FCI.ge
FCI.ge
დუნგამ რჩეულებს უხმო |
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს დუნგამ დაასახელა შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგი თამაშებისთვის.
"სელესაომ" პირველ ორ ტურში სამი ქულა აიღო, ნოემბერში კი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება არგეტინასთან, შემდეგ კი პერუს ეროვნულ გუნდს შეხვდება.
ბრაზილიელებს უბრუნდებათ კაპიტანი ნეიმარი, რომელმაც მოიხადა ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია.
მეკარეები: ალისონი ("ინტერნასიონალი"), ჟეფერსონი ("ბოტაფოგო"), კასიო ("კორინთიანსი").
მცველები: დანილო ("რეალი"), დანი ალვეში ("ბარსელონა"), დავიდ ლუისი, მარკინიოსი (ორივე "პსჟ"), მირანდა ("ინტერი"), ხილი ("კორინთიანსი"), ფელიპე ლუისი ("ატლეტიკო"), მარსელო ("რეალი").
ნახევარმცველები: ფერნანდინიო ("მანჩესტერ სიტი"), ელიასი, რენატო აუგუსტო (ორივე "კორინთიანსი"), ლუის გუსტავო ("ვოლფსბურგი"), ოსკარი ("ჩელსი"), ლუკას ლიმა ("სანტოსი"), ვილიანი ("ჩელსი"), კაკა ("ორლანდო სიტი"), დუგლას კოსტა ("ბაიერნი").
თავდამსხმელები: რიკარდო ოლივეირა ("სანტოსი"), ჰალკი ("ზენიტი"), ნეიმარი ("ბარსელონა").
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.