FCI.ge
FCI.ge
სიმეონე: ჯექსონი გადამწყვეტი ფიგურა იყო |
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ შეაფასა საკუთარი გუნდის მარტივი გამარჯვება "ასტანასთან".
ვისენტე კალდერონზე, "როხიბლანკომ" მალევე მოაგვარა ყველაფერი და საბოლოო ჯამში 4:0 გაანადგურა ყაზახური კლუბი. გოლები საულ ნიგესის, ჯექსონ მარტინესის, ოლივერ ტორესის ანგარიშზეა, ბოლოს კი სტუმრებმა შეაგდეს ავტოგოლი.
"მოხარული ვარ გამარჯვებით, რადგან კიდევ ერთხელ გავლიდერდით ამ საკმაოდ რთულ და კარგად დაკომპლექტებულ ჯგუფში.
ვფიქრობ, რომ გუნდი იზრდება როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური თვალსაზრისით. ჯექსონი გადამწყვეტი მოთამაშე იყო ჩვენთვის, ის ფორვარდია და ნებისმიერ შემთხვევაში ეხმარება გატანილი გოლი", – განაცხადა ჩოლო სიმეონემ.
"ატლეტიკომ" წინა თამაში შინ 1:2 წააგო "ბენფიკასთან", ახლა კი ეცდება გამოასწოროს სიტუაცია, რისკენაც პირველი ნაბიჯი გადაიდგა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.