FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ჩემპიონთა ლიგა: С ჯგუფის პრევიუ

8-12-2015
0 კომენტარი

C ჯგუფში მხოლოდ ადგილებია გადასანაწილებელი. მადრიდის "ატლეტიკო" ეცდება მოუგოს ლისაბონში "ბენფიკას", "გალათასარაის" კი ფრეც აწყობს შინ "ასტანასთან" ევროპის ლიგაზე გადასასვლელად. წესით, ყველაზე მხიარული მატჩები სწორედ ამ ჯგუფში უნდა გაიმართოს.

 

გალათასარაი Vs ასტანა

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, VI ტური

თარიღი: 23:45 საათი, 8 დეკემბერი

სტადიონი: ალი სამი იენ სპორ კომპლეკსი, სტამბოლი

მთავარი მსაჯი: კრეიგ ტომპსონი (შოტ)

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

"გალათასარაის" მთავარი მწვრთნელის პოსტი მოულოდნელად დატოვა ჰამზა ჰამზაოღლუმ, რის შემდეგაც გუნდში პრობლემებმა იმატა და შედეგებიც გაფუჭდა. დიეგო ტაფარელთან ერთად "გალათასარაიმ" წააგო "რიზესპორთან" საოცარი დაპირისპირება 3:4, ერთი კვირის წინ კი ოფიციალურად გაფორმდა კონტრაქტი 66 წლის მუსტაფა დენიზლისთან. ამ ლეგენდარული თურქი სპეციალისტის მიმართ ძალიან დიდი მოლოდინია და პირველ ორ მატჩში ოთხი ქულა ააღებინა თავის გუნდს. "გალამ" "ქასიმფაშასთან" ფრის შემდეგ (2:2) "ბურსასპორი" გაანადგურა 3:0 საკუთარ კედლებში და 26 ქულით მეოთხე პოზიციაზე გადავიდა. დაიწყო გოლების გატანა გამოჯანმრთელებულმა ბურაკ ილმაზმა, აგრეთვე კარგ ფორმაში იმყოფება ვეტერანი გერმანელი ლუკაშ პოდოლსკი. სამწუხაროდ, წინა ტურში "გალათასარაიმ" დაკარგა ფლეი–ოფში გასვლის შანსები, მაგრამ ეცდება ღირსეულად დატოვოს ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგაზე გააგრძელოს ევროთავგადასავალი. დენიზლი საკმაოდ გამოცდილი, გონიერი სპეციალისტია, რომელიც ეცდება გამოასწოროს სიტუაცია და მისთვის მნიშვნელოვანი იქნება დღევანდელი თამაშის მოგება. "გალას" დინაიერი, კაროლი და ჰამიტ ალტინტოფი ვერ დაეხმარებიან, აგრეთვე სელჩუკ ინანისა და ჰაკან ბალთას თამაშია საეჭვოა. იმედია, გუნდის კაპიტანი მაინც ჩადგება მწყობრში, მაგრამ "ასტანასთან" სტამბულში, მაინც გამარჯვება იქნება სავალდებულო.

 

ყაზახურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია და ნამდვილი მაგალითი მისცა პატარა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც. "ასტანამ" უკვე აიღო სამი ქულა, საკუთარ მოედანზე არ გაახარა არცერთი მეტოქე და ახლა სტამბულშიც იბრძოლებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ისტორიული გამოსვლაა "ასტანასთვის", თანაც დღეს საღამოს გაეცნობიან ამ სტადიონის უნიკალურ ატმოსფეროს. არის ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსი, თუ ასე არ მოხდება, მაშინ ეს ყაზახური კლუბის ბოლო ოფიციალური თამაში იქნება 2015 წელს. "ასტანამ" უკვე მოიგო ეროვნული ჩემპიონატი და ახლა ეცდება ღირსეულად დაასრულოს ეს ისტორიული ჯგუფური ეტაპი. გუნდს არანაერი საკადრო პრობლემა არ აქვს, სტანიმირ სტოილოვი საუკეთესო მოთამაშეებს შეარჩევს.

 

"გალათასარაი" ფავორიტია და ალბათ მოიპოვებს სამ ქულას, მაგრამ მატჩი სავარაუდოდ სანახაობრივი გამოვა.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

გალათასარაი: მუსლერა – სარიოღლუ, ქაია, ჩედჟუ, ბალთა – ინანი, კისა – პოდოლსკი, სნეიდერი, იოზტეკინი – ილმაზი.

 

ასტანა: ერიჩი – ილიჩი, პოსტნიკოვი, ანიჩიჩი, შომკო – მაქსიმოვიჩი, კანიასი, ძოლჩიევი, წუსამი, კეტევომა – კაბანანგა.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ყაზახეთში ფრედ 2:2 დასრულდა და სამი ავტოგოლი გავიდა. ყაზახებმა სწორედ იმ საღამოს მოიპოვეს პირველი ქულა ჩემპიონთა ლიგაზე.
  • ამ სეზონამდე, "გალათასარაი" ერთადერთხელ, 2009/10 წლების სეზონში შეხვდა ყაზახურ კლუბს, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ფრენკ რაიკარდის "გალამ" 2:0 მოუგო შინ "ტობოი კოსტანის" და სტუმრად 1:1 ითამაშა.
  • ბოლო 23 საშინაო თამაშიდან ევროარენაზე, "გალათასარაიმ" მხოლოდ ექვსი წააგო.
  • ჩემპიონთა ლიგის ამ კამპანიაში, "ასტანა" ეცდება, რომ თუნდაც ერთი გოლის გატანა მოახერხოს გასვლაზე.
  • ევროპის ლიგის საგზურს სწორედ ეს ორი გუნდი გაითამაშებეს. "ასტანას" მხოლოდ გამარჯვება აწყობს, დანარჩენ შემთხვევებში "გალა" გადავა ევროპის ლიგაზე.

 

წინასამატჩო კომენტარები:

მუსტაფა დენიზლი: "არავინ ელოდა, რომ "ასტანა" ამდენს მიაღწევდა ამ ჯგუფში, მათ არცერთი საშინაო თამაში არ წააგეს. სიურპრიზები ფეხბურთში ხდება, მაგრამ ხვალ ამის უფლება არ უნდა მივცეთ მეტოქეს. 

 

"ასტანა" უკვე ათი დღეა რაც სტამბოლში იმყოფება, რითიც ადასტურებს საოცარ მიდგომას ევროტურნირებისადმი და ყაზახური ფეხბურთის პროგრესიც ამაზეა დაფუძნებული – უყვართ ბევრი შრომა".

 

სტანიმირ სტოილოვი: "ევროტურნირებზე ჩატარებულ ათ შეხვედრაში დავამტკიცეთ, რომ "ასტანა" დასაფასებელი გუნდია. ვფიქრობ, რომ საკუთარი ასპარეზობით სრულიად ყაზახი ხალხი გავახარეთ. მჯერა, რომ სამშობლოში კარგი შედეგით დავბრუნდებით და თან გვექნება ევროპის ლიგის ბილეთები".

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ბენფიკა Vs ატლეტიკო

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, VI ტური

თარიღი: 23:45 საათი, 8 დეკემბერი

სტადიონი: ესტადიო ლისბოა, ლისაბონი

მთავარი მსაჯი: ოვიდი ჰატიგანი (რუმ)

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

ლისაბონის "ბენფიკა" მიმდინარე სეზონში ძალიან კარგად გამოიყურება ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ეროვნულ ჩემპიონატში წააგო უშუალო კონკურენტებთან "პორტოს" და "სპორტინგის" სახით, პლიუს ამას პორტუგალიის თასიდან გამოვარდას წორედ ლისაბონურ დერბიში, როდესაც "სპორტინგმა" 2:1 იმარჯვა დამატებითი დროის დახმარებით. თუმცა, პრიმეირა ლიგას ბოლო ოთხი თამაში "არწივებმა" მშრალად მოიგეს, თანაც 11 გოლი გაიტანეს და კარგი ფორმა აკრიფეს. ამჟამად, "ბენფიკა" 24 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ "სპორტინგს" რვა ქულით ჩამორჩება, მაგრამ ერთი თამაში აქვს რეზერვში. სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგაზეა პირველ პოზიციაზე და დღეს ფრეც საკმარისი იქნება ლიდერობის შესანარჩუნებლად. წინა ტურში რუი ვიტორიას გუნდმა ბოლოსკენ გადაარჩინა თამაში ასტანაში, რომელსაც 0:2 აგებდა, მაგრამ რაულ ხიმენესის დუბლით მოიპოვა ერთი ქულა. ლისაბონურ კლუბს საინტერესო შემადგენლობა ჰყავს, რომლითაც შეიძლება თუნდაც მეოთხედფინალში გასვლა, რაც საკმაოდ დიდი წარმატება იქნება "ბენფიკასთვის". სამწუხაროდ, ლუიზაო კვლავ ვერ ეხმრება გუნდს, აგრეთვე ნელსონ სემედოა ტრავმირებული. სამაგიეროდ, ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებიან ლიდერები: ანდრე ალმეიდა, ნიკო გაიტანი და ბოლო მატჩებში ბრწყინვალეა გონსალო გუედეში. საინტერესოა ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ვინ იასპარეზებს: ჟონასი თუ ხიმენესი, მაგრამ სავარაუდოდ რუი ვიტორია ახალგაზრდა მექსიკელზე გააკეთებს აქცენტს. "ბენფიკას" ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებული ჯგუფური ეტაპი ჰქონდა და ვნახოთ როგორ დააგვირგვინებენ ამ კამპანიას.

 

მადრიდის "ატლეტიკო" ჩვეულ სტილში აგრძელებს გამარჯვებათა სერიას. ესპანეთის თასზე მოკრძალებული გამარჯვების შემდეგ, "როხიბლანკომ" 2:0 დაამარცხა სტუმრად "გრანადა" დიეგო გოდინისა და ანტუან გრიზმანის გოლებით. დიეგო სიმეონეს კოლექტივმა ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა ლიდერ "ბარსელონასთან" და დღეს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას ეცდება ჩემპიონთა ლიგაზე, რისთვისაც მხოლოდ გამარჯვებაა საჭირო. "ატლეტიკოს" დაცვის ხაზი დიდებულ ფორმაშია, ფელიპე ლუისის დაბრუნებით მოგვარდა მარცხენა მცველის პრობლემა. ბრაზილიელს ბევრი გაუცდა "ჩელსიში", მაგრამ ეს არც შეეტყო, ისევ ისეთი საიმედო და აქტიურია, როგორც 2013/14 წლების უნიკალურ სეზონში. გარდა ამისა, ხოსე მარია ხიმენესმაც გაამართლა. ახალგაზრდა ურუგვაელი დიდებულად შეეწყო თანამემამულე გოდინს და იმის თქმაც კი შეიძლება, რომ მირანდა–გოდინის თანდემს ხიმენესი–გოდინის დუეტი სჯობია. მარჯვენა ფლანგზე კი როგორც ყოველთვის ხუანფრანი ირჯება ღირსეულად. ტიაგოს ტრავმამ ცოტათი აანერვიულა სიმეონე, მაგრამ ჯერჯერობით პორტუგალიელს კოკე ცვლის, მისი და გაბის დუეტი ნახევარდაცვის ცენტრში ძალიან სასარგებლოა. პრობლემები აქვთ ახალწვეულებს, მაგრამ იანიკ–კარასკო გამონაკლისია, ბელგიელი იდეალურად მოერგო ახალ გუნდს და საკმაოდ კარგადაც გამოიყურება. კვლავ ტრავმირებულია ჯექსონ მარტინესი, ვიეტო კი ძალიან შორს არის ოპტიმალური ფორმისგან. 

 

ლისაბონში ძალიან საინტერესო თამაში გველოდება. "ატლეტიკოს" მოგება სჭირდება, ამიტომ თავის სტილში ეცდება სწრაფი გოლის გატანას და წყნარად მატჩის გამარჯვებამდე მიყვანას. თუმცა, მეტოქე "ბენფიკაა" და საქმე ძალიან რთულად იქნება.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ბენფიკა: ჟულიო სეზარი – ანდრე ალმეიდა, ლ.ლოპესი, ჟარდელი, ელიზეუ – ფეისა, სამარისი, რენატო სანჩესი – გაიტანი, რაულ ხიმენესი, გუედეში.

 

ატლეტიკო: ობლაკი – ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ფელიპე ლუისი – საულ ნიგესი, გაბი, კოკე, კარასკო – ფ.ტორესი, გრიზმანი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • მადრიდში ეს გუნდები პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და "ბენფიკამ" მეორე მარცხი აგემა "როხიბლანკოს" ვისენტე კალდერონზე გამართულ ბოლო 25 შეხვედრაში ევროტურნირების მასშტაბით.
  • ბოლო 14 საშინაო თამაშიდან ევროარენაზე, "ბენფიკამ" მხოლოდ ერთი წააგო (11მ, 2ფ).
  • ბოლო შვიდი სეზონის განმავლობაში, "ბენფიკა" მეორედ გადის ფლეი–ოფში. აქამდე ეს 2011/12 წლების სეზონში მოხდა, როდესაც ჟორჟე ჟეზუშის გუნდი "ჩელსიმ" გამოაგდო მეოთხედფინალიდან.
  • ლისაბონური კლუბი 24–ჯერ შეხვდა ესპანურ კლუბებს ევროტურირებზე, სტატისტიკა ასეთია: 6მ, 8ფ და 10წ.
  • მადრიდში გამარჯვებამდე, "ბენფიკას" 15 მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა ლა ლიგის კლუბებთან.
  • მადრიდის "ატლეტიკო" ზედიზედ მესამედ იასპარეზებს ამ ტურნირის ფლეი–ოფში, რაც პირველად მოხდა კლუბის ისტორიაში.
  • "როხიბლანკოს" არც ისე კარგი შედეგი აქვს პორტუგალიაში: 2მ, 2ფ და 4წ.
  • ორივე გუნდი გასულია შემდეგ ეტაპზე 10–10 ქულით, უბრალოდ გასაკრვევია პირველი ადგილის ბედი. "ბენფიკას" მოგებული აქვს მადრიდში, ამიტომ ფრეც აწყობს.
  • ჟარდელი, ანდრე ალმეიდა, ლუიზაო და გონსალო გუედეში არიან დისკვალიფიკაციის ზღვარზე "ბენფიკას" რიგებში. "ატლეტიკოს" შემადგენლობაში კი არავის აქვს ორი ყვითელი ბარათი.

 

წინასამატჩო კომენტარები:

რუი ვიტორია: "მადრიდის "ატლეტიკოს" დიდებული სეზონი აქვს. ჩვენი გამარჯვების შემდეგ, მათ 12 მატჩი ჩაატარეს, მოიგეს ფაქტიურად ყველა და გაუშვეს ოთხი გოლი. ეს მათი სიძლიერეს ნიშანია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეტევაში დიდებული მოთამაშეები ჰყავთ.

 

ახლა ორივე გუნდმა მიაღწია მიზანს – გავიდა შემდეგ ეტაპზე. თუმცა, საკუთარ მოედანზე, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ, გამარჯვების მოპოვება და პირველი ადგილის შენარჩუნება გვსურს. სხვა არაფერზე არ უნდა ვიფიქროთ".

 

დიეგო სიმეონე: ""ბენფიკას" დიდებული თამაში ჰქონდა მადრიდში და საოცარი პოტენცილია აქვს შეტევაში. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ამ საინტერესო მოთამაშეებს ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლიათ. გაიტანი, რენატო – "ბენფიკა" აგრძელებს ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენას.

 

უკვე ოთხი თუ ხუთი წელია სოლიდური გუნდი ვართ და გაგვაჩნია საკუთარი სათამაშო სტილი. არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ დაცვითი გუნდი ვართ. ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა და კარგი იქნება ჯგუფის მოგება.

 

ამ სტადიონთან მნიშვნელოვანი მოგონებები გვაკავშირებს: ერთი მხრივ კარგი – ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშეთ, მაგრამ ცუდი ისაა, რომ დავმარცხდით".

 

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 კრიშტიანო რონალდო რეალი  7
2 არტიომ ძიუბა ზენიტი 5 0
3 ლუის სუარესი ბარსელონა 5 0
4 ტომას მიულერი ბაიერნი 5 1
5 რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი 5

https://fci.ge/uploads/posts/2015-12/1449561795_3.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi