FCI.ge
FCI.ge
ტუჰელი: სიხარული ნაადრევია |
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარამ მწვრთნელმა, ტომას ტუჰელმა, შეაფასა საკუთარი გუნდის დღევანდელი გამარჯვება ბრემენში.
ბუნდესლიგის მე–11 ტურის ეგიდით, "ყვითლებმა" სტუმრად 3:1 დაამარცხეს "ვერდერი" დამაჯერებლად და ოთხ ქულამდე შეამცირეს სხვაობა ლიდერ "ბაიერნთან", რომელმაც გუშინ პირველად დაკარგა ქულები ამ სეზონში.
"ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ. დღეს, გუნდმა ყველაზე თბილი სიტყვები დაიმსახურა. პირველ ტაიმში გვქონდა რაღაც–რაღაც მცირე პრობლემები, ყოველთვის არ გამოგვდიოდა კონტრშეტევების ჩაშლა, მაგრამ შესვენების შემდეგ მოვუმატეთ.
ასე უნდა გავაგრძელოთ, ჯერ არაფერი მოგვიგია და სიხარული ნაადრევია", – განაცხადა ტუჰელმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.