FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

მოურინიო: სათქმელი არაფერი მაქვს

31-10-2015
6 კომენტარი

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო საკმაოდ სიტყვაძუნწი გამოდგა დღევანდელი მარცხის შემდეგ.

 

პრემიერ ლიგის მე–11 ტურის ცენტრალური შეხვედრის ეგიდით, "არისტოკრატები" 1:3 დამარცხდნენ სტემფორდზე "ლივერპულთან" და შეხვედრის შემდგომ, პორტუგალიელი სპეციალისტი უპასუხოდ დახვდა "BT Sport"–ს ჟურნალისტს.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ჟოზე ერთი და იგივე სიტყვებს იმეორებდა, გთავაზობთ ამ ვითომ "ინტერვიუს" სრულიად:

- ჟოზე, 1:3 მარცხი თამაშის მშვენიერი სტარტის შემდეგ, როგორია გრძნობა?

– სათქმელი არაფერი მაქვს.

– ვერაფერს იტყვით ლუკასის არ გაძევებაზე?

– ვერაფერს ვიტყვი.

– კოსტას შეჯახებაზე?

– ვერაფერს ვიტყვი. ძალიან ვწუხვარ, სათქმელი არაფერი მაქვს.

– არ ფიქრობთ, რომ დროა გარკვეული განმარტება მისცეთ გულშემატკივრებს?

– ისინი სულელები არ არიან.

– გვესმოდა თუ როგორ სკანდირებდნენ თქვენს სახელს.

– ისინი სულელები არ არიან.

– ამ თამაშის შემდეგ არ გეშინიათ, რომ კლუბის დატოვება მოგიწევთ?

– არა.

– საბოლოო ჯამში ვერაფერს იტყოდით თამაშზე?

– ვერაფერს.

– ვერც ინდივიდუალურ მოქმედებებს გამოყოფთ?

– ვერა.

– ვერაფერს იტყვით ვერც მომავალ შეხვედრაზე?

– ვერა.

– ვერაფერს იტყვით სიტუაციიდან გამოსვლის იდეებზე?

– არ შემიძლია ამის თქმა.

 

ახლა, ინგლისის მოქმედი ჩემპიონი 11 ქულით იმყოფება ცხრილის ქვედა ნაწილში და ვნახოთ, სადამდე გაგრძელდება ეს კატასტროფული პერიოდი.

 

https://fci.ge/uploads/posts/2015-10/1446309867_mourinio.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi