FCI.ge
FCI.ge
ნოლიტო: არ წავალ გუნდიდან ზამთარში |
"სელტას" თავდამსხმელმა და ლიდერმა, ნოლიტომ ისაუბრა საკუთარ მომავალსა და მადრიდის "რეალთან" მოახლოვებულ დაპირისპირებაზე.
"უფალი გადაწყვეტს ჩემს მომავალს. არ წავალ გუნდიდან იანვარში, რადგან ბედნიერი ვარ ვიგოში.
ვეცდებით, რომ "რეალის" წინააღმდეგ საკუთარი ფეხბურთი ვითამაშოთ. რათქმაუნდა, მეტოქე – ფავორიტი და კარგი გუნდია, მაგრამ გვინდა თანაბარი მატჩი გამოვიდეს და არ გვეშინია. თუ "სელტა" სახიფათოდ იმოქმედებს შეტევაში, "რეალს" ბევრ პრობლემას შეუქმნის.
"სამეფო კლუბი" რამოსთან ერთად ძალიან საიმედოა დაცვაში. სერხიო – ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიოში", – განაცხადა ნოლიტომ.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ესპანელი ბრწყინვალედ გამოიყურება, მან უკვე ექვსი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა. ნოლიტოს დაბრუნებას "ბარსელონა" ლამობს.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.