FCI.ge
FCI.ge
Forbes: რეალი – ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო ბრენდი |
ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა "Forbes"–მა გამოაქვეყნა ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ბრენდების რეიტინგი, სადაც მადრიდის "რეალის" პირველ ადგილზეა საფეხბურთო სამყაროში.
საფეხბურთო კლუბებიდან ტოპ–ათეულში "სამეფო კლუბის" გარდა, "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბარსელონა" და მიუნხენის "ბაიერნი" მოხვდნენ. "რეალი" 302 მილიონი ფუნტ–სტერლინგით ლიდერობს.
მადრიდული გრანდის შემდეგ "წითელი ეშმაკები" მოდიან 290 მილიონი ფუნტით, შემდეგ კი "ბლაუგრანა" – 284 მილიონი და "რეკორდმაისტერი" – 244.
აღსანიშნავია, რომ ეს რეიტინგი არანაერ კავშირში არ არის ყველაზე ძვირადღირებული გუნდების სიასთან. ამ შემთხვევაში, "რეალი" აბსოლიტური ლიდერია სპორტულ სამყაროში – 3,26 მილიარდი დოლარი, მეოთხე პოზიცია უკავია "ბარსელონას" – 3,16 და მეხუთე "მან.იუნაიტედს" – 3,1.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.