FCI.ge
FCI.ge
ალეგრი: გაბრაზებული ვარ |
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ისაუბრა გუშინდელ შეხვედრაზე, რომელიც უგოლოდ დასრულდა იუვენტუს არენაზე.
"უფრო მეტი შანსი გვქონდა ამ საღამოს, შესაძლოა უბრალოდ კარგი, მაგრამ მაინც გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. რიგ ეპიზოდებში მოთამაშეებმა ეგოიზმი გამოავლინეს, ზოგჯერ კი უბრალოდ შეცდნენ, ასეთები ხდება.
ნამდვილად გაბრაზებული ვარ, რადგან ბოლო 30 მეტრზე უკეთ უნდა გვემოქმედა. იგივე შეცდომები გავიმეორეთ, რაც დავუშით "ინტერის" წინააღმდეგ სერია ა–ში. უნდა მოვუმატოთ, უფრო კარგად, გუნდურად და სწრაფად შევუტიოთ, ჩემს ბიჭებს ავიწყდებოდათ პასის გაკეთება ხშირად.
ახლა კი ვნახოთ პოზიტიური რაღაცეები. პოზიტიურია ის ფაქტი, რომ კარი მშრალად შევინახეთ და ეს უკვე ზედიზედ მეორედ მოხდა. არ გვქონია ბევრი რეალური შანსი, მაგრამ ახლოს ვიყავით მუდამ მეტოქის საჯარიმოსთან. გაბრაზებული ვარ სწორედ იმიტომ, რომ მსგავს სიტუაციებში ვერ ვიპოვეთ გამოსავალი", – განაცხადა მაქსი ალეგრიმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.