FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

გერმანიის ბუნდესლიგა: 31 ოქტომბრის მატჩების პრევიუ

31-10-2015
0 კომენტარი

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, მე–11 ტური გუშინ დაიწყო და ფრანკფურტის "აინტრახტი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც აართქვა ქულები მიუნხენის "ბაიერნს". დღეს კი დორტმუნდის "ბორუსიას" ეძლევა შანსი, შეამცირო სხვაობა "რეკორდმაისტერთან".

 

აუგსბურგი Vs მაინცი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XI ტური

თარიღი: 18:30 საათი, 31 ოქტომბერი

სტადიონი: SGL არენა, აუგსბურგი

მთავარი მსაჯი: მარკო ფრიტცი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

აუგსბურგი: ჰიტცი – ვერჰაეგი, ჰონგი, კლავანი, მაქსი – ბაიერი – ესვაინი, კორი, ტროხოვსკი, კოო – ბობადილია.

 

ტრავმირებულნი არიან: შონ პარკერი.

საეჭვოა: პოლ ვერჰაეგი

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

მაინცი: კარიუსი – ხარა, ბიუნგერტი, ბელი, ბენტსონი – ბაუმგარტლინგერი, ლატცა – სამპერიო, მალი, დე ბლაზისი – მუტო.

 

ტრავმირებულნი არიან: ელკინ სოტო, ფაბიან ფრეი, კრისტიან კლემენსი, ნიკი ციმილინგი, ენრიკე სერენო, ჯონ კორდობა.

საეჭვოა: დანიელ ბროზინსკი, იოშინორი მუტო.

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "აუგსბურგმა" ისტორიაში ყველაზე ცუდად დაიწყო ბუნდესლიგა – მხოლოდ ხუთი ქულა ათი ტურის შემდეგ და ბოლო ადგილი.
  • გარდა ამისა, "აუგსბურგმა" ისტორიაში პირველად გაუშვა ოცი გოლი ათი ტურის შემდეგ, წინა ტურში კი, დორტმუნდში, პირველად მიიღო საკუთარ კარში ოთხზე მეტი ბურთი გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით.
  • არც "მაინცია" კარგ ფორმაშია, რომელმაც ბოლო ხუთი მატჩიდან ბუნდესლიგაში ოთხი წააგო.
  • "კარნავალელებს" ბოლო ორი მატჩი აქვთ წაგებული ეროვნულ ჩემპიონატში. ზედიზედ სამი თამაში, "მაინცს" ორი წელია არ წაუგია.
  • ამ გუნდების ბოლო სამი დაპირისპირება ბუნდესლიგაში "აუგსბურგს" აქვს მოგებული.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

 

კიოლნი Vs ჰოფენჰაიმი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XI ტური

თარიღი: 18:30 საათი, 31 ოქტომბერი

სტადიონი: რეინენერჯიშტადიონი, კიოლნი

მთავარი მსაჯი: გიუნტერ პერლი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

კიოლნი: ჰორნი – რისე, სიორენსენი, ჰეინცი, ექტორი – ნაგასავა, ლემანი, ფოგტი, ბიტენკურტი – მოდესტე, ოსაკო.

 

ტრავმირებულნი არიან: მერგიმ მავრაი, სიმონ ცოლერი.

საეჭვოა: პაველ ოლკოვსკი.

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი – ტოლიანი, ზიულე, შერი, კიმი – კადერაბეკი, შვეგლერი, პოლანსკი, შმიდი – უტი, ედუ ვარგასი.

 

ტრავმირებულნი არიან: ილოან ჰამადი, კაი ჰერდლინგი.

საეჭვოა: 

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: ერმინ ბიჩაკჩიჩი, კევინ ფოლანდი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "კიოლნმა" 2015 წელს პირველად მოახერხა ზედიზედ ორი თამაშის წაგება ბუნდესლიგაში.
  • "ჰოფენჰაიმმა" ისტორიაში ყველაზე ცუდად დაიწყო ბუნდესლიგა – ათი ტურის შემდეგ ექვსი ქულა და ბოლოსწინა ადგილი, რასაც მოჰყვა მარკუს გისდოლის განთავისუფლება და დღეიდან "სოფლელებს" გამოცდილ ჰუბ სტევენსი უხელმძღვანელებს.
  • "თხებს" შვიდმატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვთ "ჰოფეს" წინააღმდეგ ბუნდესლიგაში.
  • ენტონი მოდესტემ ბოლო ორი სეზონი "ჰოფენჰაიმში" დაჰყო, 55 შეხვედრაში გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით 19 ბურთი შეაგდო.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  

 

შალკე Vs ინგოლშტადტი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XI ტური

თარიღი: 18:30 საათი, 31 ოქტომბერი

სტადიონი: ველტინს–არენა, გელზენკინხენი

მთავარი მსაჯი: ფელიქს მაიერი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

შალკე: ფიარმანი – კაიჩარა, ჰიოვედესი, ჟოელ მატიპი, აოგო – ლეროი სანე, ნოიშტეტდერი, გორეცკა, მაქს მაიერი – ჰუნტელაარი, დი სანტო.

 

ტრავმირებულნი არიან: ფაბიან გიფერი, მატია ნასტასიჩი, ატსუტო უჩიდა, მარკო ჰიოგერი.

საეჭვოა: 

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: იოჰანეს გაისი.

 

ინგოლშტადტი: იოზჩანი – ლეველსი, მარვინ მატიპი, ჰიუბნერი, სუტნერი – გროსი, ბრეგერიე, მორალესი – ჰარტმანი, ჰინტერზერი, ლეკი.

 

ტრავმირებულნი არიან: დანილო სოარესი, ალმოგ კოენი, როჯერი, შტეფან ლექსი.

საეჭვოა: 

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ბოლო სამი თამაშიდან ბუნდესლიგაში, "შალკემ" ორი წააგო და ცოტათი გაიფუჭა სატურნირო მდგომარეობა.
  • "ინგოლშტადტმა" პირველად წააგო ზედიზედ ორი მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში: 0:1 "შტუტგარტთან" და ასევე 0:1 "ჰერტასთან".

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  

 

ჰერტა Vs მ.ბორუსია

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XI ტური

თარიღი: 18:30 საათი, 31 ოქტომბერი

სტადიონი: ოლიმპიაშტადიონი, ბერლინი

მთავარი მსაჯი: პეტერ ზიპელი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

ბერლინური კლუბი აგრძელებს წარმატებით ასპარეზობას. "შალკესთან" მარცხის შემდეგ სტუმრად, პალ დარდაის გუნდმა მოახერხა რეაბილიტაციის მოხდენა და გასვლაზე 1:0 დაამარცხა "ინგოლშტადტდი". აღსანიშნავია, რომ გამარჯვების მომტანი გოლი მიტჩელ ვაიზერმა შეაგდო, რომელიც იდეალურად გამოიყურება ახალ გუნდში და ჯერჯერობით ერთ–ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია ბუნდესლიგაში. შუაკვირას, "ჰერტამ" სტუმრად 2:1 მოუგო "ფრანკფურტს" დამატებით დროში და გავიდა გერმანიის თასის შემდეგ ეტაპზე. იქ სოლომონ კალუმ გაიფორმა დუბლი, კოტ'დიუვარელი კარგ ფორმაშია. აღსანიშნავია, რომ ბოლო თამაში სასტარტოში დაიწყო ალექსანდრ ბაომიოჰანმა, რომელიც ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა დიდ ფეხბურთს და დღესაც ძირითადში იქნება სავარაუდოდ. ბაომიოჰანი "ჰერტას" ლიდერი ჯერ კიდევ იოს ლუჰუკაის დროს იყო, როდესაც ჰოლანდიელმა სპეციალისტმა დედაქალაქური კლუბი დააბრუნა ბუნდესლიგაში. აგრძელებს დისკვალიფიკაციის მოხდას ვედად იბიშევიჩი, კრაფტი, შტარკი, პეკარიკი, ალაგუი, ბენ–ჰატირა და შიბერი კი ლაზარეთში არიან. დარდაის სერიოზული დანაკლისი აქვს, მაგრამ მისი გუნდი მაინც ახერხებს საკმაოდ კარგი ფეხბურთის ჩვენებას, დაცვის ხაზი სრულ წესრიგშია და "ჰერტა" 17 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია. ვნახოთ სადამდე გაგრძელდება ბერლინელთა ასეთი წარმატებული გამოსვლა, რასაც არავინ მოელოდა სეზონის წინ.

 

მიუნხენგლადბახურ კლუბზე უკვე სალაპარაკოც არაფერია – ანდრე შუბერტმა რაღაც არანორმალური გაუკეთა ამ კოლექტივს, რომელიც აგებდა ყველაფერს და ახლა იგებს ყველაფერს. "იუვენტუსთან" მოპოვებული ქულის შემდეგ ტურინში, ჩემპიონთა ლიგაზე, "მ.ბორუსიამ" საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო საკუთარ მოედანზე "შალკეს" 3:1, თანაც აბსოლიტურად დამსახურებულად. ამას მოჰყვა გერმანიის თასი და მორიგი დაპირისპირება "ლურჯებთან", ამჯერად გელზენკინხენში. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაში შუბერტის ხელმძღვანელობით "მ.ბორუსიამ" ყველაზე სუსტი შთაბეჭდილება დატოვა, მაინც იმარჯვა 2:0 ლარს შტინდლის უნიკალური თამაშის წყალობით. დაცვის ხაზი სტაბილურია, ძალიან წარმატებული მატჩი ჩაატარა ბოლო ტურში კრისტენსენმა, იულიან კორბი კი – შეუდარებელი იყო, პირველი ბურთი შეაგდო ბუნდესლიგაში. სამწუხაროდ, "შალკესთან" მატჩში მუხლის ჯვარედინა იოგები გაიწყვიტა შეცვლაზე შესულმა ანდრე ჰანმა, რომლისთვისაც სეზონი დასრულებულია. გერმანელი ვინგერის გარდა, გუნდს შტრანცლი, იანშკე და ჰერმანი ვერ ეხმარებიან. დაისვენა ცოტა მაჰმუდ დაუდმა, რომელიც დაბრუნდება სასტარტოში და შუბერტი ჩვეულ თერთმეტეულს დააყენებს.

 

შესაძლოა, სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, ეს თამაში არანაკლებ საინტერესო იყოს, ვიდრე ცენტრალური შეხვედრა, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. ფაქტია, რომ "ჰერტა" და "მ.ბორუსია" ჩინებულ ფორმებში არიან, ველიტ სანახაობრივ დაპირისპირებას.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ჰერტა: იარსტეინი – ვაიზერი, ლანგკამპი, ლუსტენბერგერი, პლატენჰარდტი – დარიდა, სკელბრედი – ჰარაგუჩი, ბაომიოჰანი, ჩიგერჩი – კალუ.

 

მ.ბორუსია: ზომერი – კორბი, კრისტენსენი, ალვარო დომინგესი, ვენდტი – ი.ტრაორე, დაუდი, ჯაკა, ფაბიან ჯონსონი – შტინდლი, რაფაელი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • მას შემდეგ, რაც პალ დარდაი ჩაუდგა სათავეში "ჰერტას", ბუნდესლიგის ეგიდით, მხოლოდ "ბაიერნმა" გაუშვა უფრო ცოტა გოლი – 13 და 24 შესაბამისად.
  • "მ.ბორუსიამ" პირველად მოიგო ზედიზედ ხუთი თამაში ბუნდესლიგაში, 2013 წლის შემოდგომის შემდგომ.
  • ანდრე შუბერტს ორიდან ორი გასვლითი მატჩი აქვს მოგებული, ბურთების არანორმალური შეფარდებით – 8:2!
  • "ჰერტა" დაუმარცხებელია საკუთარ მოედანზე ამ სეზონში: ფრე და ზედიზედ სამი გამარჯვება.
  • ბერლინურ კლუბს ბოლო რვა თამაშიდან "მ.ბორუსიას" წინააღმდეგ ბუნდესლიგაში, მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  

 

ვერდერი Vs დ.ბორუსია

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XI ტური

თარიღი: 18:30 საათი, 31 ოქტომბერი

სტადიონი: ვეზერშტადიონი, ბრემენი

მთავარი მსაჯი: ტობიას ველცი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2

 

კატასტროფული პერიოდის შემდეგ, როდესაც ბრემენულმა კლუბმა ზედიზედ ხუთი მატჩი წააგო, გაჩნდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ვიქტორ სკრიპნიკს დაითხოვდნენ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. თუმცა, წინა ტურში, "ვერდერმა" ჩინებულად ითამაშა "მაინცის" წინააღმდეგ და უკვე პირველ ტაიმში წაიყვანა 3:0. დუბლი გაიფორმა ენტონი უჯამ, დიდებული იყო სანტიაგო გარსია და კაპიტანი კლემენს ფრიტცი, რომელიც მიმდინარე სეზონში ძალიან კარგად ასპარეზობს. აგრეთვე, იდეალური მატჩი ჰქონდა არაპროგნოზირებად იანიკ ვესტერგორს, ის უშეცდომო იყო ფაქტიურად. ამას მოჰყვა საშინაო გამარჯვება "კიოლნთან" გერმანიის თასის ეგიდით 1:0 და "მწვანეებმა" განწყობა გაიუმჯობესეს. უკრაინელი სპეციალისტის წვლილი ამ "ვერდერის" წარმატებაში საკმაოდ დიდია, ამიტომ ხელმძღვანელობა ალბათ მაინც არ გაუშვებდა მას, უბრალოდ მართლაც არასასიამოვნო იყო ზედიზედ ამდენი მარცხი. თუმცა, "ვერდერს" შეუძლია და თანაც ძალიან კარგად. ახლა, "ბრემენელი მუსიკოსები" მე–14 ადგილზე არიან ათი ქულით და ეცდებიან, რომ ნელ–ნელა წაიწიონ წინ სატურნირო ცხრილში. შუაკვირას წარმატებული თამაშის წყალობოთ, ფლორიან გრილიში ალბათ მორიგ შანსს მიიღებს ახალგაზრდებულის მოყვარული სკრიპნიკისგან. "ვერდერს" კვლავ ვოლფი, ილდირიმი და იოჰანსონი ვერ ეხმარებიან.

 

დორტმუნდის "ბორუსია" უბრალოდ ფენომენალურ ფორმაშია: ბოლო სამი თამაში სხვადასხვა ტურნირზე, სამი გამარჯვება, 15 გატანილი გოლი და საოცრად კარგი თამაში. გასული კვირა უბრალოდ უნიკალური გამოდგა პიერ–ემერიკ ობამეიანგისთვის, რომელმაც ჯერ "გაბალას" გაუტანა სამი გოლი სტუმრად, შემდეგ კი "აუგსბურგს" ვესტფალენზე და ბუნდესლიგის ბომბარდირთა სიაში დაეწია რობერტ ლევანდოვსკის. საერთოდ, წინა ტურში "ყვითლებმა" 5:1 იმარჯვეს საკუთარ მოედანზე, მარკო როისმა დუბლი გაიფორმა და შინჯი კაგავამ ჩაატარა ფენომენალური შეხვედრა. შუაკვირას, "დ.ბორუსიამ" "პადერბორნი" გააცამტვერა შინ – 7:1 და მოიპოვა გერმანიის თასის მომდევნო ეტაპის საგზური. იმ შეხვედრაში კი გაიბრწყინეს გონსალო კასტრომ და ადრიან რამოსმა, მაგრამ იაპონელი ფლეიმეიქერიც იდეალურად მოქმედებდა. "დ.ბორუსია" საოცრად კარგ ფორმაშია, ტომას ტუჰელის ბიჭები უბრალოდ ხატავენ კომბინაციებს, ეს ის დორტმუნდული კლუბია, რომლის ხილვაც სურდა გერმანული ფეხბურთის მოყვარულს. "ბაიერნს" პირველად დაუცდა ფეხი და ამის სათავისოდ გამოყენებას ეცდებიან "ყვითლები", რათა ინტრიგა დააბრუნონ გერმანიის ჩემპიონატში. ერიკ დურმი და ნური შაჰინი ისევ ლაზარეთში არიან.

 

ბრემენში საოცრად საინტერესო, სანახაობრივი თამაში უნდა ვიხილოთ, მაგრამ დორტმუნდის "ბორუსია" დიდი ალბათობით ასეთ შანსს არ გაუშვებს ხელიდან.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ვერდერი: ვიდვალდი – გებრე სელასიე, გალვესი, ვესტერგორი, ს.გარსია – ფრიტცი, ბრაგფრედე, გრეგორიში – ბარტელსი, უჯა, იუნუზოვიჩი.

 

დ.ბორუსია: ბიურკი – გინტერი, ჰუმელსი, სოკრატისი, შმელცერი – გიუნდოგანი, ვაიგლი – როისი, კაგავა, მხითარიანი – ობამეიანგი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • პიერ–ემერიკ ობამეიანგი არის პირველი ფეხბურთელი "დ.ბორუსიას" ისტორიაში, რომელმაც ათ ტურში 13 გოლის გატანა მოახერხა ბუნდესლიგის სტარტზე.
  • დორტმუნდის "ბორუსიას" ყველაზე მეტი წაგება ბუნდესლიგის ისტორიაში, სწორედ ბრემენში აქვს განცდილი – 31.
  • ამ სეზონში, ვიქტორ სკრიპნიკის გუნდმა ხუთი საშინაო თამაშიდან, ოთხი მშრალად წააგო, აქედან სამი ზედიზედ.
  • ამ გუნდების ბოლო რვა დაპირისპირებიდან ბუნდესლიგაში, შვიდი მოიგო "დ.ბორუსიამ" და მხოლოდ ერთი – "ვერდერმა".

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

 

ვოლფსბურგი Vs ბაიერი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XI ტური

თარიღი: 21:30 საათი, 31 ოქტომბერი

სტადიონი: ვოლფსვაგენ არენა, ვოლფსბურგი

მთავარი მსაჯი: მანუელ გრეფე

პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2

 

სასარგებლო სანაკრებო პაუზის შემდეგ, "ვოლფსბურგმა" კარგი ფორმა აკრიფა, მოიგო მნიშვნელოვანი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე შინ "პსვ–სთან" და ბოლო ტურში სტუმრად 1:0 დაამარცხა "დარმშტადტი" დანიელ კალიჯურის გოლით. თუმცა, გერმანიის თასზე, "მგლები" შინ უშანსოდ დამარცხდნენ მიუნხენის "ბაიერნთან" 1:3 და პირველ ტაიმში უბრალოდ დამცირებულები გავიდნენ შესვენებაზე. დიტერ ჰეკინგის გუნდმა საკმაოდ მძიმე დარტყმა მიიღო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, კლუბის ამბიციები შეირყა და მთავარია, რომ "მგლებმა" მიბაძონ "დ.ბორუსიას" და "რეკორდმაისტერთან" სრული კრახის შემდეგ მოახერხონ გონს მოსვლა. ის, რაც ბუნდესლიგაში მოხდა მიუნხენში, იყო უბრალოდ სასწაული, ერთი კაცის შოუ, მაგრამ ვოლფსბურგში სულ სხვა ისტორია ვიხილეთ. მიუხედავად ამისა, "ვოლფსბურგი" 18 ქულით მეოთხე ადგილზეა და ეცდება მოიპოვოს მნიშვნელოვანი გამარჯვება უშუალო კონკურენტის წინააღმდეგ. დიტერ ჰეკინგის გუნდს წინ აქვს რთული ვიზიტი ჰოლანდიაში და ვნახოთ როგორ გაართმევენ თავს ამ რთულ კვირას "მგლები". სამწუხაროდ, ლაზარეთში მოხვდნენ კრისტიან ტრეში და მაქს კრუზე, ეს უკანასკნელი ალბათ რამდენიმე კვირას გამოტოვებს. გერმანელი შემტევი ნახევარმცველის არყოფნაში, სავარაუდოდ ანდრე შურლეს მიეცემა შანსი, დაცვის მარჯვენა ფრთაზე კი უკვე დაიბრუნა საკუთარი ადგილი ვიერინიამ. 

 

სეზონის სტარტზე "ფარმაცეპტებს" უჭირდათ გოლების გატანა, რაც უჩვეულო იყო და ეს ბოლო კვირაში დამტკიცდა. ლევერკუზენის "ბაიერმა" როგორც იქნა აღიდგინა ძალები, ბოლო სამ შეხვედრაში გაიტანა 14 გოლი და საოცარი განწყობით ხვდება ამ ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე შეხვედრას. "რომასთან" საოცარი ზღაპრის შემდეგ, "ბაიერმა" მორიგი სასწაული ჩაიდინა ბაიარენაზე, "შტუტგარტის" წინააღმდეგ. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრები გავიდნენ წინ 2:0, რასაც მოჰყვა მინდორზე ბელარაბის შეყვანა და გოლი უმალვე კარიმის შესრულებით. თუმცა, "შვაბები" ისევ გავიდნენ წინ, მაგრამ ლევერკუზენელებმა არამხოლოდ აღადგინეს წონასწორობა, არამედ ადმირ მეჰმედის ჩინებული გოლით ბოლო წუთებზე საერთოდ სამი ქულა მოიპოვეს – 4:3. შუაკვირას კი, "ბაიერმა" მოროგი სპექტაკლი დადგა და 6:0 გადაურბინა სტუმრად ვიქტორია "კიოლნს". იმ შეხვედრაში იულიან ბრანდტი იყო დიდებული: გოლი და სამი ასისტი, პლიუს ამას დუბლი გაიფორმა ჩიჩარიტომ და პირველი ბურთები შეაგდო ახალი გუნდის მაისურით უკრაინელმა ფორვარდმა, ვლადენ იურჩენკომ. 21 წლის ბიჭუნა შეცვლაზე შევიდა, ჯერ კისლინგს გაატანინა, შემდეგ კი თავად გამოიჩინა თავი. როჯერ შმიდტი და მისი უნიკალური კოლექტივი მზად არის სერიოზული მატჩი ჩაატაროს "ვოლფსბურგთან" და შემდეგ უკვე გაემგზავროს რომში, სადაც ელოდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დაპირისპირება. ჰილბერტი, იედვაი და არანგისი აკლია გუნდს კვლავაც. 

 

ეს იქნება უბრალოდ სუპერმატჩი. "ვოლფსბურგი" და "ბაიერი" საკმაოდ ძლიერი, უშუალო კონკურენტები არიან, რომელთაც წინ უმნიშვნელოვანესი თამაშები ელით ჩემპიონთა ლიგაზე. ორივე კოლექტივი თანაბარ პირობებშია, უბრალოდ "მგლებს" საკუთარი კედლების უპირატესობა აქვთ.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ვოლფსბურგი: ბენალიო – ვიერინია, ნალდო, დანტე, რ.როდრიგესი – გილავოგი, გუსტავო – კალიჯური, დრაქსლერი, შურლე – დოსტი.

 

ბაიერი: ლენო – დონატი, ტა, თოფრაქი, ვენდელი – კამპლი, კრამერი – ბელარაბი, მეჰმედი – ჩიჩარიტო, კისლინგი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • გასულ სეზონში, მხოლოდ "ვოლფსბურგმა" მოახერხა ლევერკუზენის "ბაიერისთვის" დუბლის შესრულება და ორ შეხვედრაში ცხრა გოლი გაუტანა.
  • გასულ სეზონში, ბაიარენაზე, ამ გუნდებმა რაღაც არანორმალური შემოგვთავაზეს: "ვოლფსბურგი" 3:0 იგებდა, შემდეგ "ბაიერი" დაბრუნდა თამაშში და საბოლოოდ – 4:5 სტუმრების სასარგებლოდ. ეს ყველაზე უხვგოლიანი მატჩი იყო ბუნდესლიგის გასულ კამპანიაში.
  • "ბაიერი" და "ვოლფსბურგი" 37–ედ ხვდებიან ერთმანეთს ბუნდესლიგაში. უგოლო ფრე ჯერ არ დაფიქსირებულა.
  • დიტერ ჰეკინგი და როჯერ შმიდტი ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს. ორივე ერთ კლუბში ირიცხებოდა 1994/95 წლების სეზონში – "პადერბორნში". 2000/01 წლების პერიოდში კი შმიდტი ჰეკინგის "ვერლის" კაპიტანი იყო.
  • "ვოლფსბურგის" დაუმარცხებელი სერია ბუნდესლიგის საშინაო მატჩებში უკვე 27 თამაშს შეადგენს.

გერმანიის ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 პიერ–ემერიკ ობამეიანგი  დ.ბორუსია 13 3
2 რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი 13 0
3 ტომას მიულერი ბაიერნი 10 4
4 იუნეს მალი მაინცი 6
5 ენტონი მოდესტე კიოლნი 6 2

https://fci.ge/uploads/germany-bundesliga.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi