FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ინგლისის პრემიერ ლიგა: 7 ნოემბრის მატჩების პრევიუ

7-11-2015
3 კომენტარი

ინგლისის პრემიერ ლიგის მე–12 ტური დღეს იწყება და შვიდი თამაში გაიმართება. საკმაოდ საინტერესო, თანაბარი დაპირისპირებები შედგება უმრავლეს ქალაქებში, გარდა მანჩესტერისა, სადაც "ვესტ ბრომი" ჩავა. ბოლოს კი ვიხილავთ მოურინიოს "ჩელსის", რომელსაც რთული ვიზიტი ელოდება ბრიტანიაზე.

 

ბორნმუთი Vs ნიუკასლი

 

ჩემპიონატი: ინგლისის პრემიერ ლიგა, XII ტური

თარიღი: 16:45 საათი, 7 ნოემბერი

სტადიონი: ვიტალიტი სთედიუმი, ბორნმუთი

მთავარი მსაჯი: ლი მეისონი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ბორნმუთი: ფედერიკი – ადამ სმიტი, ფრენსისი, დისტინი, დანიელსი – სურმანი, გოსლინგი – რიჩი, არტერი, სტანისლასი – კინგი.

 

ტრავმირებულნი არიან: ტომი ელპიკი, ტაირონ მინგზი, მაქს გრადელი, კალუმ უილსონი.

საეჭვოა: არტურ ბორუცი.

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

ნიუკასლი: ელიოტი – იანმაატი, კოლოჩინი, მბემბა, დამეტი – მუსა სისოკო, ანიტა, ტიოტე, ვიინალდუმი – აიოზე პერესი, მიტროვიჩი.

 

ტრავმირებულნი არიან: ტიმ კრული, კარლ დარლოუ, კარტის გუდი, სტივენ ტეილორი, ჯეკ ქოლბექი, გაბრიელ ობერტანი, როლანდო აარონსი, ემანუელ რევიერი.

საეჭვოა: რობ ელიოტი, დარილ იანმაატი, მასადო ჰაიდარა.

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ეს გუნდები სულ ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ყველა ტურნირზე, ორჯერ მოიგო "ბორნმუთმა", ორჯერ "ნიუკასლმა" და ორი მატჩი დასრულდა ფრედ.
  • ბოლო 12 გასვლითი თამაშიდან პრემიერ ლიგაში, "ნიუკასლმა" ათი წააგო და ორი ფრედ დაასრულა. თანაც, ამ პერიოდში მხოლოდ სამი ბურთი შეაგდო.
  • მიმდინარე სეზონში, "ჯორდებმა" ექვსი ზუსტი თავური დარტყმიდან ხუთი კარის ბადეში გაახვიეს.
  • 2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული, ინგლისის ტოპ–ოთხ ლიგაში, მხოლოდ სესკ ფაბრეგასს (19) აქვს გაკეთებული უფრო მეტი საგოლე გადაცემა, ვიდრე მეტ რიჩის (18).

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  

 

სანდერლენდი Vs საუთჰემპტონი

 

ჩემპიონატი: ინგლისის პრემიერ ლიგა, XII ტური

თარიღი: 19:00 საათი, 7 ნოემბერი

სტადიონი: სთედიუმ ოფ ლაითი, სანდერლენდი

მთავარი მსაჯი: მაიკლ ჯონსი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

სანდერლენდი: პანტილიმონი – იედლინი, ო'ში, ქაბული, ბილი ჯონსი – მ'ვილა – ადამ ჯონსონი, ხორდი გომესი, ლენსი – დეფო, სტივ ფლეტჩერი.

 

ტრავმირებულნი არიან: ადამ მათეუსი, ლი კატერმოლი.

საეჭვოა: 

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

საუთჰემპტონი: სტეკელენბურგი – სოარეში, ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი – კლასი, რომეუ – მანე, სტიდ დევისი, ტადიჩი – პელე.

