FCI.ge
FCI.ge
ვენგერი: ჩეხის ტრანსფერი – ჩემი ერთ–ერთი ურთულესი გადაწყვეტილებაა |
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა აღიარა, რომ მარტივად არ მიუღია პეტერ ჩეხის დამატების გადაწყვეტილება.
მოგეხსენებათ, რომ ლეგენდარული ჩეხი გოლკიპერი 2015 წლის ზაფხულში წამოვიდა "ჩელსიდან", სადაც 11 წელი დაჰყო და სამწუხაროდ ძირითადის ადგილი დაუთმო ტიბო კურტუას. ჩეხმა კი არ დაუშვა ხელები, ახალი გამოწვევის ძებნა დაიწყო, რომელიც ახლოს იპოვნა ემირიათსზე და ახლა "მეთოფეების" კარს უნიკალურად იცავს.
"ეს ძალიან, ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან საკმაოდ სერიოზულად ვაფასებდი დავიდ ოსპინას. ვფიქრობ, მას უბრალოდ არ აფასებენ, განსაკუთრებით ინგლისში. თუმცა, რომ არ შემეძინა ჩეხი, ეს აშკარა შეცდომა იქნებოდა.
გუნდში ექსტრა–კლასის გოლკიპერია საჭირო თუ მას სერიოზული მიზნები და გამარჯვების სურვილი აქვს. ყოველთვის ვამბობდი, რომ მეკარის პოზიცია ყველაზე ნაკლებად დაფასებულია.
პეტერმა კარგად მოახერხა ადაპტაციის გავლა და მის ფონზე დაცვის ხაზი უფრო თავდაჯერებულია. ჩეხი იდეალურად აფასებს სიტუაციას და სწრაფად რეაგირებს. ის მწვრთნელს ჰგავს. ზოგადად, სახელმძღვანელოდ საუკეთესო პოზიცია სწორედ კარის ხაზია. ის არა თავის თამაშს, არამედ გუნდის თამაშს უყურებს და აანალიზებს", – აცხადებს დიდებული ფრანგი სპეციალისტი.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.