FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

Golden boy–ს პრიზის პრეტენდენტთა ვინაობა ცნობილია

7-11-2015
3 კომენტარი

ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზისათვის ორმოცი ფეხბურთელი იბრძოლებს.

 

"Golden Boy" არის ჯილდო, რომელიც დააწესა ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა "Tuttosport"–მა და ყოველწლიურად აჯილდოვებს 21 წლამდე მოთამაშეს მთელი ევროპის მასშტაბით.

 

გასულ წელს ეს წოდება "ლივერპულის" ყოფილმა ვინგერმა და ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრმა რაჰიმ სტერლინგმა მიიღო. მანამდე კი მოგებული აქვთ უეინ რუნის(2004), ლიონელ მესისა(2005) და სერხიო კან აგუეროს(2007). 

 

ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს 30 ჟურნალისტი აირჩევს და დეკემბერში უკვე ცნობილი გახდება გამარჯვებულის ვინაობა. 

 

ტალანტები ევროპის მასშტაბით ასე გადანაწილდნენ:

ინგლისის პრემიერ ლიგა

ჯორდონ აიბი, დივოკ ორიჯი (ორივე "ლივერპული"), ლუკ შოუ, ენტონი მარსიალი (ორივე "მანჩესტერ იუნაიტედი"), ნეითან აკე ("უოტფორდი"/"ჩელსი"), დეილი ალი ("ტოტენჰემი"), ექტორ ბელერინი ("არსენალი"), რუბენ ლოფტუს–ჩიკი ("ჩელსი",), კელეჩი იჰენაჩო ("მანჩესტერ სიტი"), ადამა ტრაორა ("ასტონ ვილა").

 

ესპანეთის ლა ლიგა

დანილო ბარბოსა, ზაქარი ბაკალი (ორივე "ვალენსია"), მუნირ ელ ადადი, სანდრო რამირესი (ორივე "ბარსელონა"), მარკო ასენსიო ("ესპანიოლი"), ანხელ კორეა ("ატლეტიკო"), ალენ ჰალილოვიჩი ("ხ.სპორტინგი"/"ბარსელონა").

 

გერმანიის ბუნდესლიგა

პიერ–ემილ ჰოიბერგი, ლეროი სანე (ორივე "შალკე"), კინგსლი კომანი ("ბაიერნი"), მაჰმუდ დაუდი ("მ.ბორუსია"), ფრანცისკო როდრიგესი ("ვოლფსბურგი"), ანდან იანუზაი ("დ.ბორუსია"/"მანჩესტერ იუნაიტედი").

 

იტალიის სერია ა

რიკარდო კიშნა, სერგეი მილინკოვიჩ–სავიჩი (ორივე "ლაციო"), ალესიო რომანიოლი ("მილანი").

 

საფრანგეთის ლიგა 1

მარიო პაშალიჩი ("მონაკო"/"ჩელსი"), ადრიენ რაბიო ("პსჟ"), ადამა ტრაორე ("მონაკო").

 

თურქეთის სუპერლიგა

ჯეისონ დინაიერი ("გალათასარაი"/"მანჩესტერ სიტი").

 

ჰოლანდიის ერედივიზიონი

ანვარ ელ გაზი ("აიაქსი"), გასტონ ფერეირო ("პსვ"), ტონი ვილენა ("ფეინოორდი).

 

პორტუგალიის პრიმეირა ლიგა

გონსალუ გუედეში ("ბენფიკა"), რუბენ ნევეში ("პორტო").

 

ყაზახეთის პრემიერ ლიგა

ნემანია მაქსიმოვიჩი ("ასტანა").

 

ხორვატიის პირველი ლიგა

მარკო პიაცა ("ზ.დინამო").

 

ბელგიის პრო ლიგა

მოზეს სიმონი ("გენტი"), იური ტილემანსი ("ანდერლეხტი").

 

სერბეთის ჩემპიონატი

ანდრია ჟივკოვიჩი ("პარტიზანი").

https://fci.ge/uploads/posts/2015-11/1446871769_284806.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi