FCI.ge
FCI.ge
ფიფას ახალი რეიტინგი: ბელგია პირველია! |
ფიფამ დღეს დილით გამოაქვეყნა ახალი საერთაშორისო რეიტინგი, სადაც რამდენიმე საკმაოდ საინტერესო ცვლილებაა.
აღსანიშნავია, რომ ბელგიის ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად მოექცა ამ რეიტინგის სათავეში, რაც ნამდვილად დიდებული და დამსახურებული მიღწევაა.
ორი პოზიცია დაკარგა არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა, დატოვა ათეული ჰოლანდიამ და მეათე პოზიციაზე გადაინაცვლა ავსტრიის ეროვნულმა გუნდმა, რომელიც ევრო 2016–ს შესარჩევი ციკლის ერთ–ერთი მთავარი აღმოჩენაა.
საქართველოს ნაკრებმა სამწუხაროდ დაკარგა ერთი პოზიცია და ახლა 112–ე ადგილზეა.
საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1) ბელგია – 1440 ქულა
2) გერმანია – 1388 ქულა
3) არგენტინა – 1383 ქულა
4) პორტუგალია – 1364 ქულა
5) ჩილე – 1288 ქულა
6) ესპანეთი – 1287 ქულა
7) კოლუმბია – 1233
8) ბრაზილია – 1208
9) ინგლისი – 1179
10) ავსტრია – 1130
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.