FCI.ge
FCI.ge
სლუცკი: ჯგუფიდან გასვლის შანსები კიდევ გვაქვს |
მოსკოვის "ცსკა"–ს მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, შეაფასა საკუთარი გუნდის თამაში "მანჩესტერ იუნაიტედთან".
ხიმკი არენაზე, "წითელმა ეშმაკებმა" ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარეს და 0:1 წაააგეს. თუმცა, მეორე ნახევარი უკეთესი გამოვიდა და საბოლოოდ 1:1, მანკუნიანელები საკუთარ კედლებში ეცდებიან გადამწყვეტი სამი ქულის გაფორმებას.
"ძალიან კარგი კლასი ვაჩვენეთ პირველ ტაიმში. ყველაფერი კარგად მიდიოდა და შეტევაში საკმაოდ საინტერესოდ ვმოქმედებდით. თუმცა, შესვენების შემდეგ, არასაკმარისად კარგები ვიყავით კონტრშეტევების დროს.
შეცდომები რათქმაუნდა იყო. ამჟამინდელი მდგომარეობით, როდესაც ძაგოევი და ერემენკო ნახევრად–ტრავმირებულნი არიან, ბიბრას ნათჰო ვერ გვეხმარება, ცენტრში ბურთის დამჭერა მოთამაშე არ გვყავს.
დაცვაზე მოგვიწია აქცენტის გაკეთება და ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მსგავსი ტაქტიკა ყოველთვის როდი ამართლებს. მეორე ტაიმში ვერ გავაგრძელეთ კარგი ფეხბურთის ჩვენება, რის გამოც დავისაჯეთ.
გამარჯვება ძალიან დიდ რწმენას მოგვცემდა, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის შანსები ჯერ კიდევ გვაქვს", – განაცხადა რუსმა სპეციალისტმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.