 

ტრავმირებულნი არიან: ფრეიზერ ფორსტერი, ფლორინ გარდოში, შეინ ლონგი, ჯეი როდრიგესი.

საეჭვოა: ჟოზე ფონტე.

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: ვიქტორ ვანიამა.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "საუთჰემპტონის" დამარცხების შემდეგ მაისში, "სანდერლენდმა" ბოლო ექვსი საშინაო თამაშიდან პრემიერ ლიგაში მხოლოდ ერთი მოიგო (3ფ, 2წ), ეგეც ბოლოს "ნიუკასლთან".
  • გასულ სეზონში, "წმინდანებმა" 8:0 გადაუარეს "შავ კატებს" სენტ–მერიზე და ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მარცხი აგემეს.
  • რონალდ კუმანის გუნდს ბოლო 12 გასვლითი თამაშიდან პრემიერ ლიგაში მხოლოდ ერთი აქვს მოგებული (5ფ, 6წ), მაგრამ ამ სეზონში ჯერ არ დამარცხებულა სტუმრად (1მ, 4ფ).
  • პრემიერ ლიგის ბოლო რვა ტურში, სადიო მანემ სამი გოლი შეაგდო და ოთხი ასისტი გააკეთა.
  • "საუთჰემპტონს" პრემიერ ლიგის ამ სეზონში ყველაზე მეტი, ექვსი თავური გოლი აქვს გატანილი.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

 

ნორვიჩი Vs სუონსი

 

ჩემპიონატი: ინგლისის პრემიერ ლიგა, XII ტური

თარიღი: 19:00 საათი, 7 ნოემბერი

სტადიონი: ქეროუ როადი, ნორვიჩი

მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ნორვიჩი: რადი – ვიტაკერი, ბენეტი, ბასონგი, ბრეიდი – რედმონდი, ტეტი, მულუმბუ, ჰაუსონი – ჰულაჰანი – ჯერომი.

 

ტრავმირებულნი არიან: –

საეჭვოა: მეტიუ ჯარვისი, ენდრიუ უისდომი.

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: რასელ მარტინი.

 

სუონსი: ფაბიანსკი – ნაუთონი, ფ.ფერნანდესი, ეშლი უილიამსი, ნილ ტეილორი – ჯეკ კორკი, შელვი – ანდრე აიუ, სიგურდსონი, მონტერო – გომისი.

 

ტრავმირებულნი არიან: –

საეჭვოა:

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "ნორვიჩსა" და "სუონსის" შორის გამართულ ექვს შეხვედრაში პრემიერ ლიგის ეგიდით, 25 გოლი გავიდა.
  • "იადონებს" ბოლო რვა საშინაო მატჩიდან პრემიერ ლიგაში მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული (1ფ, 6წ).
  • "გედების" ბოლო 15 ვიზიტიდან ქეროუ როადზე, ერთი დასრულდა წარმატებით მხოლოდ (3ფ, 11წ).
  • ჟეფერსონ მონტერომ მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი ჩაწოდება (63) განახორციელა და ყველაზე დრიბლინგი გააკეთა – 73.
  • ხუთწლიანი უგოლო სერია პრემიერ ლიგაში, კამერონ ჯერომმა გასულ უქმეებზე შეწყვიტა, როდესაც "მან.სიტის" გაუტანა სტუმრად.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  

 

ლესტერი Vs უოტფორდი

 

ჩემპიონატი: ინგლისის პრემიერ ლიგა, XII ტური

თარიღი: 19:00 საათი, 7 ნოემბერი

სტადიონი: კინგ ფაუერი, ლესტერი

მთავარი მსაჯი: როჯერ ისტი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ლესტერი: შმეიხელი – სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, შლუპი – მაჰრეზი, დრინქვოთერი, კანტე, ოლბრაიტონი – ოკაზაკი, ვარდი.

 

ტრავმირებულნი არიან: მეტიუ ჯეიმსი.

საეჭვოა: კრისტიან ფუხსი.

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

უოტფორდი: გომეში – ნიომი, ქეთქართი, ბრიტოსი, აკე – ვოტსონი, კაპუ – ანია, დინი, აბდი – იგალო.

 

ტრავმირებულნი არიან: ჯოელ ეკსტრანდი.

საეჭვოა: ხურადო, ოდიონ იგალო.

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ბოლო 12 საშინაო მატჩიდან პრემიერ ლიგაში, "ლესტერ სიტიმ" მხოლოდ ორი წააგო (8მ, 2ფ), თანაც "ჩელსისთან" და "არსენალთან".
  • მიმდინარე სეზონში, "უოტფორდმა" ექვსი გასვლითი მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო, სამი მოიგო.
  • ამ სეზონში, "მელიებმა" ყველაზე მეტი, ათი ქულა მოიპოვეს მდევრის როლში.
  • "უოტფორდის" მიერ გაშვებული ათი გოლიდან, ცხრა მეტოქეებმა პირველ ტაიმში შეაგდეს.
  • ბოლო ათ შეხვედრაში პრემიერ ლიგის ეგიდით, რიად მაჰრეზმა შვიდი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
  • კლაუდიო რანიერის გუნდი ერთადერთია, რომელმაც მიმდინარე სეზონის ყოველ ტურში გაიტანა გოლი.
  • ამ სეზონის მიხედვით, "ლესტერის" თამაშებში ყველაზე მეტი გოლი გავიდა – 42. სამაგიეროდ, "უოტფორდის" მატჩებში ყველაზე ცოტა – ოცი.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  

 

ვესტ ჰემი Vs ევერტონი

 

ჩემპიონატი: ინგლისის პრემიერ ლიგა, XII ტური

თარიღი: 19:00 საათი, 7 ნოემბერი

სტადიონი: ბოლეინ გრაუნდი, ლონდონი

მთავარი მსაჯი: პოლ თერნი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ვესტ ჰემი: ადრიანი – ჯენკინსონი, ტომკინსი, რიდი, კრესველი – კუიატე, ნობლი – ლანსინი, პაიე, მოზესი – ქეროლი.

 

ტრავმირებულნი არიან: ალექსანდრ სონგი, დიაფრა სახო.

საეჭვოა: 

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: ჯეიმს კოლინსი.

 

ევერტონი: ჰოვარდი – კოულმანი, სტოუნსი, მორი, გალოვეი – მაკარტი, ბარი – დეულოფეუ, ბარკლი, კონე – ლუკაკუ.

 

ტრავმირებულნი არიან: ტონი ჰიბერტი, ფილ იაგელკა, ბრაიან ოვიედო, სტივენ პეინაარი.

საეჭვოა: 

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "ვესტ ჰემს" 2014 წლის დეკემბრის შემდეგ არ მოუგია ზედიზედ ორი საშინაო თამაში პრემიერ ლიგაში.
  • ბოლო ცხრა გასვლითი მატჩიდან პრემიერ ლიგაში, "ევერტონს" მხოლოდ ორი აქვს წაგებული (4მ, 3ფ).
  • რომელუ ლუკაკუმ "ევერტონის" რიგებში ექვსი მატჩი ჩაატარა "ჩაქუჩების" წინააღმდეგ და ყოველ შეხვედრაში გაიტანა თითო გოლი.
  • "ვესტ ჰემს" 14 მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს "ევერტონის" წინააღმდეგ (4ფ და 10წ).
  • არუნა კონემ სულ შვიდი ზუსტი დარტყმა განახორციელა პრემიერ ლიგის ამ სეზონში, მაგრამ ხუთი გოლი გაიტანა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  

 

მანჩესტერ იუნაიტედი Vs ვესტ ბრომვიჩი

 

ჩემპიონატი: ინგლისის პრემიერ ლიგა, XII ტური

თარიღი: 19:00 საათი, 7 ნოემბერი

სტადიონი: ოლდ ტრაფორდი, მანჩესტერი

მთავარი მსაჯი: მაიკ დინი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

270 წუთიანი უგოლო სერია "მანჩესტერ იუნაიტედმა" შუაკვირას შეწყვიტა მოსკოვის "ცსკა–ს" წინააღმდეგ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზეც საკმაოდ გაუჭირდა. ლუი ვან გაალის გუნდი ტრადიციულად ფლობდა ინიციატივას და საბოლოოდ უეინ რუნიმ მოუპოვა "წითლებს" მნიშვნელოვანი სამი ქულა. მემფის დეპაის არყოფნით, საკმაოდ კარგად სარგებლოს ახალგაზრდა ჯესი ლინგარდი, რომლიც ჩინებული იყო ოლდ ტრაფორდზე და საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში. ლინგარდი საკმაოდ ტექნიკური, სწრაფი და გონიერი მოთამაშეა, ისეთი როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედს" უნდა ჰყავდეს ფრთაზე. თუმცა, ბოლო პერიოდში მუდმივად აკრიტიკებენ მანკუნიანურ გრანდს სათამაშო სტილის გამო, ინგლისურ პრესაში სერიოზული წნეხის ქვეშ ამყოფებენ დიდებულ ჰოლანდიელ სპეციალისტს, რაც "კრისტალ პალასთან" ნაჩვენებმა უსახურმა თამაშმა გამოიწვია, მანამდე კი ლიგის თასიდან გამოვარდნამ. ლონდონში მართლაც ცუდი მატჩი ჩაატარა "იუნაიტედმა", მაგრამ ახლა აქვს რეაბილიტაციის შანსი საკუთარი ქომაგების თვალწინ. "მანჩესტერი" ოცი ქულით მეოთხე ადგილზეა, ჯერ მთელი ბრძოლა წინ არის და ახლა კარგი დასვენება სჭირდებათ ბიჭებს, განსაკუთრებით ლუის. შოუ, მაკნეირი და ვალენსია ვერ ეხმარებიან საკუთარ გუნდს, მატეო დარმიანი კი დისკვალიფიკაცირებულია, მან ყვითლების ლიმიტი ამოწურა. ვან გაალი სავარაუდოდ კვლავ მიმართავს როტაციას, მაგრამ არა შეტევით ხაზში.

 

"ვესტ ბრომვიჩი" მიმდინარე სეზონში მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ ახლა იწყება ყველაზე რთული პერიოდი, რადგან ტონი პიულისის გუნდი უახლოეს პერიოდში "არსენალს", "ვესტ ჰემს", "ტოტენჰემს", "ლივერპულს" უნდა შეხვდეს, ეს ციკლი კი იწყება ოლდ ტრაფორდზე. თუმცა, უელსელი სპეციალისტი საკმაოდ გამოცდილია იმისათვის, რომ შეაშინოს მეტოქეთა სახელებმა. ტონი შესანიშნავად მუშაობას "ვესტ ბრომში", რომელსაც ერთის შეხედვით პირდაპირ გასავარდნი გუნდის შემადგენლობა ჰყავს. თუმცა, მოგვარდა პრობლემები საიდო ბერაინოსთან, საკმაოდ კარგად მოერგო ახალ გუნდს ჯონი ევანსი, რომელიც ბრუნდება მანჩესტერში და ორმაგად მოტივირებული იქნება. თუმცა, ამ თამაშის მთავარი ინტრიგა რათქმაუნდა ბრწყინვალე შოტლანდიელი საყრდენის, დარენ ფლეტჩერის "ოცნებათა თეატრში" დაბრუნებაა. ფლეტჩერი "შაშვების" ხერხემალია და პიულისის მარჯვენა ხელი მინდორზე. კარგად ათამაშდა სამხრეთ ამერიკელი ფორვარდი სალომონ რონდონი, რომელიც გუნდის საუკეთესო ბომბარიდირია ამ სეზონში და კარგად უგებს ბერაინოს. ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, წინა ტურში "ვესტ ბრომვიჩი" ყოვლისშემძლე "ლესტერთან" დამარცხდა, ახლა კი ეცდება გააგრძელოს წარმატებული ტრადიცია ოლდ ტრაფორდზე. ლაზარეთში მხოლოდ მეკარე ბენ ფოსტერია, ამიტომ პიულისს პრობლემები არ აქვს და არც შეცვლის სასტარტო შემადგენლობას, რომელიც გამოკვეთილია.

 

"მანჩესტერ იუნაიტედი" რათქმაუნდა ფავორიტია და სავარაუდოდ შეწყვეტს წაგებათა სერიას ოლდ ტრაფორდზე "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა – იანგი, სმოლინგი, ჯონსი, როხო – შვაინშტაიგერი, კერიკი – მატა, რუნი, ლინგარდი – მარსიალი.

 

ვესტ ბრომვიჩი: მაიჰილი – კრეიგ დაუსონი, მაკოული, ევანსი, ბრანტი – მაკმანიმანი, დარენ ფლეტჩერი, იაკობი, მაკლინი – რონდონი, ბერაინო.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • უეინ რუნიმ შვიდი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა "ვესტ ბრომის" წინააღდეგ ჩატარებულ ბოლო შვიდ შეხვედრაში, რომელიც პირველივე წუთებიდან დაიწყო.
  • ამ გუნდების ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან პრემიერ ლიგაში, "წითელმა ეშმაკებმა" მხოლოდ ერთი მოიგეს, "შაშვებმა" კი – ორი, თანაც ორივე ოლდ ტრაფორდზე.
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო 13 საშინაო თამაშიდან პრემიერ ლიგაში წააგო მხოლოდ ერთი (9მ, 3ფ) და სწორედ "ვესტ ბრომვიჩთან".
  • ამ სეზონში, ლუი ვან გაალის გუნდმა ყველაზე მეტჯერ შაინახა კარი მშრალად – შვიდი.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  

 

სტოკი Vs ჩელსი

 

ჩემპიონატი: ინგლისის პრემიერ ლიგა, XII ტური

თარიღი: 19:00 საათი, 7 ნოემბერი

სტადიონი: ბრიტანია, სტოკი

მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ, "სტოკ სიტი" კრეფს ფორმას და ბოლო ექვს ტურში 11 ქულის მოპოვება მოახერხა. მარკ ჰიუზმა ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, რასაც მოჰყვა საშინაო მარცხი "უოტფორდთან" 0:2 და უგოლო ფრე "ნიუკასლთან" გასვლაზე. "მეთუნეებს" მოულოდნელად ძალიან უჭირთ მიმდინარე სეზონში, პირველ რიგში ეს შეტევას ეხება, რადგან გაცილებით მეტს ელიან "სტოკის" საკმაოდ ტექნიკური და საინტერესო შემტევებისგან. ვერაფრით გაიხსნა შვეიცარიელი ხერდან შაქირი, არასტაბილურია ბოიანი, დიუფი და ერთადერთი შედარებით ყველაზე კარგად მარკო არნაუტოვიჩი გამოიყურება. ავსტრიელი სტაბილურად სასარგებლო და აქტიურია. თუმცა, "სტოკის" მთავარი ვარსკვლავი ახალგაზრდა ინგლისელი კიპერი ჯეკ ბატლენდია, რომელიც ამ სეზონში სასწაულებს ჩადის და ყველაზე მეტი სეივი აქვს განხორციელებული. გარდა ამისა, საკმაო საიმედოა მარჯვენა მცველი გლენ ჯონსონი, მაგრამ ინგლისელი ძალიან გამოცდილია და ეს არავის უკვირს. ახლა, მარკ ჰიუზისთვის მთავარია, რომ შეტევაში უფრო მეტი კრეატიულობა შესძინოს კოლექტივს და "სტოკი" აუცილებლად იპოვნის საკუთარ თამაშს. "მეთუნეებმა" სამი მატჩი არც ისე კარგი თამაშის ფონზე მოიგეს, რაც სხვა კარგ თვისებებზეც მიუთითებს. დღეს შეი გივენი და მუნიესა არიან ლაზარეთში, მარკო ვან გინკელი კი იჯარით არის "სტოკში" სწორედ ლონდონის "ჩელსიდან" და არ აქვს უფლება საკუთარი გუნდის წინააღმდეგ თამაშის.

 

"ჩელსიმ" მორიგი თამაში წააგო პრემიერ ლიგაში გასულ უქმეებზე, თანაც "ლივერპულთან" სტემფორდ ბრიჯზე. შუაკვირას კი ლონდონელებმა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს კიევის "დინამოს" წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე. ბოლო წუთებზე ვილიანმა მოუტანა სამი ქულა გუნდს ულამაზესი საჯარიმო დარტყმით და ჟოზე მოურინიოც გაახარა. პორტუგალიელი სპეციალისტი ძალიან მძიმე სიტუაციაშია, მაგრამ ქომაგები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ, მათ ახსოვთ ჟოზეს წვლილი და აფასებენ მას ისე, როგორც არავის. მოურინიოს გაშვება შესაძლოა რეალურად ჩანდეს, მაგრამ არა "ჩელსისთვის". სწორედ "განსაკუთრებულმა" უნდა გამოასწოროს სიტუაცია და ვნახოთ რამდენად არის ამისათვის მზად ჟოზე. მორიგი საჭირო პაუზა მოახლოვდა, ახლა მთავარია კარგი განწყობით გავიდნენ შესვენებაზე "არისტოკრატები". გუნდს ტიბო კურტუას გარდა რადამელ ფალკაო გამოაკლდა რამდენიმე კვირით, მაგრამ კოლუმბიელი მაინც არაფერს აკეთებდა. ვნახოთ როგორ იასპარეზებს ბრიტანიაზე დასვენებული ედენ აზარი, დროა ისიც გამოცოცხლდეს.

 

"სტოკი" რათქმაუნდა იბრძოლებს და ეცდება კარგი თამაშის ჩვენებას, მაგრამ "ჩელსი" საოცრად მოტივირებულია და ყველაფერს გააკეთებს სამი ქულის ასაღებად.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

სტოკი: ბატლენდი – გლენ ჯონსონი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი – ვილანი, ადამი – შაქირი, ბოიანი, არნაუტოვიჩი – დიუფი.

 

ჩელსი: ბეგოვიჩი – ზუმა, კეჰილი, ტერი, ასპილიკეუტა – რამირესი, მატიჩი – ვილიანი, აზარი, პედრო – დიეგო კოსტა.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ბოლო ხუთი საშინაო მატჩიდან პრემიერ ლიგაში, "სტოკს" მხოლოდ ერთი აქვს მოგებული (1ფ, 3წ).
  • ამ გუნდების ბოლო 17 დაპიისპირებიდან ყველა ტურნირზე ერთად, "ჩელსიმ" მოიგო 14 და წააგო მხოლოდ ერთი. პლიუს ამას ლიგის თასიდან, რამდენიმე დღის წინ სწორედ "სტოკმა" გამოაგდო მოურინიოს გუნდი პენალტების სერიით.
  • ლოიკ რემის სამი გოლი აქვს გატანილი "სტოკის" წინააღმდეგ ჩატარებულ სამ შეხვედრაში პრემიერ ლიგის ეგიდით.
  • ინგლისის პრემიერ ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, ყველაზე ცუდად დაიწყო სეზონი – 11 ტურის შემდეგ მხოლოდ 11 ქულა ანტირეკორდია. აქამდე, "ბლექბერნი" იყო "საუკეთესო" 14 ქულით 1995/96 წლების სეზონში.

ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 ჯეიმი ვარდი ლესტერი 11 2
2 რიად მაჰრეზი ლესტერი 7 2
3 ოდიონ იგალო უოტფორდი 7 0
4 რომელუ ლუკაკუ ევერტონი 6 0
5 სერხიო აგუერო მანჩესტერ სიტი 6 0

https://fci.ge/uploads/english-premier-league.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi