FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ჩემპიონთა ლიგა: G ჯგუფის პრევიუ

4-11-2015
0 კომენტარი

G ჯგუფში უკვე შესაძლებელია, რომ "პორტომ" გაინაღდოს ფლეი–ოფის საგზური, მაგრამ თუ "ჩელსის" მდგომარეობას გავითვალისწინებთ, კიევის "დინამოსაც" აქვს შანსები. სტემფორდზე, საკმაოდ საინტერესო და ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გაიმართება ჟოზე მოურინიოს კარიერაში.

 

მაკაბი Vs პორტო

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, IV ტური

თარიღი: 23:45 საათი, 4 ნოემბერი

სტადიონი: სამი ოფერი, ჰაიფა

მთავარი მსაჯი: ტასოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

თელ–ავივის "მაკაბი" ჯეჯერობით საკმაოდ სუსტად გამოიყურება ჩემპიონთა ლიგაზე და გოლი არ გაუტანია ჯგუფურ ეტაპზე. აშკარაა, რომ მათი პირველი მცდელობა გაცილებით უკეთესი იყო, ახლა ეს გუნდი საკმაოდ უსუსრად გამოიყურება. დრაგაოზე, მათ არანაერი შანსი არ ჰქონიათ და არც ახლა არიან დიდად იმედიანად. "მაკაბი" გამოვარდა ისრაელის თასიდან, დაკარგა ლიდერობა ეროვნულ ჩემპიონატში, მაგრამ ბოლო ტურში 1:0 მოუგო დერბი "ჰაპოელს", რაც ფსიქოლოგიურად დიდი პლიუსია. ახლა, "მაკაბი" მეორე ადგილზეა ისრაელის ჩემპიონატში და მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამოუვარდება ლიდერს. სლავიშა იოკანოვიჩი საკმაოდ საინტერესო პერსონაა, მაგრამ გუნდი არც ისე მებრძოლი და საინტერესო ჰყავს. რადონიჩი, იტზაკი და დასა არიან ტრავმირებულნი, მაგრამ რთულია იმის თქმა თუ რაოდენ სერიოზულია ეს დანაკლისი. "მაკაბის" თითოეული მოთამაშე მიიღებს დიდ გამოცდილებას და ეცდებიან, რომ მომდევნო ჯერზე უფრო უკეთ გამოვიდნენ ჩემპიონთა ლიგაზე თუ მოხვდებიან. თუმცა, ჯერ კიდევ არის ისტორიული გოლების გატანის და ქულების მოპოვების შანსები.

 

"მაკაბისთან" საშინაო გამარჯვების შემდეგ, რომელიც ძალიან მარტივი გამოდგა, "პორტომ" უგოლო ფრე გააგორა შინ "ბრაგასთან", წინ გაუშვა "სპორტინგი" და შემდეგ დაისვენა. ხულენ ლოპეტეგის გუნდმა გამოტოვა ერთი ტური პორტუგალიის ჩემპიონატში და დღეს ეცდება, რომ გაინაღდოს შემდეგი ეტაპის საგზური ჩემპიონთა ლიგაზე. "დრაკონებს" ჩინებული გუნდი ჰყავთ, რომელიც რათქმაუნდა ეცდება პროგრესს და ამ ტურნირზე წარმტების მიღწევას. წავიდა ჯექსონ მარტინესი, მაგრამ დიდებულად გამოიყურება ვინსენ აბუბაქარი, პლიუს ამას ალჟირელი ვინგერი აისინ ბრაიმი და ჩინებული ნახევარდაცვის ცენტრი. კასემირო და ოლივერ ტორესიც წავიდნენ გუნდიდან, მაგრამ ახალგაზრდა რუბენ ნევესია ბრწყინვალე, აგრეთვე დანილო გამოიყურება სოლიდურად მოედნის ცენტრში. ლოპეტეგის ყველანაერად სრულყოფილი, ორგანიზებული და ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელიც მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს დღეს. თანაც, გუნდს მხოლოდ ცენტრალური მცველი მაიკონი აკლია, რაც დიდი პრობლემა არ არის.

 

ისრაელში "პორტო" უდავო ფავორიტია და ერთადერთი პრობლემა შესაძლოა იყოს მეტოქის არდაფასება. თუმცა, ლოპეტეგი ამაზე კარგად იმუშავებდა.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

მაკაბი: რაიკოვიჩი – შპუნგინი, ტიბი, ბენ ჰაიმ I, რიკანი – ალბერმანი, იგებორი, მიტროვიჩი, ბენ ჰაიმ II – ვერმუტი – ზაჰავი.

 

პორტო: კასილასი – მაქსი ფერეირა, მარკანო, ინდი, ლაიუნი – დანილო, რუბენ ნევესი, ანდრე ანდრე, იმბულა, კორონა – აბუბაქარი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ეს "პორტოს" პირველი თამაში იქნება ისრაელში.
  • 2004/05 წლების სადებიუტო სეზონში, "მაკაბიმ" "აიაქსი" დაამარცხა შინ და "იუვენტუსს" გაუგორა ფრე. ჯგუფში კიდევ "ბაიერნი" იყო და ბუნებრივია ისრაელები ბოლო ადგილზე გავიდნენ, მაგრამ ღირსეულად გამოვიდნენ.
  • "მაკაბი" აქამდე ერთხელ შეხვდა პორტუგალიურ კლუბს. ეს 2002/03 წლების სეზონში მოხდა, უეფას თასის პირველ ეტაპზე, როდესაც ისრაელებმა "ბოავიშტას" 1:0 მოუგეს შინ, მაგრამ ის თამაში სოფიაში გაიმართა. საპასუხოდ კი, 1:4 განადგურდა "მაკაბი".
  • ბოლო 13 გასვლითი თამაშიდან ევროტურნირებზე, "პორტომ" მხოლოდ ერთი წააგო.
  • დალ ბენ ჰაიმ I და დანილო არიან დისკვალიფიკაციის ზღვარზე.

 

წინასამატჩო კომენტარები:

სლავიშა იოკანოვიჩი: "საუკეთესო ასპარეზობის მოლოდინში ვარ და მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ. მოთამაშეთა უმრავლესობა, სწავლობენ ასეთი გუნდების წინააღმდეგ, რადგან აქ ყოველი შეცდომა ისჯება. 

 

გვინდა, რომ დავანახოთ საკუთარ ქომაგებს თუ ვინ ვართ და რაღაცნაერად მადლობა გადავუხადოთ. ვეცდებით ვიყოთ ყურადღებით და მიზანდასახულად ვიმოქმედოთ".

 

ხულენ ლოპეტეგი: "ჩემი მთავარი საზრუვანი შემდეგ ეტაპზე გასვლა და მორიგი ნაბიჯის გადადგმაა. ვაფასებთ "მაკაბის", რომელიც კარგი გუნდია, ჰყავს კარგი მოთამაშეები და ზურგს დიდებული ქომაგები უმაგრებენ. საუკეთესოს უნდა ვიმოქმედოთ".

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ჩელსი Vs კ.დინამო

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, IV ტური

თარიღი: 23:45 საათი, 4 ნოემბერი

სტადიონი: სტემფორდ ბრიჯი, ლონდონი

მთავარი მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

ჟოზე მოურინიო უკვე უმძიმეს სიტუაციაშია – "ჩელსიმ" მორიგი თამაში წააგო გასულ უქმეებზე, თანაც ისევ სტემფორდზე და "ლივერპულთან" 1:3. თამაშის შემდეგ, პორტუგალიელმა დაუვიწყარი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტს და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ "განსაკუთრებული" პირველად არის ასეთ საშინელ მდგომარეობაში. "ჩელსი" ნამდვილ კრიზისს განიცდის, გუნდი ვერაფრით მოდის გონზე და ვნახოთ როგორ მიიღებს ამ გამოწვევას ჟოზე. ახლა, შესაძლოა გადამწყვეტი მატჩი იყოს პორტუგალიელი სპეციალისტისთვის, რადგან ვერმოგება ძალიან გაართულებს საქმეს. თუ "ჩელსი" ვერც ჩემპიონთა ლიგაზე მიაღწევს წარმატებას, მითუმეტეს მიუახლოვდება ჩარჩენას, რათქმაუნდა ეს მეტისმეტი იქნება და სავარაუდოდ საბედისწეროც. თუმცა, ლონდონში მოურინიო საოცრად უყვართ, ქომაგები მას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და ეს არის მთავარი პლიუსი. ჯერჯერობით, მოუ სტემფორდზეა და თავად ეცდება გამოსწოროს სიტუაცია. კურტუა, ივანოვიჩი და პედრო ვერ დაეხმარებიან "ჩელსის". მოსალოდნელია, რომ "არისტოკრატები" ითამაშებენ თამამი ტაქტიკით და ნემანია მატიჩიც დაბრუნდება სასტარტო შემადგენლობაში.

