FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

რონალდო: მტრები მჭირდება

31-10-2015
0 კომენტარი

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, დიდებულმა კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ მოტივაციისათვის აუცილებლად სჭირდება მტრები.

 

"ვაღიარებ, რომ მსოფლიოში ყველაზე თავმდაბალი ადამიანი სულაც არ ვარ. არ მიყვარს პირფერობა. იმ ადამიანებთან ბრძოლით ვცხოვრობ, რომლებიც უბრალოდ ვერ მიტანენ. როდესაც საფეხბურთო მინდორზე ვარ, არის მოთამაშე, რომელიც მიზნდასახულად მოქმედებს ჩემს წინააღმდეგ და ეს მომწონს.

 

ვფიქრობ, საკუთარ მოძულეებთან დაპირისპირებით, ხალხმა უნდა იცოდეს სწორი დასკვნების გამოტანა სათავისოდ. მჭირდება მტერი, ეს ბიზნესის ნაწილია. ეს მაშინ დაიწყო, როდესაც 18 თუ 19 წლის ვიყავი. ეს არ არის პრობლემა, პირიქით – მოტივაციაა.

 

როდესაც მამაჩემი სულს აბარებდა უფალს, ის ლონდონის საავადმყოფოში იყო. სერ ალექსს ვთხოვე, რომ მამასთან წასვლა მინდოდა. მაშინ, უმნიშვნელოვანესი მომენტი გვქონდა სეზონში. თუმცა, დიდმა ფერგიუსონმა მითხრა, რომ ფეხბურთი არაფერს წარმოადგენდა მამაჩემთან შედარებით. მან მითხრა, რომ თუ საჭიროდ ჩავთვლიდი წავსულიყავი, ამას არასოდეს დავივიწყებ", – განაცხადა რონალდომ.

https://fci.ge/uploads/posts/2015-10/1446298939_284270.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi