FCI.ge
FCI.ge
შუბერტი: ბორუსიამ ისტორია დაწერა |
მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი ანდრე შუბერტი ძალიან კმაყოფილია საკუთარი გუნდის გუშინდელი ასპარეზობით ტურინში.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, "მ.ბორუსიამ" თავისი პირველი ქულები მოიპოვა ამ ტურნირზე და ფრედ 0:0 ითამაშა სტუმრად "იუვენტუსთან".
"შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ დაცვის თამაშით. სტარტიდან მოყოლებული გარკვეული დრო დაგვჭირდა თამაშში შესასვლელად. მეორე ნახევარში, მეტოქეს არც ისე ბევრი შანსი ჰქონდა. თუმცა, ბურთს საკმაოდ ხშირად ვკარგავდით.
"ბორუსიამ" ისტორია დაწერა ამ საღამოს და არანორმალურად ამაყი ვართ აქ ქულის აღებით. გვჭირდებოდა დაცვიდან თამაში და ბურთის კარგად დაჭერა შეტევების დროს, ამიტომ მოხარულნი ვართ კარგი ასპარეზობით. თანაც, გაიხსენეთ თუ რა მდგომარეობაში იყო გუნდი ერთი თვის წინ.
ბოლო თამაშამდეც, რომ ნული ქულით მივსულიყავით, მაინც იგივე შემართება გვექნებოდა. ჩვენი ფილოსოფია არის მთავარი და არა სატურნირო პოზიცია. ჩვენი შემდეგი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე იქნება ჩვეულებრივი – გავალთ მინდორზე და ვეცდებით მოგებას", – განაცხადა შუბერტმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.