FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ჩემპიონთა ლიგა: B ჯგუფის პრევიუ

21-10-2015
0 კომენტარი

ყველაზე დაბალანსებული B ჯგუფია, სადაც ყველა გუნდს სამი ქულა აქვს და ეს ტურები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით კი, "ვოლფსბურგისა" და "პსვ"–ს დაპირისპირება.

 

ცსკა Vs მანჩესტერ იუნაიტედი

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, III ტური

თარიღი: 22:45 საათი, 21 ოქტომბერი

სტადიონი: არენა ხიმკი, ხიმკი

მთავარი მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპ)

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

მოსკოვის "ცსკა" მიმდინარე სეზონში დიდებულად გამოიყურება და უკვე ათი ქულით გაასწრო "ზენიტს" რუსეთის პრემიერ ლიგაში. 12 ტურის შემდეგ, არმიელებს 32 ქულა აქვთ, რაც შესანიშნავი შედეგია და ბოლო ორი თამაში მოსკოვის "დინამოსა" და "ურაის" მოუგეს. სანაკრებო პაუზის შემდეგ, სწორედ "ურაი" მიიღო საკუთარ მოედანზე "ცსკა"–მ და საკმაოდ გაუჭირდა, მაგრამ მაინც მოიგო 3:2. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი, "ვოლფსბურგთან" ჩაგდებული თამაშის შემდეგ, რუსებმა საოცარი პირველი ტაიმი ჩაატარეს "პსვ"–ს წინააღმდეგ, გაიტანეს სამი უპასუხო ბურთი, მაგრამ ტაიმის მიწურულს დუმბიას გაფუჭებულმა პენალტმა დააბრუნა თამაშში ჰოლანდიური კლუბი. ეინდჰოვენელებმა მეორე ნახევარში ორი ბურთი გაქვითეს და ძალიან ანერვიულეს მასპინძლები. თუმცა, საბოლოოდ მაინც მოიგო "ცსკა"–მ საშინაო თამაში და მოიპოვა მნიშვნელოვანი სამი ქულა. ლეონიდ სლუცკი უბრალოდ უნიკალური ადამიანია, მან ჯერ რუსეთის ეროვნული ნაკრები გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე, ახლა კი ეცდება ღირსეულად იბრძოლოს "მანჩესტერ იუნაიტედთან". "ცსკა" საკმაოდ ორგანიზებული, კარგი გუნდია, მაგრამ აკლია ბალანსი, დაცვაში ბევრი ხარვეზია. შესაძლოა ეს თამაშიც გამოტოვოს ვასილი ბერეზუვსკიმ, მაგრამ მას ღვიძლი ძმა ალექსეი შეცვლის. ნატჰო ისევ ტრავმირებული.

 

ემირიათსზე განცდილი გამანადგურებელი წაგების შემდეგ, "წითელ ეშმაკებს" მოუხდათ სანაკრებო პაუზა და 3:0 მოუგეს გუდისონ პარკზე "ევერტონს". როგორც იქნა გატეხა ნავსი და თავისი პირველი გოლი გაიტანა პრემიერ ლიგის ამ სეზონში უეინ რუნიმ და იმედია ასეც გააგრძელებს. "მანჩესტერ იუნაიტედი" 19 ქულით მესამე ადგილზეა ცხრილში და მომავალ კვირას ელოდება სუპერდერბი "სიტისთან", საოცრად მნიშვნელოვანი თამაში. თუმცა, ლუი ვან გაალი და მისი "ეშმაკები" ახლა მხოლოდ დღევანდელ შეხვედრაზე ფიქრობენ. "პსვ"–სთან მარცხის გამო, მანჩესტერელებმა რეაბილიტაცია მოახდინეს საკუთარ მოედანზე "ვოლფსბურგთან" და რთული თამაში 2:1 მოიგეს ხუან მატას ბრწყინვალე თამაშით. ესპანელი ნახევარმცველი აგრძელებს საოცრად მოქმედებას, უმატებენ საყრდენი ნახევარმცველები და რუნიც იმედია შევა ფორმაში. ინგლისურ გრანდს მაკნეირი, შოუ, იანგი და უილსონი ვერ დაეხმარებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მემფის დეპაი აუცილებლად სასტარტოში იქნება და ვნახოთ რას იზამს ამჯერად. ამ ეტაპზე, "მანჩესტერ იუნაიტედი" საკმაოდ კარგად გამოიყურება და ერთი წაგების გამო არ ღირს ვან გაალის მუშაობის დაკნინება. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მოახერხა ბალანსის პოვნა, დაცვაში თამაშის გამოსწორება და პლიუს ამას დავიდ დე ხეაც დატოვა გუნდში. ვნახოთ რას იზამენ მანკუნიანელები, წინ ორი საოცრად მნიშვნელოვანი თამაშია.

 

მოსკოვში შესაძლოა არ შედგეს საოცრად სანახაობრივი მატჩი, რადგან "ცსკა" სავარაუდოდ მეორე ნომრად ითამაშებს, მაგრამ "მანჩესტერი" ფავორიტია და ვალდებულია გაიხსნას, ამიტომ მოსკოველებსაც ექნებათ სივრცეები.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ცსკა: აკინფეევი – მარიო ფერნანდესი, ვასილი ბერეზუვსკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი – ვერნბლუმი, ტოშიჩი, ერემენკო – ძაგოევი – მუსა, დუმბია.

 

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა – დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, როხო – კერიკი, შვაინშტაიგერი – მატა, რუნი, დეპაი – მარსიალი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ეს გუნდები პირველად 2009 წლის ოქტომბერში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, როდესაც მოსკოვში ანტონიო ვალენსიას ერთადერთი გოლით იმარჯვა "მანჩესტერ იუნაიტედმა" 1:0.
  • ოლდ ტრაფორდზე კი საოცარი მატჩი გაიმართა, სტუმრები 3:1 იგებდნენ და საბოლოოდ დაქაჩეს ინგლისელებმა – 3:3. ეს იყო მეორე მატჩი ლეონიდ სლუცკისვთივს "ცსკა"–ს მთავარი მწვრთნელის პოსტზე და საბოლოოდ, არმიელები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ "მანჩესტერის" შემდეგ.
  • ევროტურნირების ეგიდით, მოსკოვურ კლუბს 13 თამაში აქვს ჩატარებული, საიდანაც სამი მოიგო და ექვსჯერ დამარცხდა.
  • საკუთარ მოედანზე, არმიელების ასეთი სტატისტიკა აქვთ ინგლისელებთან: 2მ, 1ფ და 3წ.
  • შვიდი დაპირისპირებიდან რუსული კლუბების წინააღმდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ერთადერთხელ იმარჯვა.

 

წინასამატჩო კომენტარები:

ლეონიდ სლუცკი: "ბოლო თამაშში, "მანჩესტერმა" გარკვეული ცვლილებები განახორციელა შემადგენლობაში, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის პრობლემა ჩვენთვის. ვფიქრობ, ისინი იგივე შემადგენლობას დააყენებენ, რითიც "ევერტონი" დაამარცხეს. "იუნაიტედი" ტოპ–კლუბია და ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს ახლა.

 

ეს შინ–გასვლითი თამაშები ყოველთვის გადამწყვეტია. უნდა ვაფასოთ მეტოქე, კარგად აღვიქვათ, რომ გიგანტის წინააღმდეგ ვართ, მაგრამ შიში უნდა დავივიწყოთ და ვიფიქროთ პოზიტიურ შედეგზე".

 

ლუი ვან გაალი: "როგორც "პსვ"–სთან გასვლითი თამაშის წინ ვთქვი, ერთი ქულა კარგი იქნება. სამი ქულა უკეთესია, მაგრამ არც ფრეა ცუდი შედეგი გასვლაზე.

 

მანჩესტერში ვივარჯიშეთ გუშინ,რადგან გვინდოდა უკეთ მოვმზადებულიყავით მატჩისათვის. მოსკოვში საკმაოდ რთული კლიმატური პირობებია, ამიტომ სახლში უკეთ ვივარჯიშეთ. 

 

ჩემთვის, როგორც მთავარი მწვრთნელისთვის, მომდვნო მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია. არ ვფიქრობ "მანჩესტერ სიტიზე". მხოლოდ "ცსკა"–ა ჩემი საფიქრალი და კონცენტრირებული ვარ ამ შეხვედრაზე".

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ვოლფსბურგი Vs პსვ

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, III ტური

თარიღი: 22:45 საათი, 21 ოქტომბერი

სტადიონი: ვოლფსვაგენ არენა, ვოლფსბურგი

მთავარი მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპ)

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

"ვოლფსბურგმა" ახალი სეზონი მძიმედ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ "მგლებმა" დამსახურებულად დაამარცხეს შინ "ცსკა" 1:0 და ოლდ ტრაფორდზე ძალიან კარგად მოქმედებდნენ, ბუნდესლიგაში საკმაოდ უჭირთ. "ბაიერნთან" განადგურების შემდეგ, გერმანიის ვიცე–ჩემპიონმა მოულოდნელად დაკარგა ქულები შინ "ჰანოვერთან" და ამას მორიგი მარცხი მოჰყვა "მ.ბორუსიასთან". საბედნიეროდ, კარს იყო მომდგარი სანაკრებო პაუზი, "გმლებმა" დაისვენეს, დიტერ ჰეკინგმა კარგად იმუშავა და გასულ უქმეებზე მისმა გუნდმა 4:2 მოუგო საკუთარ მოედანზე "ჰოფენჰაიმს". ჰეთ–რიქი გაიფორმა მაქს კრუზემ, იულიან დრაქსლერმა კი სამი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ამ ორი მოთამაშის წარმატება კი ძალიან სასიხარულოა "ვოლფსბურგისთვის", რადგან ორივე ახალწვეული და საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა ამ ფორმაციის "ვოლფსბურგში". გარდა ამისა, მორიგი გოლი გაიტანა ბას დოსტმა და ჰოლანდიელი სტაბილურად იჩენს თავს ბოლო პერიოდში. ჰეკინგის გუნდი არასტაბილურია ეროვნულ ჩემპიონატში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სერიოზულ ძალას წარმოადგენს და ეცდება მოიპოვოს ფლეი–ოფის საგზური ჩემპიონთა ლიგაზე. "ვოლფსბურგს" უმნივნელოვანესი მატჩები ელოდება ჰოლანდიურ "პსვ"–სთან, შესაძლოა გადამწყვეტიც კი. გერმანული კლუბის ერთადერთი დანაკლისი რობინ კნოხეა. ეს თამაში შესაძლოა გარდამტეხიც გამოდგეს "მგლებისათვის", რადგან ფსიქოლოგიურად საკმაოდ დიდი პლიუსი იქნება მეორე საშინაო გამარჯვება ჯგუფურ ეტაპზე.

 

"პსვ"–მ ძალიან უცნაური მატჩი ჩაატარა ხიმკიში, წააგო პირველი ტაიმი პირნათლად 0:3, მაგრამ ფილიპ კოკუმ შესვენებაზე კარგად იმუშავა, დამუხტა ბიჭები და მათ მეორე ნახევარი 2:0 მოიგეს. "პსვ" ახლოს იყო ანგარიშის გათანაბრებასთანაც, მაგრამ ბოლოსკენ არიასი გააძევეს და ათი კაცით ვეღარ შეაგდეს ეინდჰოველებმა. ამას კი მოჰყვა სუპერმატჩი ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ და დედაქალაქში 2:1 იმარჯვა "პსვ"–მ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მაგრამ წინა ტურში კოკუს კოლექტივმა მოულოდნელად დაკარგა ქულები საკუთარ მოედანზე "ექსელსიორთან". ახლა, "პსვ" ოთხი ქულით ჩამორჩება ჰოლანდიის ჩემპიონატის ლიდერებს და ყველაფერი წინ არის. ეინდჰოვენელებს სერიოზული ბრძოლა ელოდებათ, მაგრამ არც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი უნდა დაივიწყონ. სამწუხაროდ, გუნდს ვილემსი, კოხი და ჟოზეფზუნი ვერ დაეხმარებიან. გარდა ამისა, საეჭვოა ლესტინის თამაში, მას ბარძაყი აწუხებს და სავარაუდოდ ფერეირო შეცვლის.

 

გერმანიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი დაპირისპირება გაიმართება. "ვოლფსბურგი" შესაძლოა მცირე ფავორიტი იყოს, მაგრამ "პსვ" საკმაოც ძლიერი, საინტერესო გუნდია და არაფეს დათმობს. წინ სუპერმატჩი გველოდება.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ვოლფსბურგი: ბენალიო – ტრეში, ნალდო, დანტე, რ.როდრიგესი – გუსტავო, გილავოგი – კალიჯური, კრუზე, დრაქსლერი – დოსტი.

 

პსვ: ზუი – ბრენეტი, ექტორ მორენო, ბრუმა, პოულსენი – გუადრადო, ენდრიქსი, პრიოპერი – ფერეირო, ლუკ დე იონგი, ნარსინი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "პსვ ეინდჰოვენს" ბოლო 40 წლის განმავლობაში, 14 გასვლითი თამაში არ მოუგია გერმანული კლუბის წინააღმდეგ. ეს კატასტროფული სერია 1977 წლიდან მოდის.
  • "ვოლფსბურგმა" ოთხიდან არცერთი მატჩი არ წააგო ჰოლანდიურ კლუბებთან და საკუთარ მოედანზე ორივეჯერ იმარჯვა.
  • ბოლო ათი გასვლითი თამაშიდან ჩემპიონთა ლიგაზე, "პსვ"–მ რვა წააგო და ორი ფრედ დაასრულა.
  • ფილიპ კოკუს გუნდმა ამ სეზონში ორი მატჩი წააგო ყველა ტურნირზე და ორივე სტუმრად.

 

წინასამატჩო კომენტარები:

დიტერ ჰეკინგი: "არანერი მნიშვნელობა არ აქვს ანგარიშს, ეს ჯგუფში არ დაგვეხმარება. რათქმაუნდა, გამარჯვების შემთხვევაში "პსვ"–ს ვაჯობებთ სატურნირო ცხრილში, მაგრამ მხოლოდ ამის გამო არ გვინდა მოგება.

 

"პსვ" საკმაოდ კარგად დაბალანსებული გუნდია. რომც მოვიგოთ, ჯერ არაფერი იქნება გადაწყვეტილი, რადგან კიდევ სამი მატჩია დარჩენილი. სწორედ ასე ვთამაშობთ, თამაშიდან–თამაშამდე. მოგების შანსები გვექნება, მაგრამ რომც წავაგოთ, მაინც ვიბრძოლებთ ფლეი–ოფში გასასვლელად".

 

ფილიპ კოკუ: "ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და სამშობლოში სამი ქულით დავბრუნდეთ. არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს. საკუთარი შეცდომები უნდა აღმოვფქვრათ და ვიყოთ ეფექტურები.

 

ჩვენმა თამაშმა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ყველას დაანახა, რომ შეგვიძლია ამ ტურნირზე დარჩენა და ღირსეულად ბრძოლა. ეს ორი თამაში "ვოლფსბურგთან", გადაწყვეტს თუ ვინ გავა მერვედფინალში".

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 კრიშტიანო რონალდო რეალი  5
2 ჰალკი ზენიტი 3 0
3 ვინსენტ აბუბაქარი პორტო 3 0
4 რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი 3 0
5 ხავიერ ერნანდესი ბაიერი 

https://fci.ge/uploads/posts/2015-10/1445412384_untitled.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi