FCI.ge
FCI.ge
რონალდო უგო სანჩესს დაეწია |
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ლა ლიგის ისტორიაში მესამე ბომბარდირი გახდა.
დღეს, ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის ეგიდით, "სამეფო კლუბმა" შინ 3:1 დაამარცხა "ლას პალმასი" და მეორე ბურთი სწორად რონალდომ შეაგდო.
ეს მისთვის 234–ე ბურთია ლა ლიგაში, რითიც გაიმეორა ლეგენდარული მექსიკელი ფორვარდის, უგო სანჩესის შედეგი, რომელმაც თავის დროზე "ატლეტიკოს", "რეალისა" და "რაიო ვალეკანოს" მაისურებით მოახერხა ამდენივე ბურთის შეგდება.
კრიშტიანოს უნიკალურობა კი იმაშია, რომ მან მხოლოდ "რეალის" რიგებში მოახერხა 234 ბურთის გატანა. შემდეგი სიაში ტელმო ზარაა 251 გოლით, პირველ ადგილზე კი ლიონელ მესი იმყოფება – 289 ამჟამად.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.