FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

გერმანიის ბუნდესლიგა: 7 ნოემბრის მატჩების პრევიუ

7-11-2015
4 კომენტარი

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე–12 ტური გუშინ დაიწყო და "ჰერტამ" 3:1 მოუგო კალუს ჰეთ–რიქით "ჰანოვერს" სტუმრა. დღეს უფრო საინტერესო თამაშებია, ვიხილავთ საქმეში რამდენიმე ლიდერს, აგრეთვე საკმაოდ მხიარული გუნდების დაპირისპირებას ზინჰაიმში და ბოლოს "ჰამბურგი" ესტუმრება ახალწვეულ "დარმშტადტს", რომელსაც დიდად არ უყვარს სტუმრები.

 

ჰოფენჰაიმი Vs აინტრახტი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XII ტური

თარიღი: 18:30 საათი, 7 ნოემბერი

სტადიონი: ვირსოლ რეინ–ნეკარ არენა, ზინჰაიმი

მთავარი მსაჯი: კნუტ კირხერი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი – კადერაბეკი, შტრიობლი, ზიულე, კიმი – რუდი, შვეგლერი, პოლანსკი, შმიდი – ფოლანდი, ედუ ვარგასი.

 

ტრავმირებულნი არიან: ფილიპ ოხსი, ჯილოან ჰამადი, კაი ჰერდლინგი.

საეჭვოა:

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

აინტრახტი: ჰრადეცკი – ჰასებე, სამბრანო, აბრაჰამი, ჯაკპა – იგნიოვსკი, შტენდერა – აიგნერი, ა.მაიერი, ოშიპკა – სეფეროვიჩი.

 

ტრავმირებულნი არიან: ანდერსონ ბამბა, მარკო რუსი, სონი კიტელი.

საეჭვოა: სლობან მედოიევიჩი.

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "ჰოფენჰაიმი" ერთადერთი გუნდია ბუნდესლიგის ამ სეზონში, რომელსაც შინ არ მოუგია. 
  • "სოფლელებს" ბოლო ორ შეხვედრაში არ გაუტანიათ გოლი ბუნდესლიგის ეგიდით. დღეს მორიგი ნული და საკლუბო ანტირეკორდი დამყარდება.
  • "აინტრახტი" გახდა პირველი გუნდი ბუნდესლიგაში, რომელმაც "ბაიერნს" აართვა ქულები ამ სეზონში.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

 

ბაიერი Vs კიოლნი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XII ტური

თარიღი: 18:30 საათი, 7 ნოემბერი

სტადიონი: ბაიარენა, ლევერკუზენი

მთავარი მსაჯი: ფელიქს ცვაიერი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

ლევერკუზენულ კლუბს საკმაოდ რთული პერიოდი აქვს. "ბაიერმა" წინა ტურში წააგო სტუმრად "ვოლფსბურგთან" მნიშვნელოვანი თამაში, შუაკვირას კი სტადიო ოლიმპიკოზე დამარცხდა "რომასთან" საოცარ ბრძოლაში 2:3 და მეორე პოზიცია დათმო ჯგუფში. როჯერ შმიდტმა ძალიან გარისკა, დააყენა სუპერშემტევი შემადგენლობა და პირველ ტაიმში ამის გამო დაისაჯა კიდეც. ახლა, "ფარმაცეპტები" ფსიქოლოგიურად განადგურებულნი არიან, მაგრამ ამ გუნდს საოცარი მენტალიტეტი აქვს. პირველ რიგში, უპირატესობას იძლევა შმიდტი, რომელსაც ენდობა ხელმძღვანელობა, უყვართ ქომაგებს და რათქმაუნდა არავინ აპირებს მის გაშვებას ორი წარუმატებლობის გამო. გერმანელი სპეციალისტი მშვიდად გააგრძელებს მუშაობას და ეცდება, რომ საჭირო პაუზაზე გუნდი გამარჯვებით გაიყვანოს. თანაც, ფანები ალბათ ცოტათი დაივიწყებენ რომაულ საღამოს, როდესაც მათი გუნდი მოიგებს მნიშვნელოვან დერბის "კიოლნთან". პრინციპული დაპირისპირება ორმაგად ფასობს "ბაიერისთვის" ახლა და ვნახოთ როგორ იასპარეზებენ. ჩიჩარიტო ბოლო პერიოდში ნამდვილ გოლების მანქანად იქცა, აგრძელებს საჭირო ბურთების შეგდებას ადმირ მეჰმედიც, კვლავ ნაყოფიერია ბელარაბი, კამპლი, ერთადერთი ჩალჰანოღლუ ვერ არის ფორმაში და მთელი დაცვის ხაზი, განსაკუთრებით ცენტრალური ნაწილი. თუმცა, შმიდტს დიდი არჩევანი არ აქვს, რადგან რობერტო ჰილბერტი და უნივერსალური ტიმ იედვაი ისევ ლაზარეთში არიან. მათ გარდა, ორი მშვენიერი საყრდენი: ლარს ბენდერი და ჩარლზ არანგისი არიან ტრავმირებულნი. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ შმიდტი უბრალოდ დააბრუნებს სასტარტოში ბელარაბის და დანარჩენ ათეულს არ შეცვლის.

 

"შალკესთან" დიდებული გამარჯვების შემდეგ, "თხებმა" ცოტათი მოუკლეს და ბოლო სამ ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვეს, ეგეც გასულ უქმეებზე შინ "ჰოფენჰაიმთან". თუმცა, ამ სამიდან ერთი მატჩი გუნდმა ალიანს არენაზე წააგო, დანარჩენი ორი კი შინ გამართა და ორივეჯერ ძალიან არ გაუმართლა. პეტერ შტიოგს მშვენიერი კოლექტივი ჰყავს, რომელიც ამ ეტაპზე 15 ქულით მეცხრე ადგილზეა, რაც იდეალური მაჩვენებელია "კიოლნისთვის". მთავარი პრობლემა რაც შეიძლება ყოფილიყო მოგვარდა – ენტონი მოდესტემ ბრწყინვალედ შეცვალა ენტონი უჯა, დაცვაში კი არის სერიოზული ხარვეზები, მაგრამ ამის აღმოფქვრას დრო სჭირდება. თანაც, კვლავ ტრავმირებულია მერგიმ მავრაი, რომელიც დიდი ძალაა "კიოლნისთვის" დაცვის ცენტრში, ვიმერის წასვლის შემდეგ. ახლა, შტიოგერი აქცენტს აკეთებს გამოუცდელ, ახალგაზრდა დუეტზე სორენსენისა და ჰეინცის შემადგენლობით, მაგრამ ისინი ნელ–ნელა უმატებენ და ხარვეზების რაოდენობაც თანდათანობით მცირდება. საეჭვოა ოლკოვსკის, ცოლერისა და გერჰარდტის თამაში, მაგრამ არაუშავს. გამოცდილი ავსტრიელი სპეციალისტის განკარგულებაში ბევრი საინტერესო შემტევი ნახევარმცველია, ამიტომ მას შეუძლია შეცვალოს ძირითადის ერთბაშად რამდენიმე წევრი, მითუმეტეს მხოლოდ ერთი. ამ შემთხვევაში დანაკლისად შეიძლება ჩაითვალოს პოლონელი მარჯვენა მცველი ოლკოვსკი, მაგრამ მას უპრობლემოდ ჩაანაცვლებს რისე.

 

რინის დერბი ყოველთვის საინტერესოა, ამიტომ ამჯერადაც ბევრი მაყურებელი ეყოლება. თუმცა, ლევერკუზენის "ბაიერს" სჭირდება გამარჯვება, ამიტომ მათზე იქნება განსაკუთრებული ზეწოლა.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ბაიერი: ლენო – დონატი, ტა, კირიაკოსი, ვენდელი – ბელარაბი, კრამერი, კამპლი, მეჰმედი – ჩიჩარიტო, კისლინგი.

 

კიოლნი: ჰორნი – რისე, სორენსენი, ჰეინცი, ექტორი – ნაგასავა, ლემანი, ფოგტი, ბიტენკურტი – ოსაკო, მოდესტე.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • 11 ტურის შემდეგ, "ბაიერმა" მოიგო მხოლოდ ხუთი მატჩი ბუნდესლიგაში და წააგო ოთხი. გასულ სეზონში, როჯერ შმიდტის გუნდმა მეოცე ტურში იწვნია მეოთხე მარცხი.
  • "ბაიერს" ბურთების უარყოფითი ბალანსი აქვს. ბოლოს, როდესაც მსგავსი რამ სეზონის ბოლოს დაფიქსირდა (2002/03), ლევერკუზენელები გადაურჩნენ გავარდნას და მე–15 პოზიცია დაიკავეს.
  • "კიოლნს" ოთხმატჩიანი მშრალი სერია აქვს ყველა ტურნირზე, რაც 2002 წლის შემდეგ არ მომხდარა. "თხების" საკლუბო ანტირეკორდია – ზედიზედ ხუთი უგოლო თამაშია.
  • ბოლო სამი დერბი ლევერკუზენში "ბაიერის" გამარჯვებით დასრულდა, თანაც ამ სამ შეხვედრაში მათ 16 გოლი გაიტანეს.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

 

მ.ბორუსია Vs ინგოლშტადტი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XII ტური

თარიღი: 18:30 საათი, 7 ნოემბერი

სტადიონი: ბორუსია პარკი, მიუნხენგლადბახი

მთავარი მსაჯი: მარკო ფრიტცი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

მიუნხენგლადბახელთა უნიკალური სერია გრძელდება. წინა ტურში, "მ.ბორუსიამ" გასვლაზე 4:1 გაანადგურა ჩინებულ ფორმაში მყოფი ბერლინის "ჰერტა" და მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა 18 ქულით. ანდრე შუბერტი ჯერ კიდევ მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებელია და უკვე ცნობილია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა სთავაზობს მას ოფიციალურ კონტრაქტს. 44 წლის გერმანელი სპეციალისტი დაფიქრდება და სავარაუდოდ თვის ბოლომდე გადაწყდება მისი ბედი. აბსოლუტურად გაუგებარია თუ რატომ ყოყმანობს შუბერტი, რადგან ფაქტია, რომ მისი მოსვლა გუნდს დაეტყო და "მ.ბორუსია" არა ინერციით, არამედ სრულიად ჯანსაღად იმყოფება გასაოცარ ფორმაში, იგებს ყველაფერს ეროვნულ ჩემპიონატში. შუაკვირას, გერმანელებმა მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარეს "იუვენტუსის" წინააღმდეგ და დაჯაბნეს იტალიური გრანდი. საბოლოოდ ფრე 1:1, მაგრამ "მ.ბორუსია" თამაშით აღემატებოდა მეტოქეს, რაც მრავლისმეტყველია. დიდებულ ფორმაში იმყოფება გუნდის კაპიტანი და საყრდენი ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა, რაფაელს გოლი–გოლზე გააქვს, იბრაჰიმა ტრაიორე და ფაბიან ჯონსონი კი ძალიან აქტიურები, ნაყოფიერები არიან ფლანგებიდან. იულიან კორბის ტრავმის შემდეგ, მარჯვენა ფრთაზე უნივერსალური ჰავარდ ნორდტვეიტი მოქმედებს საკმაოდ კარგად და ბერლინში გოლიც შეაგდო. ასე, რომ შუბერტს არანაერი პრობლემა არ აქვს და სასტარტო თერთმეტეულს არ შეცვლის. შტრანცლი, შულცი, ჰერმანი და ჰანი ლაზარეთში არიან, სამაგიეროდ შესაძლოა დაბრუნდეს ტონი იანშკე.

 

"ინგოლშტადტმა" ზედიზედ ორი მინიმალური წაგების შემდეგ, ღირსეულად იბრძოლა გელზენკინხენში და ქულა აიღო – 1:1. ჯერჯერობით, ბუნდესლიგის დებიუტანტი საკმაოდ კარგად გამოიყურება, მაგრამ ასეთი თამაშით სტაბილურად ქულების მოპოვება ალბათ ძალიან გაუჭირდება. რალფ ჰაზენჰიუტლის კოლექტივს უჭირს მომენტების შექმნა, შემსრულებლები არიან იგივე ავსტრალიელი ლეკის, ჰარტმანის, ლექსის, ჰინტერზერის სახით, მაგრამ როგორც ჩანს ბუნდესლიგის დონესთან არც ისე კარგად არიან. ნებისმიერ შემთხვევაში, "შავები" ამ ეტაპზე მერვე ადგილზე არიან 15 ქულით და საოცრად ეფექტურად მოქმედებენ შეტევაში, რაც არის წარმატების მთავარი იარაღი დაცვასთან ერთად. უკანა ხაზი მართლაც სოლიდურია. მშვენივრად გამოიყურება დაცვის ცენტრი მარვინ მატიპისა და ბენჟამინ ჰიუბნერის შემადგენლობით. "ინგოლშტადტი" არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, მაგრამ მოსამატებელი აქვს შეტევაში. კოენი და სოარესი ისევ ლაზარეთში არიან, სამწუხაროდ ვერც როჯერი გამოჯანმრთელდა. თუმცა, მას კარგად ცვლის რომაინ ბრეგერიე.

 

სტუმრები აუცილებლად იბრძოლებენ, მაგრამ "მ.ბორუსია" ისეთ ფორმაშია, რომ წესით უნდა მოიპოვოს მომდევნო სამი ქულა და შემდეგ კარგადაც დაისვენებს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

მ.ბორუსია: ზომერი – ნორდტვეიტი, კრისტენსენი, ალვარო დომინგესი, ვენდტი – ი.ტრაორე, დაუდი, ჯაკა, ფაბიან ჯონსონი – შტინდლი, რაფაელი.

 

ინგოლშტადტი: იოზჩანი – ლეველსი, მარვინ მატიპი, ჰიუბნერი, სუტნერი – გროსი, ბრეგერიე, ა.მორალესი – ჰარტმანი, ჰინტერზერი, ლეკი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ამ ეტაპზე, ბუნდესლიგაში, ყველაზე გრძელი წარმატებული სერია "მ.ბორუსიას" აქვს – ზედიზედ ექვსი მოგება.
  • ბუნდესლიგის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული დებიუტანტი მწვრთნელი ლეგენდარული ოტო რეჰაგელი იყო, რომელმაც პირველი შვიდი მატჩი მოიგო. ანდრე შუბერტს უკვე ექვს აქვს მოგებული.
  • ამ სეზონში მოპოვებული 15 ქულიდან, 11 სტუმრად აიღო "ინგოლშტადტმა". 11 ტურის შემდეგ, მხოლოდ დებიუტანტ "კარლსრუეს" ჰქონდა უკეთესი მაჩვენებელი სტუმრად რვა წლის წინ – 13 ქულა.
  • "მ.ბორუსიას" 11–მა მოთამაშემ გაიტანა გოლი ამ სეზონში, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

 

მაინცი Vs ვოლფსბურგი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XII ტური

თარიღი: 18:30 საათი, 7 ნოემბერი

სტადიონი: კოფაკე არენა, მაინცი

მთავარი მსაჯი: დანიელ ზიბერტი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

როგორც იქნა "მაინცმა" მეთერთმეტე ტურში ითამაშა ფრედ, თანაც უბრალოდ არანორმალური დაპირისპირება გამართა აუგსბურგში. სტუმრებმა იოშინორი მუტოს დუბლით წაიყვანეს ანგარიში, მაგრამ ტაიმის მიწურულს მიიღეს ერთი ბურთი. მეორე ნახევრის სტარტზე, "აუგსბურგმა" ორი ბურთი გაიტანა და გავიდა წინ. ახლოს იყო საოცარი ქამბექი, მაგრამ ბოლო წამებზე იაპონელმა ფორვარდმა ჰეთ–რიქი გაიფორმა, პირველი ბუნდესლიგაში და საკმაოდ მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს. მარტინ შმიდტის გუნდს რთული პერიოდი აქვს, მათ ბოლო ხუთ შეხვედრაში 13 გოლი გაუშვეს, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. დიახ, "მაინცი" ყველაზე მხიარული გუნდია მიმდინარე სეზონში, რომელიც მუდამ შემტევ ფეხბურთს აჩვენებს, მაგრამ ასეთი საშინელი მოქმედებები უკანა ხაზზე კარგს არაფერს მოიტანს. ჩინებულად გამოიყურება მუტო, რომელიც სრულფასოვნად ცვლის შინჯი ოკაზაკის, ნახევარდაცვის ცენტრში კი იოჰანეს გაისის მაგივრად ახალგაზრდა დენი ლატცა ათამაშდა. გერმანელი მოთამაშე სარგებლობს ზაფხულში შეძენილი ფაბიან ფრეის ტრავმით და საკმაოდ კარგად გამოიყურება. შვეიცარიელის გარდა, კურჩი, სერენო, სოტო და კლემენსი იმყოფებიან ლაზარეთში. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია დე ბლაზისი–სამპერიო–მალი–მუტოს ოთხეული არის მზადყოფნაში.

 

დიტერ ჰეკინგის გუნდმა ბოლო სამი მატჩი სხვადასხვა ტურნირზე ჩაატარა და სამივეჯერ სხვადასხვა განწყობით დატოვა მინდორი. ჯერ იყო მარცხი გერმანიის თასზე "ბაიერნთან" 1:3 უშანსოდ, შემდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება საკუთარ მოედანზე "ბაიერთან" ეროვნულ ჩემპიონატში და ბოლოს მარცხი ეინდჰოვენში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით – 0:2. "პსვ–ს" წინააღმდეგ "მგლებმა" სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარეს, უსუსური იყო მთელი შეტევითი ხაზი და ამის შემდეგ, გუნდმა გაირთულა საქმე. თუმცა, ბუნდესლიგაში "ვოლფსბურგი" უკვე მესამე ადგილზეა 21 ქულით და ეცდება, რომ კარგი განწყობით გავიდეს შესვენებაზე. ბოლო ტურებში საკმაოდ კარგი ფორმა აკრიფა ვიერინიამ, რომელიც ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა გუნდს და ეგრევე ამოაგდო შემადგენლობიდან ანდრე შურლე. მაქს კრუზეს მდგომარეობა უკეთესია, ამიტომ გერმანელი შესაძლოა სათადარიგო სკამზე ვიხილოთ. თუმცა, მას იდეალურად ცვლის ბოლო თამაშებში მაქსიმილიან არნოლდი, რომელიც წინა ტურში ალბათ საუკეთესო იყო. ჰეკინგი საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი მწვრთნელია, ამიტომ ალბათ მძიმე საუბარი შედგებოდა კოლექტივთან ამ დღეებში, რომელმაც წესით შედეგი უნდა გამოიღოს.

 

"ვოლფსბურგი" ფავორიტია, მაგრამ "მაინცი" ძალიან სახიფათო გუნდია, ამიტომ არ ელოდებათ ადვილი გასეირნება "მგლებს".

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

მაინცი: კარიუსი – ბალოგანი, ბიუნგერტი, ბელი, ბენგტსონი – ბაუმგარტლინგერი, ლატცა – სამპერიო, მალი, დე ბლაზისი – მუტო.

 

ვოლფსბურგი: ბენალიო – ტრეში, ნალდო, დანტე, რ.როდრიგესი – არნოლდი, გუსტავო – ვიერინია, დრაქსლერი, კალიჯური – დოსტი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ბოლო რვა თვის განმავლობაში, "ვოლფსბურგმა" პირველად მოიგო ზედიზედ სამი თამაში ბუნდესლიგაში.
  • მიმდინარე სეზონში, "მგლებს" ყველაზე ცოტა გოლი აქვთ გატანილი სტუმრად – მხოლოდ სამი.
  • იოშინორი მუტო არის პირველი იაპონელი ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგაში ჩატარებულ პირველ 11 შეხვედრაში ექვსი გოლის გატანა მოახერხა.
  • "მაინცმა" ზედიზედ ხუთ შეხვედრაში გაუშვა მინიმუმ ორი გოლი ბუნდესლიგის ეგიდით. ბოლოს, "კარნავალელებს" 2006/07 წლების სეზონში ჰქონდათ ასეთი სერია, როდესაც საბოლოოდ გავარდნენ.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

 

ბაიერნი Vs შტუტგარტი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XII ტური

თარიღი: 18:30 საათი, 7 ნოემბერი

სტადიონი: ალიანს არენა, მიუნხენი

მთავარი მსაჯი: ბასიან დანკერტი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2

 

მიუნხენურმა გრანდმა როგორც იქნა დაკარგა ქულები ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში და ეს ფრანკფურტში მოხდა. პეპ გვარდიოლამ როტაციას მიმართა და საბოლოოდ უგოლო ფრე გაგორდა. ამის შედეგად, "ბაიერნის" სხვაობა დორტმუნდის "ბორუსიასთან" ხუთ ქულამდე შემცირდა და უპირატესობა არც ისე შთამბეჭდავია, როგორც ბევრს ჰგონია. თუმცა, "ბაიერნი" უბრალოდ ფენომენალურ ფეხბურთს აჩვენებს. ამ გუნდმა, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა, მორიგი მსხვერპლი "შტუტგარტია". ოთხშაბათს, ამ ჯოჯოხეთის სტუმარი "არსენალი" იყო და 1:5 გაცამტვერდა. მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა კინგსლი კომანმა, რომლის იდეალური თამაში დიდიე დეშამმაც შეამჩნია და პირველად უხმო ეროვნულ ნაკრებში. მორიგი გოლები გაიტანეს ლევანდოვსკიმ და მიულერმა, ასე რომ პეპ გვარდიოლას გუნდი მზადყოფნაშია. სავარაუდოდ, პეპი კვლავ შეცვლის სასტარტო შემადგენლობას. მოსალოდნელია, რომ დაუბრუნდება ძირითად თერთმეტეულს არტურო ვიდალი, მან დაისვენა ჩემპიონთა ლიგაზე. აგრეთვე ალბათ რობენიც პირველივე წუთებიდან დაიწყებს და არც მეჰდი ბენატიას ხილვა იქნება მოულოდნელი. 

 

"შტუტგარტი" როდესაც მშვენიერ ფეხბურთს აჩვენებს, ქმნის უამრავ მომენტს – მარცხდება, მაგრამ როდესაც მეტოქე ჯაბნის, მაგრამ მეკარე ტიტონი მოქმედებს დიდებულად – იმარჯვებს. ბოლო ოთხ ტურში, "შვაბებმა" შვიდი ქულა დააგროვეს და დააღწიეს თავი გასავარდნ ზონას. ბოლო ორი გამარჯვება "შტუტგარტმა" მშრალი ანგარიშით მოიპოვა, წინა ტურში 2:0 სძლია "დარმშტადტს" საკუთარ კედლებში, მაგრამ ძალიან გაუმართლა. დიდებული იყო ჩეხი გოლკიპერი და აგრეთვე კარგად დაბრუნდა კაპიტანი კრისტიან გენტნერი, რომელიც ძალიან დიდი ძალაა "შტუტგარტისთვის". შეტევითი ხაზი საკმაოდ სოლიდურია, რასაც ალექსანდრ ცორნიგერი სწორად იყენებს და ბოლო პერიოდში გამოსწორდა დაცვის თამაშიც. გამოუცდელი ბაუმგარტლის და ახლადშეძენილი შუნიჩის ფონზე რთულია სტაბილურად კარის მშრალად შენახვა, მაგრამ ეს მოახერხებს "შვაბებმა" ბოლო ორ საშინაო თამაშში. თუმცა, ახლა მიუნხენია რუკაზე და ძალიან გაუჭირდება ცორნიგერის კოლექტივს. ლანგერაკი, კრუსი და გინჩეკი აკლია გუნდს, წინა ტურში კი მარტინ ჰარნიკი დაიმტვრა. თუმცა, მას ფილიპ კოსტიჩი შეცვლის და "შტუტგარტი" ეცდება მაქსიმალურად გამოიყენოს მომენტები, რომლებიც ალბათ ექნება.

 

მიუნხენში საკმაოდ მხიარული თამაში უნდა გაიმართოს, მაგრამ ფავორიტი "ბაიერნია" და ალბათ მორიგ დიდ გამარჯვებას იზეიმებს საკუთარ კედლებში.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ბაიერნი: ნოიერი – ლამი, ბენატია, ბოატენგი, ალაბა – ალონსო, ვიდალი – რობენი, მიულერი, დუგლას კოსტა – ლევანდოვსკი.

 

შტუტგარტი: ტიტონი – კლაინი, შუნიჩი, ბაუმგარტლი, ინსუა – სერეი დიე, შვააბი – დიდავი, გენტნერი, კოსტიჩი – ტიმო ვერნერი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • მიუნხენის "ბაიერნი" ერთადერთი გუნდია ბუნდესლიგის ამ სეზონში, რომელმაც შინ ყველა მატჩი მოიგო – ექვსიდან ექვსი.
  • ხუთ გასვლით შეხვედრაში, "შტუტგარტმა" 12 გოლის გაშვება მოახერხა.
  • "რეკორდმაისტერს" ზედიზედ 10 თამაში აქვს მოგებული "შტუტგარტის" წინააღმდეგ ბუნდესლიგაში.
  • ბოლოს, "შვაბებმა" სწორედ ალიანს არენაზე დაამარცხეს "რეკორდმაისტერი". ეს 2010 წელს მოხდა, მარტში, როდესაც სტუმრებმა 2:1 იმარჯვეს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  

 

დარმშტადტი Vs ჰამბურგი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XII ტური

თარიღი: 21:30 საათი, 7 ნოემბერი

სტადიონი: ბიოლენფალტორი, დარმშტადტი

მთავარი მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

დარმშტადტი: მატენია – გარიკსი, სულუ, კალდიროლა, ჟუნიორ დიასი – ჰელერი, ნიმაიერი, გონდორფი, რაუში – როზენტალი – ვაგნერი.

 

ტრავმირებულნი არიან: მილან ივანა.

საეჭვოა:

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

ჰამბურგი: ადლერი – დიკმაიერი, ჯურუ, სპაიჩი, ოსტჩოლეკი – მ.დიასი, ჰოლტბი – ნ.მიულერი, გრეგორიჩი, ილიჩევიჩი – ლასოგა.

 

ტრავმირებულნი არიან: ალბინ ეკდალი, აარონ ჰანტი.

საეჭვოა: გოიკო კაჩარი.

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "დარმშტადტს" ერთადერთი საშინაო თამაში აქვს მოგებული ბუნდესლიგის ამ სეზონში (2ფ, 3წ).
  • "ჰამბურგმა" კი 11 ტურში მოპოვებული 14 ქულიდან ცხრა გასვლაზე აიღო სამი მშრალი გამარჯვებით.
  • ეს გუნდები 28 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ უპირისპირდებიან ერთმანეთს. ბოლოს, ამ გუნდების დაპირისპირება დარმშტადტში ფრედ 2:2 დასრულდა 1982 წლის 8 მაისს.

გერმანიის ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 პიერ–ემერიკ ობამეიანგი  დ.ბორუსია 13 3
2 რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი 13 0
3 ტომას მიულერი ბაიერნი 10 4
4 მარკო როისი დ.ბორუსია 7
5 ენტონი მოდესტე კიოლნი 6 2

https://fci.ge/uploads/germany-bundesliga.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi