FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პელეგრინი: სწორედ ამიტომ ვიყიდეთ დე ბრუინი

22-10-2015
1 კომენტარი

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ შეაქო ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც დიდებული გოლით მოუტანა გამარჯვება "ცისფრებს" გუშინდელ შეხვედრაში.

 

ეტიჰადზე, "სევილიამ" ღირსეულად იბრძოლა და მეორე ტაიმში არაფერი დათმო, მაგრამ ბოლო წუთზე დე ბრუინმა შესანიშნავად გაისროლა და 2:1, "სიტიმ" სამი ქულა აიღო.

 

"სწორედ ამიტომ ვიყიდეთ დე ბრუინი. ის არის საოცრად კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია დიდებული გოლების გატანა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. ძალიან თანაბარი თამაში იყო და ძალიან გაგვიჭირდა მომენტების შექმნა.

 

შეხვედრის მეორე ნახევარში რეალური შანსები ფაქტიურად არ გვქონია, მაგრამ ვაგრძელებდით მათ ძიებას. ბოლო ათი წუთის განმავლობაში უკეთესები ვიყავით და საბოლოოდ გოლიც მოვიდა.

 

ბოლო ორი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო წუთებზე მოვიგეთ, თანაც ქამბექის საშუალები. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდებული ხასიათი და კონცენტრაცია გამოვავლინეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპაში. უნდა გავაგრძელოთ თამაშების მოგება", – განაცხადა პელეგრინიმ.

https://fci.ge/uploads/posts/2015-10/1445494036_2297107_w2.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi