FCI.ge
FCI.ge
დე ბრუინი: სევილიაშიც სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ |
ეტიჰადზე გამართული თამაშის მთავარი გმირი კევინ დე ბრუინი ძალიან მოხარულია საკუთარი გუნდის წარმატებით.
"მანჩესტერ სიტიმ" მორიგი მძიმე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ამჯერად "სევილიას" შეუსრულა ქამბექი საკუთარ მოედანზე. გამარჯვების მომტანი გოლი კი ბელგიელმა შემტევმა შეაგდო ბოლო წუთებზე ულამაზესი დარტყმით.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში, მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება და გადამწყვეტი გოლის გატანა. გვყავს გუნდი, რომელმაც უნდა შეუტიოს და სევილიაშიც სამი ქულას აღებას ვეცდებით", – განაცხადა კევინმა.
სამი ტურის შემდეგ, "ქალაქელები" ჯგუფში მეორე ადგილზე არიან ექვსი ქულით, პირველი "იუვენტუსია" შვიდით, მესამე "სევილია" სამით და ბოლო "მ.ბორუსია" ერთით.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.