FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ხედირა: ამ ფორმაში მყოფი გერმანია ვერ მოიგებს ევროს

4-01-2016
1 კომენტარი

ტურინის "იუვენტუსის" გამოცდილი ჩამშლელი ნახევარმცველი სემი ხედირა მიიჩნევს, რომ ამ ფორმაში მყოფი "ბუნდესთიმი" ვერ მოიგებს ევროპის ჩემპიონატს საფრანგეთში.

 

მსოფლიო ჩემპიონებმა არც ისე დამაჯერებლად გაიარეს ევრო 2016-ს შესარჩევი ციკლი, მაგრამ მაინც ფავორიტები არიან მოახლოვებული ევროპირველობის.

 

"სიმართლე გითხრათ, ამ ფორმაში მყოფი გერმანია ვერ მოიგებს ევროს. ბოლო რამდენიმე თვეში არც ისე კარგი თამაში ვაჩვენეთ.

 

ვფიქრობ, რომ ყველა კარგად ხვდება რეალობას. ვიცით, რომ წინ უნდა გავადგათ ნაბიჯები თუ გვინდა ევროპის ჩემპიონატის მოგება.

 

გერმანია ყოველთვის ერთ-ერთი ფავორიტია. თუმცა, ამჯერად ტურნირს მსოფლიო ჩემპიონების სტატუსით ვხვდებით და უფრო მეტ ყურადღებას მოგვაქცევენ. ზეწოლა მატულობს, მაგრამ ამას უკვე მივეჩვიეთ.

 

ყველამ უნდა გაიგოს, რომ თითოეული გუნდი, რომელიც ისედაც მოტივირებულია გერმანიის წინააღმდეგ, ორმაგად მობილიზებული იქნება, რადგან ვის არ სურს მსოფლიო ჩემპიონის დამარცხება?", - განაცხადა ხედირამ.

https://fci.ge/uploads/posts/2016-01/1451852943_291726.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi