FCI.ge
FCI.ge
ნედვედი იუვენტუსის ვიცე–პრეზიდენტი გახდა |
ლეგენდარულმა ჩეხმა ფეხბურთელმა, პაველ ნედვედმა, სპორტული დირექტორის პოსტიდან, ვიცე–პრეზიდენტის თანამდებობაზე გადაინაცვლა ტურინის "იუვენტუსში".
ეს გადაწყვეტილება დღეს მიიღო "ბებერი ქალბატონის" დირექტორთა საბჭომ. ისინი ძალიან კმაყოფილნი იყვნენ პაველის მუშაობით და გადაწყვიტეს, რომ მისთვის ახალი როლი იყო შესაფერისი.
2003 წლის ოქროს ბურთის მფლობელი 2001–09 წლებში თამაშობდა "იუვეს" რიგებში, დატოვა წარუშლელი კვალი და 2010 წლიდან მუშაობს დირექტორთა საბჭოში.
ნედვედის სპორტული დირექტორობის ხანაში, "ბიანკონერიმ" საკმაოდ წარმატებულად იმუშავა სატრანსფერო ბაზარზე.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.