FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ჩემპიონთა ლიგა: მეოთხე ტურის სიმბოლური

5-11-2015
5 კომენტარი

უეფას ოფიციალურმა ვებ–გვერდმა რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნა ჩემიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის სიმბოლური ნაკრები.

 

როგორც ყოველთვის, თერთმეტეული საკმაოდ საინტერესო და ობიექტურად შედგენილია. გუნდში ათი ახალწვუელია, ერთადერთი ჯანლუიჯი ბუფონი მოხვდა მეორედ პირველი ტურის შემდეგ.

 

მეკარე – ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი"): 37 წლის ჯიჯი აგრძელებს უმაღლესი დონის ფეხბურთის თამაშს, რითიც ამტკიცებს საკუთარ გენიალურობას. იტალიელი ლეგენდა, რომელიც 2018 წლის მუნდიალზე აპირებს თამაშს, ფანტასტიკური იყო მიუნხენგლადბახში და პირველ ტაიმში რამდენიმე საოცარი სეივი გააკეთა. ჯიჯი როგორც ყოველთვის მხსნელად მოევლინა "იუვეს" და საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ათკაციანმა ტურინელებმა ქულა წამოიღეს გერმანიიდან.

 

მარჯვენა მცველი – სტეფან ლიხშტაინერი ("იუვენტუსი"): ისევ "იუვე" და მისი ჩინებული მარჯვენა მცველი, რომელიც ორთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა საფეხბურთო მინდორს. შვეიცარიელმა გულის პრობლემები მოიგვარა და იდეალურად ითამაშა "მ.ბორუსიასთან". გარდა იმისა, რომ სტეფანი მშვენიერი იყო უკანა ხაზზე, შეტევაშიც ტრადიციულად აქტიურობდა და ულამაზესი ბურთი შეაგდო. ლიხშტაინერი უკონკურენტო იყო ამ პოზიციაზე მეოთხე ტურის მიხედვით.

 

ცენტრალური მცველი – ნაჩო ფერნანდესი ("რეალი"): 26 წლის ესპანელი დამცველი "პსჟ"–ს წინააღმდეგ მოგვიანებით შევიდა მინდორზე და მალევე გაიტანა კურიოზული გოლი. თუმცა, გარდა იმისა, რომ ნაჩომ სამი ქულა მოუტანა "სამეფო კლუბს", დიდებულად მოქმედებდა დაცვაში და მეორე ნახევარში სრულიად გაანეიტრალა პარიზული კლუბის მრისხანე ფორვარდები. ყველაზე ხშირად კავანისთან უწევდა დაპირისპირება, მაგრამ საკმაოდ საიმედოდ იდგა.

 

ცენტრალური მცველი – კრის სმოლინგი ("მანჩესტერ იუნაიტედი"): კრის სმოლინგი მეორე ფეხბურთელია "მანჩესტერ იუნაიტედიდან", რომელიც მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში ხუან მატას შემდეგ. კრისს განსაკუთრებული საქმე არ ჰქონია, რადგან "ცსკა" ძირითადად თავს იცავდა, მაგრამ როგორც ჩანს უეფას ექსპერტებმა ინგლისელის მოქმედებები კარგად შეაფასეს. სმოლინგს კარგი გრძელი პასი აქვს, რაც ეტაპობრივად ეხმარებოდა ვან გაალის გუნდს.

 

მარცხენა მცველი – დავიდ ალაბა ("ბაიერნი"): "რეკორდმაისტერმა" ფენომენალური თამაში აჩვენა მიუნხენში "არსენალის" წინააღმდეგ და ერთ–ერთი საუკეთესო იყო მინდორზე დავიდ ალაბა თუ საუკეთესო არა. ავსტრიელმა უბრალოდ გააქრო მოედნიდან კოსტა რიკელი ტალანტი ჯოელ კემბელი, გარდა ამისა როგორც ყოველთვის აქტიური იყო შეტევაში და შეაგდო დიდებული ბურთი. დავიდი ცენტრშიც იწევდა მომენტალურად, რაც გვარდიოლას "ბაიერნში" ჩვეულებრივი მოვლენაა და ყველანაერად უნაკლო თამაში ჩაატარა. ალაბა ამ სეზონში მძიმე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა გუნდს, მაგრამ ახლა იდეალურად გრძნობს თავს.

 

ცენტრალური ნახევარმცველი – სვენ კუმსი ("გენტი"): ბელგიის ჩემპიონმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა საკუთარ მოედანზე და 1:0 დაამარცხა "ვალენსია". მინდორზე უდავოდ საუკეთესო იყო გუნდის კაპიტანი და დირიჟორი სვენ კუმსი, რომელმაც პენალტით შეაგდო ერთადერთი ბურთი მეორე ტაიმის დებიუტში. "გენტმა" ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლით აჯობა ესპანურ კლუბს, რაც მეტწილად სწორედ კუმსის დამაჯერებელი და ზუსტი თამაშის შედეგია.

 

მარჯვენა ნახევარმცველი – ვილიანი ("ჩელსი"): ბრაზილიელი გარემარბი დიდებულ სეზონს ატარებს და უდავოდ საუკეთესოა ამ "ჩელსიში". ჟოზე მოურინიოს გუნდმა გასულ უქმეებზე მნიშვნელოვანი მატჩი წააგო და "არისტოკრატებს" ძალიან სჭირდებოდათ "დინამოს" დამარცხება. მატჩი რთული გამოვიდა, უკრაინელები გაებდნენ დიდი ხანი, მაგრამ ბოლოსკენ შეაგდეს და ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა. თუმცა, ბოლო წუთებზე ლონდონელებმა საჯარიმო მოიპოვეს, რომელიც ტრადიციულად დიდებულად შეასრულა ვილიანმა და მოუპოვა სამი ქულა ჟოზეს – 2:1, ვილიანი იმსახურებს სიმბოლურში ადგილს.

 

მარცხენა ნახევარმცველი – რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტი"): მანუელ პელეგრინის გუნდმა დიდებული თამაში აჩვენა რამონ სანჩეს პენხუანზე და 3:1 იმარჯვა. გამორჩუელი იყო "სიტის" შეტევითი ხაზი, რომელსაც სტერლინგი ხელმძღვანელობდა. რაჰიმი ძალიან კარგად კომბინირებდა, ანთავისუფლდებდა ზონებს, არიგებდა პასებს და მშვენიერი გოლით გახსნა ანგარიში. ახალგაზრდა ინგლისელი მატჩიდან–მატჩამდე უმატებს და უკვე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზეც გაიბრწყინა. ეს ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანია რაჰიმისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.

 

მარჯვენა თავდამსხმელი – ტომას მიულერი ("ბაიერნი"): თავისუფლად შეიძლება მოხვედრილიყო სიმბოლურში კინგსლი კომანი ან დუგლას კოსტა, მაგრამ გოლები ორმაგად ფასობს. ტომას მიულერმა ორი გოლი გაუტანა "არსენალს" და დაიმსახურა ადგილი ოცნების გუნდში. გერმანელი იდეალური იყო მთელი მატჩის განმავლობაში, ძირითადად მარჯვენა ფრთიდან უტევდა, თანაც საკმაოდ სახიფათოდ. პირველი გოლი პირადად მიულერის დამსახურებაა, მეორე გოლის დროს კი დააფასა კოსტას შრომა და საკმაოდ ზუსტი დარტყმით დასვა წერტილი – 5:1! მიულერს კიდევ სხვა შანსების ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ დუბლს დასჯერდა.

 

ცენტრალური თავდამსხმელი – რუბენ პარდო ("ოლიმპიაკოსი"): ამ პოზიციაზე კონკურენცია მაღალი იყო, რადგან ლუის სუარესი, რობერტ ლევანდოვსკი და არტიომ ძიუბა დიდებულნი იყვნენ, მაგრამ რუბენ პარდო ალბათ მთლიანად ტურის გმირია. კოლუმბიელი ფორვარდი 25 წუთით ადრე შევიდა მინდორზე, როდესაც ბერძნები შინ 0:1 მარცხდებოდნენ ზაგრების "დინამოსთან" აუცილებლად მოსაგებ მატჩში. პარდომ ჯერ შესანიშნავი დარტყმით აღადგინა წონასწორობა, შემდეგ კი ბოლო წამებზე გამოიყენა ერთი–ერთზე შანსი და საკმაოდ საჭირო სამი ქულა ააღებინა "ოლიმპიაკოსს" დიდებულ არენაზე. ასე, რომ რობერტმა, ლუის და არტიომმა უნდა მოითმინონ.

 

მარცხენა თავდამსხმელი – ნეიმარი ("ბარსელონა"): მეოთხე ტურის მთავარი აღმოჩენა "ბარსას" მე–11 ნომერი იყო, რომელიც მხოლოდ ახლოდან ჰგავდა ნეიმარს. გრძელი თმები რომ ჰქონოდა და ერთიანს მაგივრად ბოლოში ნულიანი წერებოდა მაისურზე, ყველას რონალდინიო ეგონებოდა. ფაქტია, რომ რეზინის თავსაფარმა იდეალურად იმუშავა და ბრაზილიელმა საკუთარი პოტენციალი იდეალურად გამოავლინა. ნეი საუცხოო იყო, დაარიგა დიდებული გადაცემები და თავად ორი მშვენიერი ბურთი შეაგდო. მესი ლაზარეთშია, მაგრამ ახლა ნეიმარია გუნდის წინამძღოლი, ჯერჯერობით დიდებულად ართმევს თავს ლეო მესის როლს.

 

https://fci.ge/uploads/posts/2015-11/1446747490_buffon.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi