FCI.ge
FCI.ge
ალონსო: სწორედ მოვიქეცი, როდესაც დავტოვე რეალი და ბაიერნში გადმოვედი |
ვეტერანი ესპანელი საყრდენი ნახევარმცველი ხაბი ალონსო არ ნანობს, რომ 2014 წლის ზაფხულში დატოვა "სამეფო კლუბი" და ახლა მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას იცავს.
"ვფიქრობ, რომ ეს აბსოლიტურად სწორი გადაწყვეტილება იყო.
"ბაიერნში" გადმოსვლიდან დღიდან მოყოლებული, ამ კლუბში ყოფნით მხოლოდ სიამოვნებას ვიღებ. ეს კარგი გამოცდილებაა და იმედი მაქვს, ამ სეზონში წინა კამპანიის შედეგებს გავაუმჯობესებთ", – განაცხადა ხაბიმ.
34 წლის ესპანელი პეპ გვარდიოლას ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელსაც მუდამ იყენებს მთავარი მწვრთნელი და ამ სეზონში ალონსო საკმაოდ კარგად გამოიყურება.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.