FCI.ge
FCI.ge
რეინა: იგუაინი – მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია |
"ნაპოლის" გოლკიპერმა, პეპე რეინამ შეაფასა საკუთარი გუნდის მიერ მოპოვებული დიდებული გამარჯვება ევროპის ლიგაზე და შეაქო არგენტინელი ფორვარდი.
"გონსალო – არანორმალური მოთამაშეა. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ხუთ ფეხბურთელს შორისაა.
ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა, რადგან მომდევნო გამარჯვება სან პაოლოზე, ევროპის ლიგის ფლეი–ოფის საგზურს გვინაღდებს. ამის შემდეგ კი, სერია ა–ზე გავამახვილებთ ყურადღებას", – განაცხადა გამოცდილმა ესპანელმა.
ამ სეზონში, იგუაინმა ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი შეაგდო და ორი ასისტი გააკეთა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.