FCI.ge
FCI.ge
ლუი ვან გაალი: უნდა მოგვეგო |
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი მიიჩნევს, რომ მის გუნდს მოსაგები ჰქონდა მოსკოვში.
ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ, მანკუნიანელებმა ენტონი მარსიალის მშვენიერი თავურით აღადგინეს წონასწორობა და დარჩენილი წუთები შეტევაში გაატარეს, ჰქონდათ მომენტები, მაგრამ საბოლოოდ მაინც ფრე – 1:1.
"მარსიალმა პირველად "გამოიმუშავა" პენალტი ჩვენს საჯარიმოში და როგორც წესი ყოველთვის ხდება ხოლმე რაღაც პირველად. არ გაგვიმართლა ამ ეპიზოდში, რადგან თამაშს ვაკონტროლებდით.
ვფიქრობ, რომ საკმარისად სწრაფად არ ვმოქმედებდით პირველ ნახევარში. ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ ძალიან ნელა ვმოძრაობდით მინდორზე. მეორე ტაიმში გავაუმჯობესეთ საკუთარი თამაში და ფანტასტიკური გოლი შევაგდეთ. უნდა მოგვეგო, მაგრამ ეს ფეხბურთია.
მეორე ნახევარში უმაღლესი ტემპით ვითამაშეთ. ძალიან კარგად ვანაწილებდით ბურთს, ზუსტად და სწრაფად, რის გამოც გავიტანეთ გოლი, შევქმენით მომენტები და მეტოქე დავტოვეთ უშანსოდ", – განაცხადა ლუიმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.