FCI.ge
FCI.ge
პელეგრინი: ჰარტიც ადამიანია |
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ, დაიცვა საკუთარი გუნდის კარის დარაჯი, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში შეცდომა დაუშვა.
"ქალაქელებმა" საკუთარ მოედანზე მიიღეს "ნორვიჩი" და 2:1 დაამარცხეს რთულ ბრძოლაში. მეორე ნახევრის მიწურულს, კამერონ ჯერომმა აღადგინა წონასწორობა ჰარტის შეცდომით, მაგრამ "ცისფრებმა" დარჩენილ დროში მოახერხეს სამი ქულის და ლიდერობის შენარჩუნება.
"თამაში უცნაური გამოვიდა. "ნორვიჩი" კარგად იცავდა თავს, თანაც ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ჩატარებული მატჩები ყოველთვის რთულია, მაგრამ საკმარისი დონე და მენტალიტეტი გვაქვს. გავაგრძელეთ ბოლომდე ბრძოლა და საბოლოოდ მივაღწიეთ მიზანს.
ჯო ჰარტიც ადამიანია, ზოგჯერ ცდება. თუმცა, გაიხსენეთ რამდენჯერ გადაგვარჩინა წინა მატჩებში...ის ნამდვილი პროფესიონალია და გააგრძელებს თამაშს ისე, რომ თითქოს არაფერი მომხდარა", – განაცხადა პელეგრინიმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.