FCI.ge
FCI.ge
დრაქსლერი: დავიმსახურეთ გამარჯვება |
"ვოლფსბურგის" შემტევი ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა დამსახურებულად დაამარცხა შინ "პსვ ეინდჰოვენი" – 2:0.
"მგლებმა" ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩაატარეს, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. თუმცა, მეორე ნახევრის დებიუტში, ჯერ ბას დოსტმა, შემდეგ კი მაქს კრუზემ გამოიჩინეს თავები.
"გარკვეული პრობლემები გვქონდა პირველ ტაიმში, მაგრამ მომენტები შევქმენით. მჯერა, რომ უკეთესი გუნდი ვიყავით და დავიმსახურეთ გამარჯვება.
საპასუხო მატჩი ეინდჰონვეში ასევე მნიშვნელოვანი და რთული იქნება. რათქმაუნდა, ისინი საკუთარ მოედანზე, საკუთარი ქომაგების გვერდით უფრო ძლიერები არიან", – განაცხადა გერმანელმა.
"ვოლფსბურგი" ჯგუფის ლიდერი გახდა ექვსი ქულით, რადგან ხიმკიზე "ცსკა"–მ და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ფრედ 1:1 ითამაშეს, მათ ოთხ–ოთხი ქულა აქვთ, "პსვ"–ს კი – სამი.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.