FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ვარდიმ რუდის და სტარიჯის რეკორდი გაიმეორა

31-10-2015
3 კომენტარი

"ლესტერ სიტის" უნიკალურმა თავდამსხმელმა, ჯეიმი ვარდიმ, დღეს მორიგი გოლი გაიტანა ინგლისის პრემიერ ლიგაში და საოცარი მიღწევის თანამფლობელი გახდა.

 

"მელიები" მიმდინარე სეზონში უბრალოდ სპექტაკლებს დგამენ და მორიგი წარმოდგენა ჰაუთორნსზე გაიმართა "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ. "ლესტერმა" 3:2 იმარჯვა, გამარჯვების მომტანი ბურთი კი სწორედ ვარდიმ შეაგდო.

 

ჯეიმიმ ზედიზედ მერვე ტურში მოახერხა თავის გამოჩენა პრემიერ ლიგაში და გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ეს გააკეთა რუდ ვან ნისტელროისა ("მანჩესტერი იუნაიტედი") და დანიელ სტარიჯის ("ლივერპული") შემდეგ.

 

ვარდის მორიგი მიზანი – ახალი რეკორდი იქნება და ვნახოთ რა გამოუვა ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს, რომელიც აღფრთოვანებულია ამ მიღწევით.

 

"ეს ნამდვილად დიდებული მიღწევაა, მაგრამ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ დავიძინებ ამ საღამოს და ხვალიდან მორიგ შეხვედრაზე ვიფიქრებ. მანამ, სანამ გოლს გავიტანდი, რამდენიმე მომენტი გავაფუჭე და საბოლოოდ გამიმართლა", – აცხადებს მოკრძალებული ვარდი.

https://fci.ge/uploads/posts/2015-10/1446318293_vardi.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi