FCI.ge
FCI.ge
კლოპი: თანავუგრძნობ მოურინიოს |
მერსესაიდული გრანდის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ძალიან კმაყოფილია თავისი პირველი გამარჯვებით ინგლისის პრემიერ ლიგაში.
დღეს დილით, სტემფორდ ბრიჯზე, "ლივერპულმა" 3:1 დაამარცხა ინგლისის მოქმედი ჩემპიონი, მიუხედავად იმისა, რომ 0:1 აგებდა უკვე მეოთხე წუთისთვის.
"არც ისე კარგად დავიწყეთ თამაში, ეს სიმართლეა. მომენტები გვქონდა, კარგად ვახვევდით თავს მეტოქეს საკუთარ თამაშს მოკლე პასებით. ისინი ცდილობდნენ ზეწოლის მოხდენას ჩვენზე, მაგრამ ზონებს შორის მოქმედებები გამოგვდიოდა.
ტაიმის ბოლოს დამსახურებული გოლი გავიტანეთ, ამესაკენ მივისწრაფოდით. მეორე ნახევარი გახსნილი გამოვიდა, გოლები იდეალურ მომენტებში შევაგდეთ. ვფიქრობ, ეს სავსებით დამსახურებულად მოხდა.
თანავუგრძნობ მოურინიოს. ის დიდებული მწვრთნელია. არამგონია, რომ ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს მის შესაძლებლობებში, ჟოზე მსოფლიოში ერთ–ერთი უძლიერესია. ასეთები ხდება. გასულ სეზონში, ანალოგიური სიტუაცია მქონდა.
არის თუ არა მზად "ლივერპული" ჩემპიონობისთვის საბრძოლველად? მაპატიეთ, მაგრამ თქვენ არანორმალურები ხართ. არ მინდა გამოვიჩინო უპატვიცემულობა, მაგრამ ამაზე არც კი ვფიქრობთ ახლა. გაცილებით უკეთ შეგვიძლია თამაში, ვიდრე ეს დღეს გავაკეთეთ", – განაცხადა კლოპმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.