FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ჩემპიონთა ლიგა: C ჯგუფის პრევიუ

21-10-2015
0 კომენტარი

ლისაბონის "ბენფიკას" ვისენტე კალდერონზე მოგების შემდეგ ცოტათი დაიძაბა სიტუაცია ჯგუფში, მაგრამ "ატლეტიკო" და პორტუგალიური კლუბი აშკარა ფავორიტებად ჩანან. შესაძლოა მათ ამ ტურებში გაინაღდონ ფლეი–ოფში თამაში, მაგრამ "გალათასარაი" მაინც არ დავივიწყოთ, "ასტანა" კი ეცდება ღირსეული ასპარეზობა გააგრძელოს.

 

ატლეტიკო Vs ასტანა

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, III ტური

თარიღი: 22:45 საათი, 21 ოქტომბერი

სტადიონი: ვისენტე კალდერონი, მადრიდი

მთავარი მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბლრ)

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

მადრიდის "ატლეტიკომ" მოულოდნელად წააგო საკუთარ მოედანზე "ბენფიკასთან" 1:2, რასაც მოჰყვა მადრიდული დერბი ეროვნულ ჩემპიოანატში, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. სანაკრებო პაუზის შემდეგ, "როხიბლანკომ" 2:0 დაამარცხა გასვლაზე "სოსიედადი" და ახლა ეცდება, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამოასწოროს სიტუაცია. ლისაბონელებთან მარცხის შემდეგ, დიეგო პაბლო სიმეონეს გუნდს იდეალური მეტოქე ჰყავს რეაბილიტაციისთვის. ეროვნულ ჩემპიონატში ჯერ ყველაფერი წინ არის, ევროარენაზე კი "ატლეტიკოს" აუცილებლად ექვსი ქულა სჭირდება უახლოეს ორ შეხვედრაში ყაზახეთის ჩემპიონთან. მადრიდელთა ერთადერთი დანაკლისი არგენტინელი ფორვარდი ლუსიანო ვიეტოა, რომელსაც ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაუკეთეს და ჯერ არ არის მზად სათამაშოდ. გამომდინარე იქიდან, რომ სიმეონეს საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს, რთულია წინასწარ გამოიცნო სასტარტო თერთმეტეული. სავარაუდოდ, გარკვეულ როტაციას მიმართავს ჩოლო, რადგან წინ საკმაოდ რთული თამაშია "ვალენსიასთან". შესაძლოა მიეცეთ შანსი სავიჩს, სიკეირას, კარასკოსა და ჯექსონ მარტინესს.

 

"ასტანამ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია და ლისაბონში ღირსეული მარცხის შემდეგ, პირველი გოლები გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე, პირველი ქულა მოიპოვა ევროპის ნომერ პირველ საკლუბო ტურნირზე. ყაზახეთს "გალათასარაი" ესტუმრა, რომელიც ორჯერ გავიდა წინ და მასპინძებმა ორჯერვე უპასუხეს – 2:2. ეს ისტორიული საღამო იყო სრულიად ყაზახური ფეხბურთისთვის და ამ ლამაზი ქვეყნის დედაქალაქისათვის, რომელმაც პირველად უმასპინძლა ჩემპიონთა ლიგას. სტანიმირ სტოილოვის ბიჭებმა კარგად გაიგეს თუ რას ნიშნავს მოისმინო ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი და უდიდეს მონდომებას ამჟღავნებენ. გარდა ამისა, ბოლო ტურებში მოუმატებს ეროვნულ ჩემპიონატში, მოიგეს ბოლო ორი თამაში და ხუთ ქულამდე შეამცირეს სხვაობა ლიდერ "კაირატთან", მაგრამ "ასტანას" თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ყაზახეთის პრემიერ ლიგა კულმინაციას უახლოვდება და 25 ოქტომბერს "ასტანას" გასვლითი შეხვედრა აქვს "კაირატთან". ეს იქნება ალბათ საჩემპიონო მატჩი და ვნახოთ როგორი განწყობით იქნებიან სტოილოვის შეგირდები. ტრავმირებულთა სია დიდია: ანიჩიჩი, შომკო, კანიასი, მაქსიმოვიჩი, ძოლჩიევი, ნუსერბაიევი და წუმასი. ასე, რომ "ასტანა" სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება "ატლეტიკოსთან" გასვლით მატჩს.

 

დიეგო სიმეონეს გუნდი აშკარა ფავორიტია და "ბენფიკასთან" მარცხის შემდეგ, უბრალოდ არ აქვს იმის უფლება, რომ ეს თამაში ვერ მოიგეს დამაჯერებლად. "ასტანა" კი დატკბება ვისენტე კალდერონის უნიკალური ატმოსფეროთი და ეს ნამდვილი დღესასწაული იქნება თითოეული მოთამაშისათვის.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ატლეტიკო: ობლაკი – ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, სიკეირა – კარასკო, კოკე, ოლივერ ტორესი, საულ ნიგუესი – გრიზმანი, ჯექსონ მარტინესი.

 

ასტანა: ერიჩი – ბეისებეკოვი, ილიჩი, პოსტნიკოვი, ახმეტოვი – პივალკინი, დედეჩკო, ჟუკოვი, მუჟიკოვი, კეტევომა – კაბანანგა.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • მადრიდის "ატლეტიკო" პირველად უპირისპირდება ყაზახურ კლუბს ისტორიაში.
  • "ასტანა" ერთადერთხელ დაუპირისპირდა ესპანურ კლუბს. ეს მოხდა გასულ სეზონში, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, როდესაც "ვილიარეალმა" 3:0 და 4:0 მოიგო.
  • ფერნანდო ტორესს 99 გოლი აქვს გატანილი "როხიბლანკოს" მაისურით და დღეს შესაძლოა ისტორია დაიწეროს.

 

წინასამატჩო კომენტარები:

დიეგო სიმეონე: ""ასტანა" არის შრომისმოყვარე და კარგი გუნდი, რომელსაც უყვარს ბურთი. ჩვენ კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რაც თავად უნდა გავაკეთოთ. კარგად უნდა ვიმოქმედოთ და მოვიგოთ. ყოველთვის საუკეთესო გეგმას ვირჩევთ.

 

კარასკო ყოველდღიურად უმჯობესდება და ნელ–ნელა ეგუება პარტნიორებს. საკმაოდ ბევრს მუშაობს და ცდილობს ისწავლოს საუკეთესოებისგან. კრიტიკა კი გეხმარება გაზრდაში და ჩამოყალიბებაში.

 

არ მინდა, რომ "ატლეტიკომ" შეწყვიტოს ზრდა. "ატლეტიკო" ევროპის ერთ–ერთი უძლიერესი გუნდია და ამას უნდა შევეგუოთ, რეალობა ასეთია. "ასტანა" კარგი იყო "ბენფიკასთან" პირველი ნახევარი და "გალასთან" მთელი თამაში. მათ გამაოცეს საკუთარი ამბიციებით".

 

სტანიმირ სტოილოვი: "კარგად ვგრძნობთ თავს და ვემზადებოდით ამ მატჩისათვის. გვიხარია, რომ კონკურენტუნარიანი და მაღალი დონის მეტოქე გვყავს "ატლეტიკოს" სახით. ვეცდებით საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ თავი და მივაღწიოთ მიზნებს. ეს არის შესაძლებლობა, გამოვცადოდ თავი უმაღლესი კლასის გუნდის წინააღმდეგ. გვინდა დავამტკიცოთ, რომ ამ ეტაპზე იღბალს არ მოუყვანივართ. 

 

ვფიქრობ, რომ "ატლეტიკო" მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, რადგან ძალიან გუნდურად თამაშობენ".

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

გალათასარაი Vs ბენფიკა

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, III ტური

თარიღი: 22:45 საათი, 21 ოქტომბერი

სტადიონი: ალი სამი იენ სპორი, სტამბოლი

მთავარი მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტ)

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

"ატლეტიკოსთან" საშინაო მარცხის შემდეგ, "გალათასარაიმ" საოცრად რთული ბრძოლა გადაიტანა ყაზახეთში და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იგებდა, მაინც ვერ მოიპოვა სამი ქულა. ბოლო ორი თამაში კი სტამბოლელებმა დამაჯერებლად მოიგეს ეროვნულ ჩემპიონატში, გაიტანეს ექვსი გოლი და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ "ბეშიქთაშს". ახლა, თურქული ფეხბურთი მწვერვალზეა, რადგან თურქეთის ნაკრებმა მოიპოვა მოიპოვა პირდაპირი საგზური ევროპის ჩემპიონატზე და ეს უდიდესი მიღწევაა. მთავარი შემოქემდი კი "გალასთვის" კარგად ნაცნობი, ლეგენდარული თურქი – ფათიჰ თერიმია. იმედია ეს კარგი განწყობა გადაედება კლუბსაც და ეცდებიან გამოიყენონ საკუთარი უკვე ბოლო შანსი. თუ ჰამზა ჰამზაოუღლუს გუნდი დღეს ვერ მოიგებს, ალბათ მოუწევს ბრძოლა "ასტანასთან" მესამე პოზიციისთვის. თურქებს ჰამიტ ალტინტოფი დააკლდებათ, აგრეთვე საეჭვო დინაიერისა და ბურაკ ილმაზის თამაში. ვნახოთ საბოლოოდ როგორ არჩევანს გააკეთებს ჰამზაოღლუ. "გალათასარაის" უნდა დაეხმარნონ არანორმალური ქომაგები, ორი ტურის შემდეგ ერთი ქულა ცოტაა და ვნახოთ რას იზამენ იდეალურ განწყობაზე მყოფ თურქები.

 

"პორტოსთან" მნიშვნელოვანი მარცხის შემდეგ, ლისაბონური კლუბის ქომაგები გამოაფხიზლა ვისენტე კალდერონზე მოპოვებულმა ბრწყინვალე გამარჯვებამ – 2:1. ნიკოლას გაიტანის იდეალური თამაშის წყალობით, "ბენფიკამ" იდეალური ქამბექი შეასრულა მადრიდში და ჯგუფის ლიდერია ექვსი ქულით. არგენტინელი გამთამაშებელი დიდებულ ფორმაშია, მისი სახით პორტუგალიელებს ნამდვილი ლიდერი ჰყავთ. ეროვნულ ჩემპიონატში საქმეები ნორმალურად მიდის, მაგრამ იქ ჯერ ყველაფერი წინაა. ახლა, რუი ვიტორიას მთავარი მიზანია შეუნარჩუნოს გუნდს ეს მუხტი და ენერგია. "არწივები" მართლაც დაფრინავენ შეტევაში და საინტერესო გუნდი ჰყავთ. "ბენფიკას" მხოლოდ ნუნუ სანტოსი და სემედო დააკლდება, რაც განსაკუთრებული დანაკლისი სულაც არ არის. პირველ ორ თამაშში, "ბენფიკა" საკმაოდ კარგი იყო, ღირსეული, ორგანიზებული და ეფექტური. ვნახოთ ამჯერად რა გამოვა, შესაძლოა "არწივებმა" მალევე მოამთავრონ ყველაფერი.

 

რეალურად ფავორიტი პორტუგალიური კლუბია, მაგრამ თურქეთში, მითუმეთეს "გალას" სტადიონზე თამაში ძალიან რთულია და ვნახოთ როგორ გაუძლებენ "ბენფიკას" მოთამაშეები ატმოსფეროს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

გალათასარაი: მუსლერა – სანიოღლუ, ჩედჟუ, ბალთა, კაროლი – ინანი, კისა – იოზტეკინი, სნეიდერი, პოდოლსკი – ბულუთი.

 

ბენფიკა: ჟულიო სეზარი – სილვიო, ლუიზაო, ჟარდელი, ელიზეუ – გუედესი, ანდრე ალმეიდა, სამარისი, გაიტანი – ჟონასი, რაულ ხიმენესი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ეს გუნდები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ 2008 წლის უეფას თასზე, როდესაც "გალათასარაიმ" 2:0 მოიგო სტუმრად ჯგუფურ ეტაპზე.
  • "გალას" ერთადერთი დაპირისპირება თურქულ კლუბთან ჩემპიონთა ლიგაზე, 2012/13 წლების სეზონში შედგა. სტამბოლელებმა 0:2 წააგეს შინ "ბრაგასთან" და სტუმრად იმარჯვეს 2:1.
  • "გალათასარაის" ბოლო ათი თამაში არ მოუგია ევროარენაზე, მაგრამ ბოლო 22 საშინაო თამაშიდან მხოლოდ ექვსი წააგო.
  • "ბენფიკას" თურქული კლუბების წინააღმდეგ ასეთი სტატისტიკა აქვს: 4მ, 2ფ და 3წ.
  • თუმცა, თურქეთში არასოდეს მოუგია: ორი ფრე და ორი მარცხი.
  • ჟარდელი და ანდრეას სამარისი არიან დისკვალიფიკაციის საფრთხის ქვეშ.

 

წინასამატჩო კომენტარები:

ჰამზა ჰამზაოღლუ: "მჯერა, რომ ჩვენს წარმატებულ სერიას სუპერ ლიგიდან ჩემპიონთა ლიგაზე გადავიტანთ, ფავორიტები ვართ. ბევრი ფიქრობს, რომ მესამე ადგილზე გასვლა და ევროპის ლიგაზე ასპარეზობა საუკეთესოა "გალათასარაისთვის", მაგრამ ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა.

 

უკვე ვიცი ძირითადი შემადგენლობა, ეს თერთმეტეული მუდამ თავში მიტრიალებს. უმუთ ბულუთი ყოველთვის კარგი იყო. გოლების თვალსაზრისით, ცოტათი არ უმართლებს".

 

რუი ვიტორია: "საკმაოდ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ. ვაფასებთ "გალათასარაის", მაგრამ ვაპირებთ სამი ქულის წაღებას შინ. ხალხი, რომელიც იცნობს ჩემს ფილოსოფიას, იციან, რომ არ მიყვარს ბევრი ცვლილება შემადგენლობაში. არ ვაპირებ ხშირად ვცვალო თერთმეტეული, მაგრამ ყოველი თამაში განსხვავებულ სტარტეგიას ეყრდნობა".

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 კრიშტიანო რონალდო რეალი  5
2 ჰალკი ზენიტი 3 0
3 ვინსენტ აბუბაქარი პორტო 3 0
4 რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი 3 0
5 ხავიერ ერნანდესი ბაიერი 

https://fci.ge/uploads/posts/2015-10/1445412777_untitled.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi