FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ბლანი: უკმაყოფილო ვარ თამაშით, მაგრამ ფრე სამართლიანი შედეგია

22-10-2015
0 კომენტარი

"პარისენ–ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა, შეაფასა გუშინდელი უგოლო ფრე პარკ დე ფრენსზე მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ.

 

"არ ვარ კმაყოფილი საკუთარი გამოსვლით, უბრალოდ იმიტომ, რომ ვერ მივიღეთ შედეგი, რომელიც გვინდოდა. პირველი ტაიმი უფრო იმედგამაცრუებელი იყო, რადგან ყველაფერი უკნიდან გავაკეთეთ, ხშირად ვკარგავდით ბურთს ნახევარდაცვაში და არ ვგავდით საკუთარ თავს. გარდა ამისა, გვაკლდა აგრესია მეტოქის შესაწუხებლად. ვცადეთ ამ პრობლემების გამოსწორება შესვენებისას და მეორე ტაიმი უკეთესი გამოვიდა.

 

ფრე სამართლიანი შედეგია. ჩვენ არ ვდონიმირებდით "რეალთან", მაგრამ არც ისინი დომინირებდნენ. ვფიქრობ, შეგვიძლია იმის თქმა, რომ ვიბრძოლეთ მათ წინააღმდეგ. შესაძლოა ბევრი ელოდა "პსჟ"–ს დიდ გამარჯვებას და ნიშნის მიცემას მთელი ევროპისთვის, მაგრამ ასეთ გუნდებთან არ არის მარტივი მოგება. 

 

თუ გინდა, რომ ევროპის ერთ–ერთ უძლიერეს გუნდს ღირსეულად შეებრძოლო, უნდა იყო უმაღლეს დონეზე. თითოეული მოთამაშე მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს. ჩვენი მიზანი არის ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ "პსჟ"–ს პროექტი მხოლოდ ოთხი წლის არის", – განაცხადა ბლანმა.

https://fci.ge/uploads/posts/2015-10/1445491771_2295922_w2.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi