FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ვენგერი: ნაკლები ლაპარაკი, მეტი ფეხბურთი – ასე უნდა გავაგრძელოთ

31-10-2015
5 კომენტარი

ლონდონის "არსენალის" დიდებული მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ძალიან კმაყოფილია საკუთარი გუნდის ბოლოდროინდელი წარმატებებით.

 

დღეს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე–11 ტურის ეგიდით, "მეთოფეებმა" საკმაოდ უხერხული მეტოქე "სუონსი" დაამარცხეს გასვლაზე 3:0 ოლივიე ჟირუს, ლორან კოსელნისა და ჯოელ კემბელის გოლებით, ამ უკანასკნელმა როგორც იქნა მიიღო შანსი და გამოიყენა.

 

ახლა, "არსენალი" 25 ქულით პრემიერ ლიგის ლიდერია "მანჩესტერ სიტისთან" ერთად და იმყოფება იდეალურ ფორმაში, მიუხედავად იმისა, რომ საკადრო პრობლემები სერიოზულია.

 

"გასულ წელს, მათ ექვსი ქულა მოიპოვეს ჩვენთან და დავამტკიცეთ, რომ გავიზარდეთ მას შემდეგ. მეორე ტაიმში, განსხვავებული გუნდი ვიყავით. ვფიქრობ, პირველ ნახევარში ზედმეტი ძალები დახარჯა მეტოქემ, ტექნიკურად მაღალ დონეზე იყო და შესვენების შემდეგ უბრალოდ დიდი სივრცეები დაგვიტოვა, რაც მარტივად გამოვიყენეთ.

 

სწორედ ეს მსურს ოლივიე ჟირუსგან. ზოგადად კი, ნაკლები ლაპარაკი, კარგი ფეხბურთი, უკეთესი თამაში – ეს არის ჩვენი საქმე და იმედია ასე გავაგრძელებთ. სიმართლე გითხრათ, მეორე გოლის დროს ვერ დავინახე იყო თუ არა ჯარიმა, განმეორება მჭირდება.

 

ჯეო კემბელმა ნამდვილად კარგი გოლი გაიტანა და ის არის ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ შანსებს უნდა ელოდოს. მან გაიარა ადაპტაცია ევროპაში, იყო რამდენიმე ჩემპიონატში და გუნდს უფრო სრულყოფილი, შრომისმოყვარე დაუბრუნდა. სწორედ ასე უნდა მიიღოს მან შანსები და გამოიყენოს", – განაცხადა ვენგერმა.

https://fci.ge/uploads/posts/2015-10/1446321213_vengeri.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi