/13 წლების ჯგუფურ ეტაპზე, როდესაც "ლურჯებმა" 1:2 წააგეს გასვლაზე "შახტართან" და შინ 3:2 იმარჯვეს. თუმცა, მოქმედი გამარჯვებული ჩარჩა ჯგუფში.

 

წინასამატჩო კომენტარები:

სერგეი რებროვი: "იმედი მაქვს, რომ "შახტართან" მარცხის შემდეგ, მოთამაშეები მენტალურად მოვიდნენ გონს. სამწუხაროდ, არ გვქონდა საკმარისი დრო სასაუბროდ, მაგრამ წინ მორიგი მნიშვნელოვანი მატჩია და არ ვიცი "ჩელსისთან" თამაშზე უკეთესი მიზეზი რა არის მოტივაციის ასამაღლებლად, თანაც კიევში, თანაც ჩემპიონთა ლიგაზე.

 

კარგად შევისწავლეთ მეტოქის თამაში, "ჩელსი" საკმაოდ მაღალი დონის გუნდია. თუმცა, აქვთ პრობლემები და ვეცდებით მათ გამოყენებას".

 

ჟოზე მოურინიო: "ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ჩემთვის – შედეგების შეცვლაა. უნდა მოვიგოთ მატჩები, როგორც პრემიერ ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. უნდა ავიღოთ ქულები კიევში, რათა გავიდეთ ფლეი–ოფში. ბევრი მატჩი წავაგეთ სეზონის სტარტზე, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გავაუმჯობესებთ თამაშს და შედეგებს. არ ვფიქრობთ სატურნირო ცხრილში ჩამორჩენაზე, მნიშვნელოვანი მხოლოდ მომდევნო მატჩია.

 

ვიხილე "შახტართან" თამაშის ვიდეო და აგრეთვე უშუალოდ სტადიონზე გავგზავნე ჩემი ასისტენტი. აგრეთვე გავაანალიზეთ "დინამოს" თამაშები "პორტოს" და "მაკაბის" წინააღმდეგ ანუ საჭირო ინფორმაცია გვაქვს. "დინამოს" ვერცერთ პრემიერ ლიგის კლუბს ვერ შევადარებ, რადგან კიეველებს განსხვავებული საფეხბურთო კულტურა აქვთ".

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 კრიშტიანო რონალდო რეალი  5
2 რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი 3 0
2 ანტუან გრიზმანი  ატლეტიკო 
3 თეო უოლკოტი არსენალი 
4 ჰაკან ჩალჰანოღლუ  ბაიერი 

https://fci.ge/uploads/posts/2015-10/1445314090_untitled.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi