FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

რუი ვიტორია: იდეალური პოზიცია გვაქვს

4-11-2015
1 კომენტარი

ლისაბონის "ბენფიკას" მთავარმა მწვრთნელმა, პორტუგალიელმა რუი ვიტორიამ, შეაფასა "გალასთან" მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვება.

 

"არწივებმა" საკთარ მოედანზე მოახერხეს რევანშის აღება და აგრეთვე 2:1 დაამარცხეს თურქები შინ ლუიზაოს გოლით. ახლა, "ბენფიკას" ცხრა ქულა აქვს და ლიდერობს ჯგუფს, მეორეზე "ატლეტიკოა" – შვიდით.

 

"მოხარული ვარ ჩემი მოთამაშეების გამო, რომელთაც დიდებული თანმიმდევრულობა და ღირსება გამოავლინეს ამ საღამოს. გავახარეთ საკუთარი გულშემატკივრები და ოთხი თამაშის შემდეგ ცხრა ქულა გვაქვს.

 

დიდებული კამპანია გვაქვს და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გავსულვართ შემდეგ ეტაპზე, პოზიცია იდეალურია. ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ სამი გამარჯვება ოთხ ტურში საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუნდაც მენტალურად.

 

ჩემპიონთა ლიგა არის განსხვავებული ტურინირი და ყოველ შეხვედრას ვუყურებთ ისე, როგორც შანსი, უფრო სერიოზული გახადო საკუთარი კლუბის სახელი ევროპაში. ახლა, გვინდა, რომ ექვსიდან ხუთი თამაშის მოგებით დავასრულოთ ჯგუფური ეტაპი", – განაცხადა ვიტორიამ.

 

მომდევნო ტურში, ლისაბონელები ასტანას ესტუმრებიან და ნიკოლას გაიტანის გარეშე მოუწევთ ბრძოლა, რომელიც გააძევეს "გალათასარაის" წინააღმდეგ.

https://fci.ge/uploads/posts/2015-11/1446615229_vitoria.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi