FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ჩემპიონთა ლიგა: B ჯგუფის პრევიუ

3-11-2015
0 კომენტარი

საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა B ჯგუფში, რომელსაც ლიდერობს "ვოლფსბურგი" ექვსი ქულით, ოთხ–ოთხი აქვთ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ცსკა–ს", "პსვ–ს" კი – სამი. ამ ტურის შემდეგ შესაძლოა გამოიკვეთონ ფავორიტები, მაგრამ უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო დაიძაბოს ბრძოლა ფლეი–ოფის საგზურებისთვის. ჯერჯერობით ოთხივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს, გადამწყვეტი იქნება საშინაო თამაშებში დაკარგული ქულები.

 

პსვ Vs ვოლფსბურგი

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, IV ტური

თარიღი: 23:45 საათი, 3 ნოემბერი

სტადიონი: პსვ არენა, ეინდჰოვენი

მთავარი მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

ჰოლანდიის მოქმედი ჩემპიონი ნელ–ნელა შედის ფორმაში და იმედია მალე საუკეთესო კონდინციებში შევლენ. ვოლფსვაგენ არენაზე განცდილი მარცხის შემდეგ, "პსვ"–მ 3:1 დაამარცხა გასვლაზე "ტვენტე", მოიპოვა საკმაოდ მნიშვნელოვანი სამი ქულა, შემდეგ 6:0 გაანადგურა "გენემიდენი" ჰოლანდიის თასზე და ბოლოს "დე გრააფშაპს" 6:3 მოუგო გასვლაზე. ბოლო სამ შეხვედრაში, ფილიპ კოკუს გუნდმა 15 გოლი გაიტანა და უბრალოდ გასაოცარ ფორმაში იმყოფებიან. ახლა, "პსვ" 24 ქულით მესამე ადგილზეა ჰოლანდიის ერედივიზიონში და ოთხი ქულით ჩამორჩება ლიდერ ამსტერდამის "აიაქსს". შესაბამისად, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის და ვნახოთ რას იზამენ ეინდჰოველები ჩემპიონთა ლიგაზე. დღეს, კოკუს კოლექტივს გადამწყვეტი მატჩი ელოდება, რადგან ვერმოგების შემთხვევაში ფაქტიურად დაიკარგება შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები, მაგრამ ალბათ არც ევროპის ლიგა იქნება ცუდი "პსვ"–სთვის. ვილემსი და ჟოზეფზონი ვერ ეხმარებიან საკუთარ გუნდს, გარდა ამისა საეჭვოა ექტორ მორენოს, პოულსენისა და ლესტიენის თამაში. თუმცა, ბოლო შეხვედრებში საკმაოდ კარგად გამოიყურება ახალგაზრდა ლოკადია და ლესტიენის არყოფნა დიდი პრობლემა არ არის. "პსვ" ღირსეული გუნდია, მაგრამ აკლია გამოცდილება. ვნახოთ როგორ განაწყობს ბიჭებს ამ თამაშისთვის კოკუ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას საკმაოდ სერიოზული მნიშვნელოვანი ექნება.

 

"ვოლფსბურგი" მშვენიერ ფორმაშია და გასულ უქმეებზე მოიგო ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ბუნდესლიგაში. მიუნხენის "ბაიერნთან" მარცხის შემდეგ გერმანიის თასზე, "მგლებმა" შინ 2:1 დაამარცხეს ლევერკუზენის "ბაიერი" საკუთარ მოედანზე და უშუალო კონკურენტის დამარცხებით სერიოზული ფსიქოლოგიური პლიუსი მოიპოვეს. "ვოლფსბურგმა" ბოლო სამი თამაში მოიგო ეროვნულ ჩემპიონატში, გადაინაცვლა მესამე ადგილზე და დღეს ეცდება ფლეი–ოფის საგზური მოიპოვოს ჩემპიონთა ლიგაზე. "პსვ"–სთან პირველი მატჩის დაახლოებით 70 წუთი იდეალური იყო, მაგრამ ბოლოსკენ მოუკლეს გერმანელებმა, პენალტიც მიიღო ჰოლანდიურმა კლუბმა, მაგრამ დიეგო ბენალიომ შეუნარჩუნა საკუთარ გუნდს ორბურთიანი სხვაობა, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს. ჯგუფში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, ამიტომ დიტერ ჰეკინგი ალბათ არც ქულაზე იტყვის უარს. საკმაოდ კარგი ფორმა აკრიფა ბოლო პერიოდში ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა ნალდომ, რომელმაც სეზონი თავიდან მძიმედ დაიწყო, მაგრამ ახლა დაემსგავსა საკუთარ თავს. სამწუხაროდ, გუნდს ვერ დაეხმარებიან რობინ კნოხე და მაქს კრუზე, მაგრამ მორიგი შანსი აქვს ანდრე შურლეს. ბოლო მატჩი ნორმალურად ჩაატარა ანდრემ და იქნებ კიდევ მოუმატოს. ჰეკინგი სავარაუდოდ არ შეცვლის სასტარტო შემადგენლობას, ერთადერთი კრისტიან ტრეში შეიძლება ვიხილოთ მარჯვენა მცველის პოზიციაზე, მაგრამ მას ბარძაყი აწუხებს და შესაძლოა ვერ მოასწროს გამოჯანმრთელება.

 

ეინდჰოვენში დღევანდელი დღის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი გაიმართება. "ვოლფსბურგი" ალბათ უფრო ძლიერია, მაგრამ ჰოლანდიელებს საოცარი ფორმა აქვთ აკრეფილი და შეუძლიათ მაღალი დონის მატჩის ჩატარება საკუთარ დიდებულ არენაზე.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

პსვ: ზუა – ბრენეტი, ექტორ მორენო, ბრუმა, არიასი – გუადრადო, ჰენდრიქსი, პრიოპერი – ლოკადია, ლუკ დე იონგი, ნარსინი.

 

ვოლფსბურგი: ბენალიო – იუნგი, ნალდო, დანტე, რ.როდრიგესი – არნოლდი, გუსტავო – კალიჯური, დრაქსლერი, შურლე – დოსტი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "პსვ ეინდჰოვენის" საშინაო სტატისტიკა გერმანული კლუბების წინააღმდეგ მშვენიერია: 8მ, 3ფ და 5წ.
  • ბუნდესლიგის კლუბებს ოთხმატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვთ ჰოლანდიელებთან ჩემპიონთა ლიგაზე.
  • ოცი წლის წინ, ლეგენდარულმა ფილიპ კოკუმ "პსვ"–სთან ერთად პირველი მატჩი ჩაატარა გერმანული კლუბის წინააღმდეგ და 2:1 მოიგო. ეს მოხდა 1995/96 წლების სეზონის უეფას თასის მესამე წრეში, ბრემენის "ვერდერთან".
  • ზოგადად კოკუს სტატისტიკა ბუნდესლიგის გუნდების წინააღმდეგ ასეთია: 4მ, 2ფ და 4წ.
  • ბას დოსტი ოთხი სეზონი თამაშობდა ჰოლანდიის უმაღლეს ლიგაში "ჰერაკლესის" (2008–10) და "ჰენერვენის" (2010–12) მაისურით. "პსვ"–სთან მან ცხრიდან რვა მატჩი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა.

 

წინასამატჩო კომენტარები:

ფილიპ კოკუ: "ასეთ მატჩებს ყოველთვის პატარა დეტალები წყვეტენ. შესაძლოა ითამაშო კარგად პირველი და მეორე ტაიმი, მაგრამ ეს არ იძლევა გამარჯვების გარანტიას. ვოლფსბურგში, ისინი გაცილებით ეფექტურები იყვნენ. ამჯერად, სხვანაერად უნდა ვიმოქმედოთ. კარგი შედეგი გვჭირდება.

 

ჩვენი მიზანი მხოლოდ სამი ქულაა, რადგან ფრის შემთხვევაში სხვა გუნდებზე ვიქნებით დამოკიდებულნი. ველოდით, რომ ჯგუფი საკმაოდ რთული იქნებოდა. დანარჩენი სამი გუნდი საკმაოდ შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ეს მათი ფილოსოფიაა".

 

დიტერ ჰეკინგი: "ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. პირველი ან მეორე ადგილის მოპოვება ჯგუფში – აუცილებელია ჩვენთვის. "პსვ" ძლიერი კოლექტივია, ტაქტიკურად გამართული. ბოლოს სამი ბურთი გაუშვეს, მაგრამ ექვსი გაიტანეს!

 

გარდა ამისა, აღფრთოვანებული ვიყავი ამ სტადიონზე არსებული ატმოსფეროთი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ. ფანტასტიკური ქომაგები არიან ეინდჰოვენში. ამისათვის უნდა მოვემზადოთ, მეტოქე მოსაგებად იბრძოლებს".

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

მანჩესტერ იუნაიტედი Vs ცსკა

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, IV ტური

თარიღი: 23:45 საათი, 3 ნოემბერი

სტადიონი: ოლდ ტრაფორდი, მანჩესტერი

მთავარი მსაჯი: შიმონ მარხინიაკი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Silk სპორტ HD3

 

"მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო კვირეებში ფრეების ოსტატი გახდა და ეს სერია დაიწყო მოსკოვში. "ცსკა"–სთან 1:1–ს შემდეგ, "წითელმა ეშმაკებმა" სამი უგოლო ფრე გააგორეს, აქედან ორი ინგლისის პრემიერ ლიგაში და ერთიც ინგლისის ლიგის თასზე, საიდანაც მანკუნიანელები "მიდლსბრომ" პენალტების სერიით გამოაგდო. შაბათს, "მანჩესტერმა" "კრისტალ პალასთან" ითამაშა გასვლაზე, დატოვა საკმაოდ სუსტი შთაბეჭდილება და ვნახოთ ახლა თუ მოახდენს რეაბილიტაციას საკუთარი ქომაგების თვალწინ. ზედიზედ სამი მატჩი გატანილი გოლის გარეშე, ეს საკმაოდ უჩვეულოა მანჩესტერული გრანდისათვის, რომელსაც შეტევაში მატას, მარსიალისა და რუნის დონის ოსტატები ჰყავს. თუმცა, აქედან ყველაზე გამორჩუელი ფრანგი შემტევია ბოლო პერიოდში, მოულოდნელად რეგრესი განიცხადა ხუან მატამ, რომელიც სეზონის პირველი ორი თვე უნიკალური იყო, მაგრამ უკვე დიდი ხანია არაფრით გამოუჩენია თავი. აშკარა იყო, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაზოგა ძალები რუსეთში და ახლა ეცდება, რომ აუცილებელი სამი ქულა მოიპოვოს ოლდ ტრაფორდზე. როგორც ლუი ვან გაალმა აღნიშნა, ამ ჯგუფში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ექნება საშინაო მატჩებს და "წითელმა ეშმაკებმა" დღეს უნდა მოიგონ. რათქმაუნდა ფრის შემთხვევაშიც დარჩება შანსები, მაგრამ ეს არ არის "მანჩესტერის" სტილი, თანაც რატომ უნდა შეიქმნან ზედმეტი პრობლემები. წინ საკმაოდ რთული ზამთარია, ამიტომ ვან გაალს ნამდვილად არ აქვს ახალ პრობლემებზე ფიქრის თავი. ანტონიო ვალენსია, ლუკ შოუ, პედი მაკნეირი, ნიკ პაუელი და მემფის დეპაი ვერ ეხმარებიან "წითელ ეშმაკებს". მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები, მაგალითად ნახევარდაცვის ცენტრში მაიკლ კერიკის გამოჩენა და აგრეთვე მარუან ფელაინის დაყენება ძირითადში.

 

მოსკოვის "ცსკა" უბრალოდ საოცარ ფორმაშია და კვლავ არ მარცხდება რუსეთის პრემიერ ლიგაში. 14 ტურის შემდეგ, არმიელებს 36 ქულა აქვთ და ცხრა ქულით უსწრებენ მთავარ მდევარს. "ცსკა" უდავოდ საუკეთესო კლუბია რუსეთში და "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ფანტასტიკური პირველი ტაიმი ჩაატარა, რომელიც 1:0 მოიგეს. საწყის 45 წუთში, ლეონიდ სლუცკის გუნდს კიდევ შეეძლო ბურთების გატანა, მაგრამ საბოლოოდ ჩააგდო მეორე ტაიმი და დასჯერდა ფრეს. ახლა, "ცსკა" ოთხი ქულით ჯგუფში მესამე ადგილზეა და დღეს ყველა ვარიანტში სჭირდება ერთი ქულა, დამარცხება იქნება დამღუპველი და ჩაკეტავს გზას ფლეი–ოფისკენ. შესაბამისად, სლუცკის შეგირდებმა საკუთარი მაქსიმუმი უნდა გააკეთონ, რათა ბოლო შანსი დაიტოვონ, თანაც საკმაოდ კარგი. შემადგენლობა რეალურად სერიოზულია, ავიღოთ თუნდაც შეტევითი ხაზის გარდა დაცვის ცენტრი, სადაც უაღრესად გამოცდილი ბერეზუვსკი და იგნაშევიჩი მოქმედებენ. სლუცკი ჩინებული სპეციალისტია, რომელმაც უკვე მოახერხა "ოცნებათა თეატრში" საოცარი შედეგის მიღწევა და კიდევ ერთი მსგავსი სასწაული სჭირდება. სამწუხაროდ, გუნდს ვასილი ვერ დაეხმარება, მაგრამ მისი ძმა ალექსეი არის მზად.

 

რათქმაუნდა, ლუი ვან გაალის გუნდი ფავორიტია და ფეხბურთის თითოეულ ქომაგს სურს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" დღეს მოიგოს, მაგრამ "ცსკა" სერიოზული გუნდია, ვნახოთ როგორი სანახაობა გველის ოლდ ტრაფორდზე.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა – დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, როხო – კერიკი, შვაინშტაიგერი – მარსიალი, ფელაინი, მატა – რუნი.

 

ცსკა: აკინფეევი – მარიო ფერნანდესი, ა.ბერეზუვსკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი – ვერნბლუმი, ერემენკო – ტოშიჩი, ძაგოევი, მუსა – დუმბია.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2009 წლის ოქტომბერში გაიმართა, მაშინ მოსკოვში "მანჩესტერმა" 1:0 იმარჯვა. ოლდ ტრაფორდზე კი, ლეოინიდ სლუცკის დებიუტი შედგა ჩემპიონთა ლიგაზე, რომლის გუნდიც 3:1 იგებდა და საბოლოოდ ფრედ 3:3 ითამაშა. იმ შეხვედრაში ვასილი ბერეზუვსკიმ და ალან ძაგოევმა გამოიჩინეს თავი.
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროტურნირებზე სამი საშინაო მატჩი გამართა რუსებთან და სამივეჯერ ფრე ითამაშა.
  • ზოგადად, "წითელ ეშმაკებს" რვა თამაშიდან რუსული კლუბების წინააღმდეგ, ერთადერთი აქვთ მოგებული, რაც ნამდვილი სენსაციაა.
  • "მანჩესერ იუნაიტედს" ზედიზედ შვიდი საშინაო მატჩი არ წაუგია ევროარენაზე (6მ, 1ფ).
  • "ცსკა"–ს სტატისტიკა ინგლისში ასეთია: 1მ, 3ფ და 2წ.
  • ლეონიდ სლუცკის გუნდს უკვე ჰყავს დამარცხებული ერთი მანჩესტერული კლუბი გასვლაზე – "სიტი" ეტიჰადზე 2:1 გასულ სეზონში, სეიდუ დუმბიას დუბლით.

 

წინასამატჩო კომენტარები:

ლუი ვან გაალი: "ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის შემდეგი რამ – როდესაც ბევრ მომეტნს ქმნი, უნდა გამოიყენო მათი უმრავლესობა. "მიდლსბროს" წინააღმდეგ ლიგის თასზე საკმარისი რაოდენობის მომენტები გვქონდა. "კრისტალ პალასთან" განსხვავებული სიტუაცია იყო, საშინელი მატჩი ჩავატარეთ.

 

იმედი გვაქვს, რომ ისტორიას დავწერთ, მაგრამ დროა საჭირო. საუკეთესო დაცვა გვყავს პრემიერ ლიგაში, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ შეტევა არ შეგვიძლია, რაც სიცრუეა. ეს მხოლოდ ერთი მომენტია. როდესაც გოლებს ვერ იტან, რათქმაუნდა ძალიან ცუდი პერიოდი გიდგას, მაგრამ ჯერ წინაა ყველაფერი. ვიმედოვნებ, რომ "ცსკა"–ს გავუტანთ, მაგრამ რთული მატჩი გველოდება, მეტოქე საკმაოდ ორგანიზებულია".

 

ლეონიდ სლუცკი: "ეს ძალიან განსხვავებული გუნდია იმისგან, რომელსაც 2009 წელს შევხვდით...თუმცა, "მანჩესტერ იუნაიტედი" "მანჩესტერ იუნაიტედია". ისინი კვლავ უმაღლეს დონეზე არიან. ეს არის გუნდი, რომელიც კარგად აკონტროლებს ბურთს, ამიტომ კონტრშეტევებზე ვითამაშებთ. როდესაც გუნდს, ჰყავს ხუან მატას, ენტონი მარსიალის, უეინ რუნისნაერი მოთამაშეები, მას ნებისმიერ დროს შეუძლია გოლის გატანა მეტოქის კარში. სწორედ ამიტომ, სიფრთხილე გვმართებს".

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 კრიშტიანო რონალდო რეალი  5
2 ჰალკი ზენიტი 3 0
3 ვინსენტ აბუბაქარი პორტო 3 0
4 ნიკოლას გაიტანი ბენფიკა 3 0
5 რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი 3 0

https://fci.ge/uploads/posts/2015-11/1446533686_untitled2.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi