FCI.ge
FCI.ge
ლუის ენრიკე: პირველი ტაიმის უარესად ჩატარება გაგვიჭირდებოდა |
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, შეაფასა თავისი გუნდის დღევანდელი თამაში ლა როსალედაზე.
კატალონიელებმა სტუმრად 2:1 დაამარცხეს "მალაგა", მაგრამ პირველ ტაიმში საშინლად იმოქმედეს დაცვაში და ანდალუსიურ კლუბს საკმაოდ ბევრი მომენტი ჰქონდა.
"ძალიან რთული იქნებოდა პირველი ტაიმის უარესად ჩატარება. უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ სწრაფი გოლი გავიტანეთ, რის შემდეგაც ასე რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია. ვერ ვიხსენებ როდის ჩავატარეთ ასეთი ცუდი პირველი ნახევარი.
რომ მცოდნოდა რამ გამოიწვია ეს, აუცილებლად შევცვლიდი რაღაცას. ეს ცუდი დღეა მთელი გუნდისათვის. თუმცა, მეორე ტაიმში საქმეები გამოსწორდა. "მალაგასთან" კარგად თამაში უბრალოდ არ გამოგვდის, რადგან მეორე ნახევარშიც ბევრი შეცდომა დავუშვით.
კარგია, რომ გამარჯვება მაინც მოვიპოვეთ, რადგან თამაში ძალიან ცუდი იყო", – განაცხადა ენრიკემ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.