FCI.ge
FCI.ge
რამოსი: მოხარულნი ვართ მოპოვებული ქულით |
მადრიდის "რეალის" კაპიტანი და ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი კმაყოფილია პარიზში მოპოვებული ერთი ქულით.
პარკ დე ფრენსზე, ყველასათვის მოულოდნელად, "პსჟ"–მ და "ბლანკოსმა" უგოლო ფრე გააგორეს, უპირატესობა ჰქონდა ესპანურ გრანდს, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა.
"შესაძლოა გარკვეული ხიფათი გვაკლდა შეტევაში, მაგრამ მოხარულნი ვართ საკმაოდ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გასვლაზე მოპოვებული ქულით. აშკარა, რომ ახლა არ ვართ ფორმაში, რადგან გუნდს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვერ ეხმარება.
ვიცოდით თუ როგორ უნდა გაგვეკონტროლებინა თამაში და ასეც მოვიქეცით. კარგი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ ამ შეხვედრისგან", – განაცხადა რამოსმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.