FCI.ge
FCI.ge
დეშამმა შემადგენლობა დაასახელა |
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, დიდიე დეშამმა, უხმო რჩეულებს უახლოესი ამხანაგური მატჩებისათვის.
"ლურჯები" 13 ნოემბერს საკუთარ მოედანზე მიიღებენ გერმანიის ნაკრებს, ოთხ დღეში კი ინგლისს ეწვევა და ეცდება წარმატებით გავიდეს ოთხთვიან პაუზაზე.
აღსანიშნავია, რომ დეშამმა განაცხადს მიღმა დატოვა სკანდალური მატიუ ვალბუენა და კარიმ ბენზემა. სამაგიეროდ, 2012 წლის შემდეგ პირველი შანსი მიიღო ჰატემ ბენ არფამ, რომელიც საუცხოო ფორმაშია და პირველად გამოიძახეს მიუნხენის "ბაიერნის" უნიჭიერესი ვინგერი კინგსლი კომანიც.
მეკარეები: უგო ლორისი ("ტოტენჰემი", ინგლისი), სტივ მანდანდა ("მ.ოლიმპიკი", საფრანგეთი), ბენოა კოსტილი ("რენი", საფრანგეთი).
მცველები: კრისტოფ ჟალე ("ლ.ოლიმპიკი", საფრანგეთი), ბაკარი სანია, ელიაკიმ მანგალა (ორივე "მანჩესტერ სიტი", ინგლისი), რაფაელ ვარანი ("რეალი", ესპანეთი), მამადუ სახო ("ლივერპული", ინგლისი), ლორან კოსელნი ("არსენალი", ინგლისი), პატრის ევრა ("იუვენტუსი", იტალია), ლუკას დინიე ("რომა", იტალია).
ნახევარმცველები: ლასანა დიარა ("ლ.ოლიმპიკი", საფრანგეთი), ბლეზ მატუიდი ("პსჟ", საფრანგეთი), იოჰან კაბაიე ("კრისტალ პალასი", ინგლისი), მორგან შნეიდერლინი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), პოლ პოგბა ("იუვენტუსი", იტალია), მუსა სისოკო ("ნიუკასლი", ინგლისი).
თავდამსხმელები: ჰატემ ბენ არფა ("ნიცა", საფრანგეთი), კინგსლი კომანი ("ბაიერნი", გერმანია), ენტონი მარსიალი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო", ესპანეთი), ოლივიე ჟირუ ("არსენალი", ინგლისი), ანდრე–პიერ ჟენიაკი ("ტიგრესი", მექსიკა).
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.