FCI.ge
FCI.ge
პოგბა: 10 – მხოლოდ ნომერია |
ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ ისაუბრა გუშინდელ თამაშზე, რომელიც მისმა გუნდმა ფრედ 0:0 ითამაშა საკუთარ მოედანზე "მ.ბორუსიასთან".
"ყოველთვის მინდა, რომ საუკეთესოდ ვითამაშო. ვუსმენ თუ რას ლაპარაკობს ალეგრი და ვცდილობ, 100%–თ შევასრულო დავალებები, რომელსაც მომცემს.
10 – უბრალოდ ნომერია. ამ საღამოს რომ გამეტანა გოლი, ალბათ არც არავინ მკითხავდა ნომრის თაობაზე. ნამდვილად ის უნდა გავაკეთო მინდორზე, რასაც მწვრთნელი მეტყვის, მაგრამ საკუთარ სტილს არ ვუღალატებ.
მოთმინება მჭირდება და იმედი მაქვს, რომ გოლები მალე მოვლენ", – განაცხადა ახალგაზრდა ფრანგმა.
მიმდინარე სეზონში, 22 წლის პოგბამ 11 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, ერთი გოლი შეაგდო და ერთი საგოლე პასი გააკეთა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.