FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ნაინგოლანი: მეორე ტაიმში მოდუნებულნი გავედით მინდორზე

5-11-2015
1 კომენტარი

"რომას" ცენტრალური ნახევარმცველი რაჟა ნაინგოლანი მოუწოდებს საკუთარ პარტნიორებს, რომ არ დაკმაყოფილდნენ მიღწეულით, რადგან შესვენების დროს კინაღამ საბედისწერო შეცდომა დაუშვეს.

 

გუშინ, სტადიო ოლიმპიკოზე, "მგლებმა" 2:0 მოუგეს პირველი ტაიმი ლევერკუზენის "ბაიერს", მაგრამ მეორე ნახევრის ხუთ წუთში ანგარიში გათანაბრდა. საბოლოოდ, იტალიელებმა მაინც დაძლიეს გერმანელთა წინააღმდეგობა და პენალტით გაიტანეს გადამწყვეტი გოლი – 3:2.

 

"შესვენებაზე 5:0 ანგარიშით რომ გავსულიყავით, მაშინ არავის შეეპარებოდა ეჭვი გამარჯვების სამართლიანობაში. ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ მეორე ტაიმში ზედმეტად მოდუნებულები გავედით მინდორზე. მეტოქემ ამით ისარგებლა, მაგრამ მაინც მოვედით გონზე და მოვიპოვეთ დამსახურებული სამი ქულა.

 

მოთამაშეები ბოლომდე კმაყოფილნი არ უნდა იყვნენ შედეგით, რადგან მოწინააღმდეგეს წონასწორობის აღდგენის უფლება მივეცით. "ბაიერმა" საოცრად იმოქმედა. უნდა ვისწავლოთ თამაშის კონტროლი", – განაცხადა ბელგიელმა.

 

ამ გამარჯვების შედეგად, "რომა" ხუთი ქულით მეორე ადგილზე გადავიდა ჯგუფში და ერთით უსწრებს "ბაიერს".

https://fci.ge/uploads/posts/2015-11/1446727320_284683.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi