FCI.ge
FCI.ge
ოვიედო ორ–სამ კვირას გამოტოვებს |
"ევერტონის" კოსტა რიკელი მარცხენა მცველი ბრიან ოვიედო ვერ დაეხმარება საკუთარ გუნდს უახლოეს თამაშებში დაზიანების გამო.
შეგახსენებთ, რომ უნივერსალურმა ოვიედომ პრემიერ ლიგის მე–11 ტურის მატჩში მიიღო ტრავმა გასულ უქმეებზე. მისმა გუნდმა შინ 6:2 გაანადგურა "სანდერლენდი", თავად კი 25 წუთზე დატოვა მინდორი.
სამედიცინო შემოწმების დეტალები ლივერპულული კლუბის თავკაცმა, რობერტო მარტინესმა გააცნო ჟურნალისტებს: "ბრაიანმა მუხლის ქვედა ბარძაყი დაიზიანა. ამ ტრავმის გამო ორი–სამი კვირა ვერ ითამაშებს. იმედი გვაქვს, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ მზად იქნება".
მიმდინარე სეზონში, ოვიედომ მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე ერთად, მაგრამ ახლა "ლურჯებს" სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ, ამიტომ კოსტა რიკელის არყოფნა დანაკლისად ითვლება.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.