 

კიევის "დინამომ" საკმაოდ ღირსეული თამაში აჩვენა "ჩელსის" წინააღმდეგ საკუთარი ქომაგების თვალწინ, მიიღო დადებითი შედეგი და დაივიწყა "შახტართან" საშინელი მარცხი. ამის შემდეგ იყო მშვენიერი გამარჯვება უკრაინის თასზე და "მეტალისტის" დამარცხება 2:0 პრემიერ ლიგაში. სერგეი რებროვს მშვენიერი კოლექტივი ჰყავს, რომელიც საკმაოდ სასიმოვნოდ დაბრუნდა ჩემპიონთა ლიგაზე. კიეველები ჯერჯერობით მეორე ადგილზე არიან და ეცდებიან მაქსიმუმი დადონ ლონდონში. თუ დღეს "დინამო" ფრეს გამოგლეჯს "ჩელსის", სერიოზულად გამოთქვამს პრეტენზიას ფლეი–ოფში გასასვლელად. ლაზარეთში მხოლოდ დანილო სილვა დარჩა, იარმოლენკო ასი პროცენტით არის მზად და იმედია საუკეთესო ფორმაში შევა ნელ–ნელა. რებროვი საუკეთესო თერთმეტეულს შეარჩევს და ვნახოთ როგორი იქნება მოტივირებული, ამბიციური უკრაინული გრანდი, რომელიც თავის დროზე სტაბილურად გადიოდა ევროპის მთავარი ტურნირის მეოთხედფინალსა თუ ნახევარფინალებში.

 

"ჩელსი" მიუხედავად კრიზისული პერიოდისა, მაინც ფავორიტია და მოუმ სწორედ დღეს უნდა დაიწყოს "აღდგენითი პროცესი", წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია კრიტიკული გახდება.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ჩელსი: ბეგოვიჩი – ზუმა, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა – ფაბრეგასი, მატიჩი, რამირესი – ვილიანი, დიეგო კოსტა, აზარი.

 

კ.დინამო: შოვკოვსკი – ვიდა, დრაგოვიჩი, ხაჩერიდი, ანტუნეში – რიბალკა, სიდორჩუკი – ბუიალსკი, დერლის გონსალესი, იარმოლენკო – კრავეცი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "ჩელსი" 12 ჯგუფური ეტაპიდან ჩემპიონთა ლიგაზე, ცხრაჯერ გავიდა პირველ ადგილზე, ორჯერ მეორეზე და 2012/13 წლების კამპანიაში ჩარჩა.
  • ბოლოს, სწორედ 2012/13 წლების სეზონში შეხვდა "ჩელსი" უკრაინულ კლუბს, რომელიც იყო დონეცკის "შახტარი" და 2:1 მოუგო კიდეც ინგლისურ კლუბს საკუთარ მოედანზე. სტემფორდზე, "არისტოკრატებმა" 3:2 იმარჯვეს, მაგრამ ვეღარ უშველეს თავს. ახლა, შესაძლოა "დინამომ" ჩატოვოს "ჩელსი" ჯგუფში.
  • ბოლო ათი საშინაო მატჩიდან ჩემპიონთა ლიგაზე, "ჩელსის" ერთადერთი აქვს წაგებული (7მ, 2ფ).
  • ჩემპიონთა ლიგაზე, კიევის "დინამომ" ბოლო რვა გასვლითი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ეგეც მეორე ტურში "მაკაბისთან" 2:0.
  • გასულ სეზონში, კიეველებმა "ევერტონი" 5:2 გაანადგურეს შინ ევროპის ლიგის 1/32–დ ფინალში, სტუმრად კი 1:2 წააგო და გავიდა მერვედფინალში.
  • თუმცა, "დინამოს" ინგლისში არასოდეს მოუგია (2ფ, 10წ).

 

წინასამატჩო კომენტარები:

ჟოზე მოურინიო: "2004 წლის მაისში, როდესაც "პორტომ" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ჩემს კარიერაში ცუდი პერიოდი დადგებოდა. მაშინაც ვთქვი, რომ ამ რთულ პერიოდს მივიღებდი ღირსეულად და აუცილებლად გავართმევდი თავს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ აქ ვარ და მზად ვარ. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველები გავალთ ჯგუფიდან. ეს არ არის მატჩი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ, მაგრამ არ უნდა წავაგოთ".

 

სერგეი რებროვი: "ნამდვილად არ ვფიქრობთ იმაზე, რაც ხდება "ჩელსის" თავს, რადგან ეს ნებისმიერ გუნდს შეიძლება მოუვიდეს. დარწმუნებული ვარ, რომ მოურინიო საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ ამ სიტუაციიდან დაიხსნას კოლექტივი. 

 

ჩვენ კი საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ და სრული კონცენტრაციით გავიდეთ მინდორზე. არ ვფქირობთ კიევში გამართულ შეხვედრაზე, ამას არანაერი მნიშვნელობა აღარ აქვს. ახლა, მხოლოდ ეს თამაშია მნიშვნელოვანი, რომელიც უნდა მოვიგოთ".

 

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 კრიშტიანო რონალდო რეალი  5
2 ჰალკი ზენიტი 3 0
3 ვინსენტ აბუბაქარი პორტო 3 0
4 ნიკოლას გაიტანი ბენფიკა 3 0
5 რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი 3 0

https://fci.ge/uploads/posts/2015-11/1446618855_barca.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi