FCI.ge
FCI.ge
ემერი: სევილიამ ფასეული გაკვეთილი მიიღო |
"სევილიას" მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი კმაყოფილია საკუთარი გუნდის თამაშით ეტიჰადზე, რომელიც ესპანელებმა ბოლო წუთებზე წააგეს "მან.სიტისთან" – 1:2.
"ეს მატჩი შესაძლოა დავინახოთ ორი განსხვავებული მხრიდან. პოზიტიური მომენტებიდან – გუნდური თამაშის პროგრესი, მაგრამ ნეგატიური შედეგი გულდასაწყვეტია. აუცილებლად უნდა ვიმუშავოთ საკუთარი თამაშის გარკვეულ ასპექტებზე, მაგრამ არც ის უნდა დაგვივიწყდეს თუ რა გამოგვივიდა.
იმედი გვქონდა, რომ აქ კარგ შედეგს დავდებდით და ახლოსაც ვიყავით მიზანთან. სულ ცოტა დაგვაკლდა, მაგრამ სამუშაო მაინც არის. დავუშვით შეცდომა, რასაც "სიტის" კონტრშეტევა და გოლი მოჰყვა. მთელი მატჩის განმავლობაში ბოლომდე ვიბრძოდით, მაგრამ არაუშავს, ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე.
ჩემი აზრით, გარდა წარმატებული ასპარეზობისა, "სევილიამ" ძალიან კარგი გამოცდილება, ფასეული გაკვეთილი მიიღო.
მომდევნო მატჩს საკუთარ მოედანზე ვატარებთ, სადაც როგორც წესი მაღალი დონის ფეხბურთს ვაჩვენებთ. ამ საღამოს დავრწმუნდით თუ რა შეუძლია ჩვენს გუნდს. ვიბრძოდით და კინაღამ მოვიგეთ. გვაქვს მოგების შანსები მომდევნო ტურში და თუ გამოგვივა ყველაფერი, მაშინ ფლეი–ოფისკენ კარი გაიხსნება. დარწმუნებული ვარ, ეს თამაში უფრო ძლიერს გაგვხდის", – განაცხადა ემერიმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.