FCI.ge
FCI.ge
ოსტინი: საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი |
"საუთჰემპტონის" ინგლისელმა თავდამსხმელმა, ჩარლი ოსტინმა, შეაფასა თავისი პირველი მატჩი "წმინადნების" მაისურით, რომელიც მსითვის დიდებული გამოდგა.
პრემიერ ლიგის 23–ე ტურის ეგიდით "წმინდანები" ოლდ ტრაფორდს ესტუმრნენ და უგოლო ფრის დროს, ბოლოსკენ ჩარლი შევიდა მინდორზე, რომელმაც მალევე შეაგდო თავით გადამწყვეტი გოლი და მოუტანა თავის გუნდს სამი ქულა.
"ამაზე უკეთესი შეუძლებელია. მეორე შეხებით გავიტანე პირველი გოლი. ეს ის მომენტი იყო, როდესაც საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი. მოხარული ვარ, რომ სადებიუტო გოლი შევაგდე.
მიხარია, რომ ბიჭებმა კარგად იბრძოლეს და დამსახურებული სამი ქულა მოიპოვეს გუნდისათვის", – განაცხადა ოსტინმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.