FCI.ge
FCI.ge
ლივერპული რანოკიას და ელ გაზის უმიზნებს |
"ლივერპულის" შემადგენლობა უკვე ამ ზამთარში შესაძლოა შეავსონ მილანის "ინტერის" ცენტრალურმა მცველმა და ამსტერდამის "აიაქსის" ვინგერმა.
"Gazzetta dello sport" იტყობინება, რომ მერსესაიდული გრანდის ახალი თავკაცი იურგენ კლოპი დაინტერესებულია 27 წლის ანდრეა რანოკიას ტრანსფერით, რომელიც "ნერაძურის" კაპიტანია, მაგრამ ამ სეზონში არცერთი მატჩი არ დაუწყია ძირითადში. მისი კლაუსულა 18 მილიონ ევროს შეადგენს.
ამავდროულად, "The Guardian"–ს ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტი ჰოლანდიური გრანდის 20 წლის ტალანტის, ანვარ ელ გაზის დიდი გულშემატკივარია, რომელიც საკმაოდ კარგად გამოიყურება მიმდინარე სეზონში.
მოსალოდნელია, რომ "ლივერპული" ამ ზამთარში ეცდება ორივე მოთამაშის გადაბირებას.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.