FCI.ge
FCI.ge
დი მარია: მოგების ბევრი შანსი გვქონდა |
"პარისენ–ჟერმენის" შემტევმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ შეაფასა დღევანდელი უგოლო თამაში პარიზში.
მისმა გუნდმა მადრიდის "რეალი" მიიღო და დიდებული სანახაობის ნაცვლად მივიღეთ ორთაბრძოლებით დახუნძლული, ხისტი და მოსაწყენი თამაში.
"ამ თამაშის მოსაგებად ბევრი შანსი გვქონდა. მადრიდის "რეალი" ევროპის საუკეთესო ოთხ გუნდში შედის და ასეთი კარგი ასპარეზობა მის წინააღმდეგ კარგია. მნიშვნელოვანია ერთი ქულის აღება.
ეს იყო განსაკუთღებული თამაში ჩემთვის, რადგან მხოლოდ ერთი წელია რაც "რეალი" დავტოვე. ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ნახვა გამიხარდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იდეალურად არ წარიმართა მინდორზე ჩემთვის", – განაცხადა არგენტინელმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.