FCI.ge
FCI.ge
ხუანფრანი: ატლეტიკოს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება |
მადრიდის "ატლეტიკოს" მარჯვენა მცველი ხუანფრანი საკმაოდ პოზიტიურად აფასებს საკუთარი გუნდის შესაძლებლობებს და მიაჩნია, რომ "როხიბლანკოს" შესწევს ჩემპიონთა ლიგის მოგების უნარი ამ სეზონში.
"ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, ძალიან ახლოს ვიყავით ტიტულთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სეზონი წინებზე უკეთესი იქნება. ვფიქრობ, რომ "ატლეტიკოს" უახლოეს პერიოდში შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება.
სიმეონე – მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. ის კარგი ხელმძღვანელია და იცის მოთამაშეების სწორად მოტივირება. დიეგო ჩემთვის მეორე მამაა. ის ყოველთვის მხარსმიჭერდა რთულ პერიოდში. ვაფასებ მის რჩევებს და მადლობელი ვარ", – განაცხადა ესპანელმა.
2014 წლის ფინალისტი ახლა C ჯგუფის ლიდერია სამი ტურის შემდეგ ექვსი ქულით ლისაბონის "ბენფიკასთან" ერთად.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.